რა კარგია, რომ იურგენ კლოპი ექიმი არ გახდა
გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი მართლაც არაორდინალური პიროვნებაა, მას რაღაც განუმეორებელი ხიბლი გააჩნია, ჟურნალისტებთან ხუმრობს და საერთოდ, ძალიან კომუნიკბელური და მხიარულია. ემოციურიც გახლავთ. მან "დორტმუნდში" დაიგდო სახელი, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით დიდ წარმატებებს მიაღწია: ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ახლა კი "ლივერპულში" ეცდება ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის მოგებას.

არადა, შეიძლებოდა ფეხბურთელი არ გამოსულიყო და არც მწვრთნელი გამხდარიყო, რადგან ჯეელობაში ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ საბედნიეროდ გადაიფიქრა. ამბობს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა მათთვის, ვინც შეიძლებოდა მასთან საოპერაციო მაგიდაზე მოხვედრილიყო. აღიარებს, რომ ფეხბურთის გარდა წარმატებებს ვერსად ვერ მიაღწევდა, რამეთუ სხვა რამ ხელობა არ ეხერხებოდა და სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა. დირექტორს უთქვამს, ეგებ ფეხბურთში ივარგო, თორემ სწავლა-განათლებაში არ უქნიხარ ღმერთსო.

იურგენ ნორბერტ კლოპი 1967 წლის 16 ივნისს შტუტგარტში მოევლინა ქვეყნიერებას. მისი მამა, ნორბეტი სამოყვარულო გუნდის მეკარე იყო, ერთხელ "კაიზერსლაუტერნშიც" იმყოფებოდა სინჯებზე, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა და ავეჯს ყიდიდა მთელს მსოფლიოში. დედა, ელიზაბეტი გამყიდველი გახლდათ. იურგენს ორი უფროსი და ჰყავს, იზოლდა და სტეფანი. გაიზარდა სოფელში. მამა მუდამ ოცნებობდა ვაჟიშვილზე, რომელიც მისგან განსხვავებით დიდ ფეხბურთს ითამაშებდა და ოცნება აუსრულდა კიდეც.

1990-2001 წლებში ის მეორე ბუნდესლიგის "მაინცის" ღირსებას იცავდა, 325 მატჩში 52 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში მეორე ბომბარდირია. შემდეგ ამ გუნდს ჩაუდგა სათავეში, დანარჩენი კი თქვენც ჩინებულად იცით.

ფრანც ბეკენბაუერთან და ურს მაიერთან ერთად ZDF-ზე საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა, 2007, 2009 და 2011 წლებში საუკეთესო საფეხბურთო ექსპერტად აღიარეს.

პირველად საბინეზე დაქორწინდა, რომელთანაც ვაჟიშვილი მარკი შეეძინა. ის "დორტმუნდში" თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო ბუცები ნაადრევად ჩამოაკონწიალა ლურსმანზე. იურგენი საბინეს 2001 წელს დასცილდა.

2005 წელს მაინცელი ოფიციანტი ულა გაიცნო, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ვაჟიშვილი დენისი ჰყავს. მას მერე იურგენი და ულა ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

კლოპს არ უყვარს წვერის გაპარსვა, ძალიან განიცადა თმის დაცვენა და გადაინერგა. უნდა ითქვას, ოპერაცია წარმატებული გამოდგა. საერთოდ, ამ ბოლო დროს თავის გარეგნობას ყურადღებას აქცევს, მეჩხერი კბილებიც მოიწესრიგა და გაიქათქათა.

ის ამბობს, რომ ადამიანი ერთი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ცხოვრება ლამაზად უნდა გაატაროს, რადგან ხვალ შეიძლება იყოს დასასრული. დასასრულისგან ღმერთმა დაიფაროს ნახევარ საუკუნეს გადაცილებული იურგენი, რომელიც მორწმუნე გახლავთ და ცდილობს ქრისტიანულად იცხოვროს.

26 მაისს კი მის კარიერაში უდიდესი დღეა - კიევში მისი "ლივერპული" თვით "რეალს" დაუპირისპირდება და კლოპი მეორე ცდით შეეცდება ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

რა კარგია, რომ ფეხბურთში არსებობს იურგენ კლოპი და კიდევ კარგი, ექიმი არ გახდა.

odala
რა კარგი იქნებოდა თქვენც რომ არ გამხდარიყავით ჟურნალისტი :)
b-52
კარგი სტატიაა ნამდვილად, მაგრამ სურათზე ''ბექსთრით ბოისის'' ნიკი რატომაა?
ლაშა
და რა შუაშია აქ ნიკ კარტერი?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა