"ლიონი", "მონაკო", "მარსელი" - ამ ტრიოდან ერთი ზედმეტია, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მხოლოდ ორი მიიღებს. თანაც, მხოლოდ მეორე ადგილზე გასული "ჩაჯდება" პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე.

პირველი კი, კარგა ხანია ცნობილია - "პარი სენ-ჟერმენი" შესაძლოა, ევროგრანდებში ჯერ ვერ მკვიდრდება, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე ერთი თავით მაღლაა, ზოგზე კი - მეტითაც. დღეს პსჟ "ამიენს" ესტუმრება. უნაი ემერის ბოლო სამი მატჩი დარჩა გასამართავი, რადგან უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ იგი პსჟ-ის დამრიგებელი აღარ იქნება. წინა ტურში ედინსონ კავანიმ სეზონში მეშვიდე დუბლი მიითვალა და ის 115 გოლით ლიგა 1-ში პსჟ-ის ყველა დროის ბომბარდირი გახდა. იგი უკვე 2 გოლით უსწრებს ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

"ამიენთან" შეხვედრას ტრავმირებული კვარტეტი (ნეიმარი, დიარა, ვერატი და ბენ არფა) გამოტოვებს.

მე-2 ადგილზე მყოფი "ლიონი" "ტრუას" მიიღებს და, წესით, ეს ადგილი ამ ტურში არ უნდა დაკარგოს. ექსჩემპიონი "მონაკო" "კაენს" ესტუმრება, ხოლო "მარსელი" ტურს "ნიცასთან" პრინციპულ დაპირისპირებაში დაასრულებს. ყველა ეს შეხვედრა კვირას გაიმართება.

ფაქტები

პსჟ-მა ბოლო 45 მატჩიდან 36-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

"ტრუამ" ბოლო 13 საგარეო შეხვედრიდან 12 დათმო.

"მარსელი" ბოლო 30 მატჩიდან 27-ში დაუმარცხებელია.

პსჟ-ს "ამიენთან" ბოლო სამ დაპირისპირებაში გოლი არ გაუშვია.

სამივე ეს შეხვედრა პარიზულმა კლუბმა მოიგო.

"ნიცა" ბოლო 10 ტურიდან 9-ში დაუმარცხებელია.

"კაენს" 7-ტურიანი მოუგებელი სერია აქვს.

"ლიონმა" ჩემპიონატში ბოლო 7 თამაში მოიგო.

ლიგა 1. XXXVI ტური

პარასკევი, 4 მაისი

ამიენი-პსჟ 22:45

კვირა, 6 მაისი

სტ. ეტიენი-ბორდო 17:00

ლიონი-ტრუა 18:30

კაენი-მონაკო 19:00

დიჟონი-გენგამი 19:00

მეცი-ანჟერი 19:00

ნანტი-მონპელიე 19:00

რენი-სტრასბური 19:00

ტულუზი-ლილი 19:00

მარსელი-ნიცა 23:05

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 20 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 19 - ნეიმარი (პსჟ); 18 - მარიანო დიასი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს