ალბათ, "ჩელსი" ბოლოჯერ გაიბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ცდა მაინც ტყუილად ჩაუვლის, მაგრამ სანამ შანსი არის, თუნდაც თეორიული, და ამ შანსისთვის ბრძოლაა საჭირო. ეს კარგად იციან ანტონიო კონტეს ბიჭებმა.

"არისტოკრატები" დიდი გარდაქმნის ზღვარზე დგანან. მომავალი სეზონისთვის გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. რომან აბრამოვიჩს განზრახული აქვს, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს შემადგენლობაში. კარგი იქნებოდა, ახალი "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაშიც გვეხილა, მაგრამ...

"ჩელსიმ" ბოლო დროს გამოიღვიძა. გუნდის თამაშის ხარისხი იდეალური ვერ არის, მაგრამ ფაქტია, გუნდმა დაიწყო ქულების დაგროვება. ცოტა გვიანი კია, მაგრამ მაინც - ამდენი ჩავარდნა და უპატიებელი ქულების განიავება რომ არა, შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი ამ პრობლემის წინაშე არ დადგებოდა.

"ლივერპული" გადაღლილია ჩემპიონთა ლიგაში "რომასთან" დუელის შემდეგ, მაგრამ იურგენ კლოპი ბიჭებს მაინც ვერ დაასვენებს. არავის უნდა, სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ოდნავადაც კი სათუო გახადოს.

პრემიერლიგის ზედა ნაწილში ძალიან ბევრი რამ გადაწყვეტილია. ამის გათვალისწინებით, ჩვენს წინათქმას ცოტა უცნაური სახე ექნება. აქედან გამომდინარე, ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრად უნდა შევრაცხოთ "სტოკისა" და "კრისტალ პალასის" დაპირისპირება.

თუ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება სურთ, მასპინძლებმა ეს თამაში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგონ. ეს იოლი არ იქნება, რადგან როი ჰოჯსონის "არწივები" ტრადიციას არ ღალატობენ და სეზონის ბოლოს შედიან ფორმაში.

ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას ისეთი ტრადიციული ინგლისური კლუბი, როგორიცაა "საუთჰემპტონი". რადაც უნდა დაუჯდეთ, "წმინდანებმა" გასვლითი შეხვედრა უნდა მოუგონ "ევერტონს", თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. სტუმართა სასარგებლოდ ის გარემოება მეტყველებს, რომ ლივერპულელებს თითქმის აღარ აქვთ სატურნირო მოტივაცია.

გოლების წვიმას უნდა ველოდოთ ჩემპიონის შეხვედრაში. მიმდინარე სეზონში "სიტის" მხოლოდ ერთადერთი მოტივაცია დარჩა - დაამყაროს 4 რეკორდი, რაზეც წინა უქმეების მიმოხილვაში ვწერდით. საამისოდ "ჰადერსფილდი" გემრიელი ლუკმაა. ესეც არ იყოს, "ეტიჰადი" თავისი გუნდის თითოეული მატჩით ტკბება და პეპ გვარდიოლას ბიჭები ქომაგებს ვერ უღალატებენ.

ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის მთავარ ლიგაში ორჯერ შეხვდა "ბრაიტონს" და ორივე შეხვედრა მოუგო.

"კრისტალ პალასს" 4 თამაშია, არ წაუგია.

"უოტფორდმა" ბოლო 3 შეხვედრა მოუგო "ნიუკასლს".

"ვესტ ბრომვიჩისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 6 შეხვედრიდან 4 ფრედ დასრულდა.

"ევერტონისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო ორ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"არსენალმა" ბოლო 7 მატჩი მოუგო "ბარნლის".

"ჩელსისა" და "ლივერპულის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

პრემიერლიგა. XXXVI ტური

პარასკევი, 4 მაისი

ბრაიტონი-მანჩესტერ იუნ 1:0

შაბათი, 5 მაისი

სტოკი-კრ. პალასი 15:30

ბორნმუთი-სუონსი 18:00

ლესტერი-ვესტ ჰემი 18:00

უოტფორდი-ნიუკასლი 18:00

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 18:00

ევერტონი-საუთჰემპტონი 20:30

კვირა, 6 მაისი

მან. სიტი-ჰადერსფილდი 16:30

არსენალი-ბარნლი 19:30

ჩელსი-ლივერპული 19:30

ბომბარდირები: 31 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 27 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რაჰიმ სტერლინგი (სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იმერელი
მიცა სანსი ტოტენჰემა წააგო აგერ ვესტბრომვიჩთან, რა მაგარი იყომარეს, ფუ ნაგავი პრემიერ ლიგა მაგრად ტომარობენ წლის ბოლოს,
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
მადრიდის "რეალმა" დავიდ დე ხეასთან პირადი კონტრაქტი შეათანახმა
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
ანტუან მარსიალი პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
პრემიერლიგა. XXVII ტურის წინ: ლონდონური დერბის სურნელი: ჰარი თუ ობა?
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მოურინიომ და ვან გაალმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" ერთად იმუშაონ
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ინგლისის თასი. 1/4-ფინალი: "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოაგდო [VIDEO]
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"მანჩესტერ იუანიტედი" დე ხეას "რეალს" არ მიჰყიდის, თუ ეს უკანასკნელი რამოსს არ დაუთმობს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს