სლოვენიაში მიმდინარეობს Junior NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი საკალათბურთო კემპი, რომელშიც კონტინენტის 17 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ ქართველებიც.

ქალაქ როგლაში Junior NBA-ს კემპი 30 აპრილს გაიხსნა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, მასში საასპარეზოდ საქართველოდან გაემგზავრნენ მწვრთნელი - ჯაბა ბაქრაძე, შარშანდელი Junior NBA GBF League 2017-ს საუკეთესო მოთამაშე - ლუკა ალავიძე (2005) და გამორჩეული მოთამაშეები - გეგა წულაია (2005) და მარიამ გოგიჩაიშვილი (2004).

ბავშვები სხვადასხვა საკალათბურთო ვარჯიშში მონაწილეობენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას ცდილობენ. კემპის მიზანია Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ევროპის გუნდის დაკომპლექტება.

სლოვენიაში შეკრებილი ბავშვებისგან საუკეთესოები ევროპის ნაკრებში მოხვდებიან და მიმდინარე წლის აგვისტოში, ამერიკის ქალაქ ორლანდოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. მოთამაშეებთან ერთად მოხდება ევროპის გუნდისთვის მწვრთნელების შერჩევაც. ორი მწვრთნელი გოგონათა ნაკრებისთვის, ორიც - ვაჟებისთვის.

რაც შეეხება Junior-NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატს, იგი წარმოადგენს ამ ტიპის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ საკალათბურთო ტურნირს. მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები.

მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურად - ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის. თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთი ამერიკა) წარმოადგენს.

ამერიკის 8 გუნდი და მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში Junior-NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონი გამოვლინდება.

მარიამ გოგიჩაიშვილი: "აქაური პრაქტიკა ძალიან დიდი წინსვლაა ჩვენი კარიერისთვის კალათბურთში. განსხვავებული ვარჯიშებია, რაც საქართველოში არ ტარდება. მომავლისთვის გავითვალისწინებ ყველა ვარჯიშს, დავიმახსოვრებ და გამოვიყენებ. რაც შეეხება ჩემს მიზანს, აქ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს - ორლანდოში გამგზავრება. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ".

გეგა წულაია: "ძალიან საინტერესო კემპია და აუცილებლად გამოგვადგება მომავლისთვის. ბევრი რამ შევიძინეთ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ სხვადასხვა ტურნირზე".

ლუკა ალავიძე: "ძალიან კარგი ვარჯიშები გვიტარდება. ევროპელი მწვრთნელები ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ვარჯიშებს გვიტარებენ. დიდი გამოცდილება მივიღეთ, როგორც მწვრთნელებისგან, ისე ბავშვებისგან. კემპის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანიც ორლანდოში მოხვედრაა".

ჯაბა ბაქრაძე: "მიმდინარე კემპი ძალიან დატვირთულია. უამრავი ახალი ინფორმაცია და სულ სხვანაირი მიდგომაა. აქ მწვრთნელები ვარჯიშებს სხვადასხვა კუთხით ატარებენ".

შანსი ევროპელ მწვრთნელებსაც ეძლევათ - მათ შეუძლიათ ჩაატარონ საკუთარი ვარჯიშები, რაც ძალიან კარგია საკუთარი თავის წარმოჩენისათვის. რაც შეეხება მოსწავლეებს, კონკურენცია დიდია და ყველა მონდომებით ვარჯიშობს.

მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მოთამაშეები დავალებებს თავს ძალიან კარგად ართმევენ და იმედია, რომელიმე დაისაკუთრებს ადგილს ევროპის ნაკრებში. დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მოცემული შანსისათვის".

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა