ძიუდოს ფედერაციაში საქართველოს ნაკრების ძიუდოისტების დღევანდელ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით აღმასკომის სხდომა გაიმართა.

▶ "არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება"

"ვიმსჯელეთ დღევანდელ განცხადებაზე აღმასკომში. თანამდებობაზე, ბუნებრივია, არავინ არ არის გამოკიდებული. თვითონ ეს ფორმატი ბრალდებების არათუ ძიუდოში, არამედ სახელმწიფოშიც კი არ უნდა ხდებოდეს. ეს ბრალდებები არის სიცრუეზე დაფუძნებული. კონკრეტულად შეუძლიათ მითხრან, თუ რაში შევუშალე ხელი?

ამ ეტაპზე მე გადადგომას საერთოდ არ ვფიქრობ, ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ საზოგადოებას დავანახო სიმართლე და პასუხი გავცე იმ ცილისწამებას, რაც გაჟღერდა.

მე მაქვს ჩემი კონკრეტული ფუნქცია, მთავარ მწვრთნელს - თავისი. რამდენჯერაც შევხვედრივარ თუნდაც ვარლამს და მიკითხავს, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს-მეთქი, მას უთქვამს "არა". თუნდაც ზამთრის ამბავი გავიხსენოთ. მე შევხვდი წინა დღეს მას და იგივე ვკითხე, მან "არა" მიპასუხა და მეორე დღეს ტელევიზიებთან განაცხადა, რომ დარბაზებში სიცივე იყო.

ეს პროცესი, ბუნებრივია, მართულია, ისე არაფერი არ ხდება. არ მაინტერესებს ეს, ვის ინტერესშია. ეს რომ განვაცხადო, უნდა დავემსგავსო მათ, ვინც ოჯახის პრობლემებს საჯაროდ გამოფენენ. მე მათ ნებისმიერ კითხვას გავცემ პასუხს ნებისმიერ ფორმატში.

შემდეგი ოთხი თვე პროცესები გაგრძელდება ჩვეულებრივად. შესაბამისად, მათ ინტერესშია დაგეგმილ გრან პრიზე გამოსვლები. ამ ოთხ თვეში კი ნამდვილად გაირკვევა, ვინ არის მტყუან-მართალი.

ოჯახის შიდა ამბები არ უნდა გამოიტანო გარეთ, როცა მარტო შენ არ გეხება ეს და დიდი ოჯახია. მე მახსოვს 2009 წელს იგივე სიტუაცია, თუმცა მე არც ტელევიზიასთან, არც ფედერაციაში არ მივსულვარ და არსად არ მიჩივლია. მივედი მთავარ მწვრთნელთან, ვესაუბრე მას და მასთან დავბალანსდი. როცა მოვიდა დრო, რომ დამენებებინა კარიერისთვის თავი, ავიღე ჩემი კიმონო და ჩამოვკიდე კარადაში.

ფედერაციაში ნამდვილად არ არის ნეპოტიზმი და ის მწვრთნელებიც პროფესიონალურად იყვნენ დანიშნულები. ირაკლი ცირეკიძე არის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მისი გუნდიც შესაბამისად იყო დაკომპლექტებული", - აღნიშნა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კითხვას, ამ სპორტსმენების ბოიკოტის შემთხვევაში როგორ დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, ქევხიშვილის თქმით, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, რომელსაც ფედერაცია სპორტის სამინისტროსა და აღმასკომთან შეთანხმებით დანიშნავს.

კახა
ქევხიშვილიც უნდა გადადგეს და სპორტსმენებიც მოიკვეთოს ნაკრებიდან ნურავის ეგონება რომ ნაკრები მხოლოდ მისია და შეუცვლელია რაც არუნდა დამსახურება ჰქონდეს
llcl
როცა ესე , მთელ საქართველოს გვიყვარხართ და გაფასებთ ძიუდოისტებს, ესე სამარცხვინოთ არ უნდა მოქცეულიყავით, თქვენ შეურაცყვეთ ქარტველი ხალხი, ქართული დროშა, ეს ალბათ ვიღაც ნაძირლების წაქეზებით მოგივიდათ, მაგრამ მაინც არ გეპატიებათ, ევროპის ჩემპიონების და პრიზიორების რანგში უნდა მოგეთხოვათ არაფრისმაქნისი ქევხიშვილის გადადგომა თავისი ბანდით, ეხლა კი თქვენი საქციელით ბოიკოტი არა ქევხიშვილის ბანდას, არამედ სამშობლოს გამოუცხადეთ, რუსებთან მაინც გეჭიდავათ მთელი შემართებით. იმდეია ვინც წაგაქეზათ, არც მას და არც მის კადრს არ გააკარებთ ფედერაციას, იმედია ვინმე უპარტიო და პატიოსანი მოვა და შეინარჩუნებს ძიუდოს ოჯახის პრესტიჟს და ერთიანობას
svan
ვარლამზე როგორ ამბობთ ამ ყველაფერს დაგავიწყდათ ოლიმპიადა?! მეორე ადგილი დაიკავა და ცრემლებს ვერ იკავებდა კაცი! რა ცხვრებივით იქცევით ეხლა გამოვლენ ნაკრების ბიჭები და ამ ყველაფერს რომ პასუხს გასცემენ მერე იმათ მიემხრობით მერე ეს გამოვა ამას მიემხრობით და იყავით ასე ცხვრებივით! მე არ მესმის 3 ასეთი მაღალი რანგის სამსახური როგორ უნდა გქონდეს!!!! არმესმის ამ ბიჭებზე ცუდს როგორ ამბობთ აქ ზოგზოგიერთი
b-52
ნაკრებმა თუ განგებ წააგო ევროპა(რაც არ მინდა ვირწმუნო) ძალიან უღირსები ყოფილან ეგენიც, ამ ტიპს რაც შეეხება ოჯახის ამბის არგამოტანაზე რომ საუბრობს, აშკარად ცოტა მწყრალადაა სახელმწიფოებრივ ხედვასთან, ჩემს ფულს ხარჯავ შე ოჯახაშენებულო და არ ხარ ვალდებული გამაგებინო რა ხდება?
status quo
რა უნამუსო ყოფილა ეს ტვინგაყინული.
gulshematkivari
არ გადადგები კიარა წადი ძმაო დაგვანებე თავი რა მიზეზები მოგყავს რა ოჯახი ნაკრები ამბობს რომ სანამ შენახარ პრეზიდენტი არ გამოვა არცეთ ტურნირზე აქ ყველაფერი ნათქვამია თავის მართლება უადგილოა უნდა გადადგე
gurami
მართალი ხარ თუ მტყუანი მაგას არ ააქვს მნიშვნელობა!! ძიუდო რომ კრიზიში არ სჰევიდეს უნდა გადადგე!!! მაგ საქციელს კაცობა ქვია!!
ეს ვინ ყოფილა...
მოკლედ ეს ყოფილა მხოლოდ მამა აბრამის ბატკანი და ამის გარდა ყველა დამნაშავე ყოფილა იმ გაფარჩაკებაში, ძიუდოისტებიც,მწვრთნელებიც,მსაჯებიც და ალბათ დამლაგებლებიც.
TBILISI
ეს საერთოდ ნორმალურია? რეებს ბოდიალობს რა ოჯახი, რის შიდა სამზარეულო,თავი მაფიოზი გონია? ბიუჯეტის ფულს ხრავ ბიჭო, ხოდა კეთილი ინებე და გააგებინე გადამხდელებს რაში ხარჯავ ხალხის ფულს.
გულშემატკივარი
რას ან ვის სწირავენ ცირეკიძეს ისევ? რა უნდა ლიპარტელიანს?
ქომაგი
გამოცვალეტ, სანამ დროა, რას დაამსგავსა ძიუდო. საკრებულოს მიხედოს
ლევანი
დატოვე ფედერაცია, ან დატოვე პოლიტიკური თანამდებობა!!! და კიდევ რა უბედურებაა ეს პარტიულობა. აკეთეთ ან პოლიტიკის საქმე ან სპორტის საქმე. გამოდით პოსტსაბჭოური სიბნელიდან!
kale
ეგრეც ვიცოდი, რომ ჩაებღაუჭებოდა ამ თანამდებობას! აბა, გადარეულან ბიჭები, "იდეალურ" პირობებს უქმნის და ესენი მაინც გადადგომას თხოვენ :) იმას მაინც რატომ არ აღარებს, რომ არაკომპეტენტური მწვრთნელის დანიშვნით მთელი 2 წელი წყალში ჩააყრევინა გუნდს და დღესაც სრულ გაურკვევლობაში ტოვებს!
გულშემატკივარი
ცნობილია რო ზვიადაურს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ჩვენი ნაკრების წამყვან ძიუდოისტებთან, ხოოდა...
MIRIANI
ნამდვილად არ ვიცი ვინ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია -- ქევხიშვილი არ უნდა იყოს ფედერაციის პერზიდენტი. მიზეზი მარტივია: არ შეიძლება ერთდროულად 2 ან 3 საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდე. ეს მარტივად რომ ვთქვათ, არის დიიიდი უპასუხისმგებლობა და ამავე დროს უთავმოყვარეობა. რომელი მენეჯმენტის გურუ ან ჰარვარდის კურსდამთავრებული ქევხიშვილი მყავს, რომ თან საკრებულოსაც ხარისხიანად უხელმძღვანელოს და თან ამხელა ფედერაციასაც? (მით უმეტეს, რომ კიდევ რაღაც მესამე სამსახური ქონია) P.S. იგივე ეხება ზუსტად კობიაშვილსაც. ფეხბურთსაც რო "აყვავებს" და კანონშემოქმედებით საქმიანობაშიც რო "თავითაა გადაშვებული".
zaza
ამათ სპეციალურად წაუგიათ ევროპაზე ეს ამბავი რომ ექნათ, კი ვიფიქრე როგორ ხბოსავით გაუგორდა მეთქი ლიპო იმ ბელარუსს და არა მარტო ლიპო.........ეეე ჯიგრებო რაღაცეებს აჩმახებთ უკვე, მართლა ვიღაცის მართულია ეს ყველაფერი...
ბერო
ამ კიმანოებმა მყრალი სუნი ამოუშვეს!
ana
თუ ეს ,,რაღაც" მართალია ეს ვაჟკაცი ბიჭები სად გაქრენ?ისინიც რაღაცეები ყოფილან, აფერუმ თქვენს კაცობას
ბრავო!
ღირსეული პასუხი გასცა აჯანყებულებს!
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია