ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...

ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...

საქმეს ისე ეტყობა, ქართული ძიუდოსთვის მიმდინარე კვირაც გასული დღეებივით მძიმე იქნება.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს, ძიუდოისტები - ვარჯიშის გაგრძელებას.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 10 მაისს, სასტუმრო "რედისონში" ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. მანამდე კი, ორშაბათს, 12:00 საათზე, სპორტსმენები ფედერაციაში მისვლას და ქართული ძიუდოს მმართველთან შეხვედრას აპირებენ.

ავთანდილ ჭრიკიშვილის თქმით, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილს რამდენიმე დღის წინაც ესტუმრნენ, თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტმა მათთან შეხვედრას "უკანა კარიდან გაპარვა" ამჯობინა...

გასულ "უიქენდზე" ჭრიკიშვილს სარაევოში, ევროპის თასზე უნდა ეჭიდავა, თუმცა გამგზავრება ბოლო წუთს გადაიფიქრა და მეგობრების პროტესტს შეუერთდა:

- ნაკრების ყველა წამყვანი ძიუდოისტი ერთ აზრზე ვართ - სანამ დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ვარჯიშის გაგრძელებას არ ვაპირებთ! ფედერაციის პრეზიდენტი "რაღაც ჯგუფს" გვეძახის, მაგრამ ბოლო დღეებმაც აჩვენა, რამდენნი ვართ. ჩვენ თუ ჯგუფი ვართ, თვითონ რაღა არის?!

- სარაევოს ტურნირზე საკუთარი ხარჯით მიემგზავრებოდი. პროტესტის ნიშნად აღარ წახვედი?

- ბიჭებთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, იმის მიუხედავად, რომ უკვე აღვიდგინე ფორმა და ჩემთვის ახლა ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია.

- თუ ფორმაში ხარ, ევროპის ჩემპიონატზე რატომ არ წაგიყვანეს?

- ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამის გამო არც უკმაყოფილო ვარ და მით უმეტეს - პრეტენზია არ მაქვს. ყველამ იცის, რომ ტრავმა მქონდა, ტურნირებში ვერ ვიჭიდავე და ევროპის ჩემპიონატიც ამის გამო გამოვტოვე. ასე რომ, ჩემი პროტესტი კონტინენტის პირველობას არაფრით უკავშირდება.

- და რასაც უკავშირდება, იმაზე უფრო დაწვრილებით გვითხარი, თორემ უმეტესწილად, ზოგადი ხასიათის ბრალდებები ისმის...

- დიდი ხანია, პრობლემები გვაქვს... 2016 წლის ოლიმპიადის წინაც, ხელის შეწყობის ნაცვლად, ხელს გვიშლიდნენ და ის პერიოდი ძალიან ცუდად მახსოვს... დღესაც იგივე გრძელდება - ნაკრები სათანადო შეკრებას ვერ გადის, ბიჭებს კი შეჯიბრებებზე თავიანთი ფულით უწევთ გამგზავრება! ამას არ ახმაურებდნენ - თუ ვინმე იტყოდა, საკუთარი ხარჯით წავედიო, მაშინვე ურეკავდნენ - თანხას ახლავე ჩაგირიცხავთ, ოღონდ თქვი, რომ ფედერაციამ დაგაფინანსაო!

- რამდენი ხანია, რაც ასე გრძელდება?!

- წლებია... ამ პრობლემებზე სპორტის უკვე მესამე მინისტრს ველაპარაკებით. ყველაფერი დალაგდება, ეს საკითხები სააშკარაოზე არ გამოიტანოთ, შიგნით მოაგვარეთო. ვიკავებდით კიდეც თავს გახმაურებისგან, მაგრამ "შიგნით" რომ აღარ გვარდება?! რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ერთი და იგივე?!

- გასაგებია, რომ ძიუდოს სამყაროს არ უნდოდა პრობლემებზე საქვეყნოდ ლაპარაკი, მაგრამ... "ჭირმა თავი არ დამალა" და... საქმე დაპირისპირებამდე მივიდა. არ სჯობდა, ეს ყველაფერი დროულად გახმაურებულიყო?

- სჯობდა, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ვითარება შეიცვლებოდა. მინისტრიც გვარწმუნებდა - ამ საქმეს პირადად მივხედავ, დაველაპარაკები და აღარ გამეორდებაო, მაგრამ... ლოდინს უკვე აღარ აქვს აზრი და კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ. გულშემატკივართანაც ხომ უნდა ვიყოთ მართლები?! შედეგი არ არის, ქომაგმა კი არ იცის, ეს რისი ბრალია. არადა, თუ სრულფასოვნად არ მოემზადე, ტურნირზე წასვლა აზრს კარგავს...

- ოლიმპიადის დაწყებამდე რით იყავით უკმაყოფილო?

- მაშინაც იგივე პრობლემები იყო. მწვრთნელები ეწინააღმდეგებოდნენ ხოლმე ფედერაციას და მოხსნა კიდეც! იმის მიუხედავად, რომ სპორტსმენები მწვრთნელების გაშვების წინააღმდეგნი ვიყავით. ვუთხარი კიდეც ქევხიშვილს - ამ მწვრთნელების გაშვება არასწორია და ვინც მოგყავთ, გუნდს უარეს შედეგებამდე მიიყვანს-მეთქი. მიპასუხა - მე ვარ პასუხისმგებელი, რომ უკეთესი შედეგი იქნებაო!

ძიუდოისტებს ირაკლი უზნაძის დარჩენა გვინდოდა, ფედერაციის პრეზიდენტს კი ჯერ კიდევ 2013 წელს სურდა მისი გაშვება, მაგრამ მაშინაც ერთად დავდექით და ვერ მოგვერია! ევროპის იმ ჩემპიონატზე 6 მედალი ავიღეთ და როცა დავით ქევხიშვილს მწვრთნელებით უკმაყოფილების მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა - უკეთესი შედეგი მინდაო! უკეთესი კი არა, თავადაც ხედავთ, სადამდე მივედით!

- კონკრეტულად ლაპარაკს მაინც ერიდებით. არადა, ქომაგმა ხომ უნდა იცოდეს, რაში ადანაშაულებთ დავით ქევხიშვილს? თქვით, რაც სათქმელია!

- გვინდა, სუფთად დავრჩეთ და როცა ვხედავთ, რომ ამდენი არასწორი რამ ხდება, ჩუმად ყოფნა აღარ შეიძლება. რაც შეგვეძლება, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს... რაც არც გაგვიკეთებია და ვერც გავაკეთებთ, რადგან მთელი ცხოვრებაა სუფთად მოვდივართ, ჩვენს სახელს ვუფრთხილდებით... თუმცა, ისეთი რაღაცები ხდება, გაჩუმება უკვე შეუძლებელია. ამიტომაც სპორტულ თემაზე მაინც ვილაპარაკებთ.

მაგალითად, შეკრებების არასწორ დაგეგმვაზე, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე და ა.შ. იაპონელებთან ხშირად აგებთო და თურმე, ამიტომ არ უშვებს პირველ ნაკრებს იაპონურ შეკრებაზე. ძლიერს თუ არ ვეჭიდავე და ნორმალური შეკრება არ გავიარე, შედეგი საიდან მექნება?

ჩემი მოწინააღმდეგეები დღეში 10-15 სპარინგს ჭიდაობენ, მე კი პარტნიორების არყოლის გამო 2-3 ორთბრძოლის მეტს ვერ ვატარებ და მეტოქეებს როგორ ვაჯობებ? თუშიშვილი ვარჯიშზე აქეთ-იქით იყურება ხოლმე, ვის ვეჭიდაოო? სრულფასოვანი პარტნიორი არ ჰყავს და როგორ აჯობოს მეტოქეებს, რომლებსაც ყველანაირი პირობა აქვთ?!

- კი მაგრამ, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე რატომ არ ილაპარაკეთ ამ ყველაფერზე?

- არაერთხელ გვითქვამს, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ღია დაპირისპირებაც იყო, მაგრამ... ოლიმპიადის შემდეგ ამისთვის აღარავის ეცალა... მას მერეც, სულ გვესმოდა - ყველაფერი გამოსწორდება, კარგად იქნებაო.

ირაკლი უზნაძეს ლამის ჩხუბი მოსდიოდა, იაპონურ შეკრებებზე წასვლა რომ გაეტანა ხოლმე, ირაკლის გაშვების შემდეგ კი ქევხიშვილი თავად მართავდა მწვრთნელებად მოყვანილ თავის მეგობრებს.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მათ რომ შეაწმინდა ხელი და გაათავისუფლა, დაავიწყდა, ყველა გადაწყვეტილებას თავად რომ იღებდა?! რაც ყველაზე ცუდია, გუნდის გაყოფა ხდება: ორ-სამ კაცს წაიყვანენ შეკრებაზე და ჰპირდებიან - ყველანაირი პირობა გექნება, იაპონიაშიც წაგიყვანთო და ა.შ. ეს იმისთვის კეთდება, რომ გუნდი დააცალკევონ და ერთად არ დადგნენ.

დავიჯერო, იაპონია და ავსტრია მხოლოდ 3-4 ძიუდოისტისთვის არის კარგი, დანარჩენებს კი არ გამოადგებათ?! მედლები ჰქონდათ და წავახალისეთო...

წახალისება კარგია, მაგრამ ვისაც მედალი არ აქვს, საიდან ექნება, თუ შეკრებაზე არ წაიყვან?

ახალგაზრდული ნაკრები ცალკე ჰყავთ ჩაკეტილი და სპარინგ-პარტნიორების პრობლემა მათაც აქვთ. თუ ასე გაგრძელდა, მალე, ალბათ, ძიუდო აღარ იქნება საქართველოში! არ ვიცი, რატომ ებღაუჭება ასე ამ სკამს... უფრო სწორად, მე კი ვიცი, მაგრამ...

- თქვენ თქვენსას ამტკიცებთ, დავით ქევხიშვილი კი ამბობს, რომ მის მიმართ ნათქვამი ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს...

- რამდენიმე დღის წინ - სანამ განცხადებას გავაკეთებდით - ძიუდოს ფედერაციაში მივედით, პრეზიდენტთან გვინდოდა შეხვედრა. ახლა "რაღაც ჯგუფს" რომ გვიწოდებს, 60 კილოგრამიდან დაწყებული, მძიმეწონოსნებით დამთავრებული, ყველა იქ ვიყავით.

გვინდოდა, პასუხები მიგვეღო ჩვენს კითხვებზე. დავით ქევხიშვილს სამი საათი ველოდეთ: ფედერაციაში იყო, მაგრამ უკანა კარიდან გააპარეს, რომ არ შეგვხვედროდა!

- ძიუდოისტებმა განზრახ ჩააგდეს ევროპის წლევანდელი ჩემპიონატიო... ამაზე რას იტყვი?

- ასეთ რაღაცას რომელი სპორტსმენი იკადრებს?! საერთოდ არ გაემგზავრებოდნენ, ან ტურნირის დროს მოიმიზეზებდნენ ტრავმას, წასაგებად კი არავინ გავა, რადგან ეს ღალატია - შენი თავის და სამშობლოს ღალატი! ჩემთვის წარმოუდგენელია, ამდენი ხნის ნავარჯიშები ძალით "დაწვე" ევროპის ჩემპიონატზე!

- ქევხიშვილმა ნაკრებს დისციპლინაც დაუწუნა: მზადებისას მეტი ვარჯიში და მონდომებაა საჭირო, შედეგებმა ზოგს ილუზია გაუჩინა, რომ ბოლომდე დაუხარჯავადაც შეუძლიათ შედეგის მიღწევაო... როგორ გგონია, რას გულისხმობდა?

- ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მთქმელია. წლებია, ჩვენზე და ჩვენს შედეგებზე იდგა ფედერაცია, დღეს კი "რაღაც ჯგუფს" გვიწოდებს... არადა, ჩვენ თუ არ ვიჭიდავეთ, ეროვნული ნაკრები თუ არ იქნება, ვინ უნდა იჭიდაოს? ქევხიშვილის ადგილას რომ ვიყო, აქამდე ასჯერ წავიდოდი!

- ირაკლი ცირეკიძის მუშაობით კმაყოფილი იყავით?

- ირაკლის მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ფორმალურად იყო... ყველაფერს ფედერაციის პრეზიდენტი წყვეტდა. ქევხიშვილი და ცირეკიძე ბავშვობის მეგობრები არიან, ნათელმირონობაც აკავშირებთ და ირაკლიმ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო...

გუგავასგან და ბაინდურაშვილისგანაც არაერთხელ მოგვისმენია - გეგმას საერთოდ არ გვითანხმებენ, მხოლოდ მას შემდეგ გვეუბნებიან, სად მიდის გუნდი, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიაო.

მართებულია, როცა ყველაფერს შენთან შეუთანხმებლად წყვეტენ, შედეგს კი შენ გთხოვენ? ანდა, მწვრთნელს შედეგი როგორ ექნება, თუ თავისი შეხედულებებით არ ამუშავებ და არაფერს ეკითხები?

- ბოლოს, შენზე გკითხავ - როდის დაბრუნდება "ძველი" ავთო ჭრიკიშვილი?

- ტრავმების გამო ბევრი გამიცდა, მაგრამ დავბრუნდი, ფორმა აღვიდგინე და გულით მინდოდა, პირველ ტურნირზე კარგად მეჭიდავა... თუმცა სხვანაირად არ გამოდიოდა და ამის გამო ბოდიშიც მოვუხადე გულშემატკივარს... როდემდე შეიძლება გაჩუმება და ასეთი რაღაცების მოთმენა?

იმედია, მომეცემა შესაძლებლობა, გავაგრძელო ჭიდაობა და ვასახელო ჩემი ქვეყანა. მსოფლიო ჩემპიონატამდე ოთხი თვე დარჩა და ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ ფედერაციის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, მოსამზადებელ შეკრებას არცერთი ჩვენგანი არ გაივლის!

▶ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! - საუკეთესო ძიუდოისტები ქართველებს მხარდაჭერას უცხადებენ [VIDEO]

▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ზვიადაური თუ პრეზიდენტი გახდება, მე ძიუდოდან წავალ

▶ დავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?

▶ "არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება"

▶ ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს

რატი შელეგია, სპეციალურად საიტისთვის

• Emigrati

Chemi azrit ara marto dziudoistebi aramed yvela sporcmeni unda daudges gverdit sportsmenebs ertianoba rom iqneba meti shedegic iqneba mochidaveebi ragbistebi kalatburteleni fexburtelebi da ase shemdeg yvela federeaciashi aris problema romelic ar xmaurdeba da bevri sporcmeni ichagreba erti martivi mizezis gamo rom is tavis simartles an gaitans an ara da yvela sporcmeni rom idgebit ertmanetis gverdit yvelaferi kargad iqneba chemi azri asetia.. arc tu didixnis cin ragbistebs qondat problemebi tavdacvam rom ar daafinansa imbichebs sezoni chauvardat xoda sanam am bichebsac ar chauvardat sezoni da uvarjisheblebi shexvdnen chempionats da umedlod dabrunden mere daicyeben qevxishvili martali iyovo da chemi txovna aris yvela sporcmenis mimart rom daudeqit gverdshi am bichebs carmatebebi yvela sporcmens

• სოსო

იქნებ გელა შუკვანის ისტორია გაგეხსენებინა,ლონდონის ოლიმპიადაზე?

• თორნიკე

ისე, ბიჭებმა ისიც უნდა გაიაზრონ, რომ თუ ქევხიშვილი თანამდებობას დატოვებს, მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წნეხის ქვეშ მოუწევთ ტურნირზე ჭიდაობა.წარუმატებლად ასპარეზობის შემთხვევაში ცუდი განცხადებები გაკეთდება მათ წინააღმდეგ. ამიტომ დიდი “ფსონი” დევს ამ კინკლაობაში

• ლევანი

კი ეტყობა!

• მგონი ისევ საბჭოთა სქართველოში ვცხოვრობთ?!...

პროტესტის ნიშნად არცერთ იმ სპორტის სახეობას არ უნდა უგულშემატკივროთ, სადაც "პარტიული მუშაკი" უდგას სათავეში ფედერაციას. პროტესტი გულშემატკივრებისგანაც უნდა იყოს, სპორტსმენებთან ერთად.

• ლევანი

სწორად იქცევიან სპორტსმენები. სხვებმაც უნდა აიღონ მაგალითი. ხალხო გამოფხიზლდით, უკვე კარგა ხანია აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი!!! მგონი დემოკრატიული წყობააა... ასე რომ ხმის ამოღება საჭიროა, იქ სადაც პოლიტიკური ნიშნით ირჩევენ ფედერაციის პრეზიდენტებს. ცოტა გააფართოვეთ აზროვნება, ხედვა.....

• ლევანი

პოლიტიკა უკვე გარეულია მაგაში. ცოტათი თუ ტვინს აამუშავებთ მიხვდებით. მმართველი პარტიის წარმომადგენელი მართავს ფედერაციას, მეტი რა პოლიტიკა გინდათ?! სამწუხაროდ რუსული "დემოკრატიისგან" არც თუ ისე შორს ვართ, მენტალიტეტით, აზროვნებით, დემოკრატიული მოწყობის პრინციპების გაგებით და ა.შ.

• chabuka

მახო,ალბათ ძალიან ახალგაზრდა ხართ და არ გესმით რა არის ქვეყანა,ერი,დროშა,ჰიმნი.მაგ ბიჭების გამარჯვების წყალობით აწეულ დროშას და დაკრულ ჰიმნს მსოფლიო ფეხზე წამოუდგა მთელ საქართველოს და მათ შორის თქვენც.რასაც თქვენ წერთ ბოლო აბზაცში უმადურობა ჰქვია.იქნებ თქვენ გეცადათ და აგეწიათ ქართული დროშა და აგემღერებიათ ქართული ჰიმნი, თუ ასე იოლია.მე ნამდვილიდ გამიხარდებოდა!

• chabuka

ამ ბიჭებმა კიდევ ბევრჯერ უნდა ასახელონ საქართველო და გაახარონ ქართველი ერი.ქევხიშვილო მოძებნე ვაშკაცობა და გადადექი.ხალხი უფრო დაგაფასებს!

• krazana

აი თქვენი ქართული მენტალიტეტი და კიდევ სხვებზე ლაპარაკობთ...

• სოსო

ოღონდ ავთოს ძველებური ჭიდაობა მაჩვენა და ფედერაციის პრეზიდენტს კი არა, სპორტის მინისტრსაც ულაპარაკოდ გავიმეტებ გადასადგომად

• dato

პოლიტიკა რომ არ გაურიო, არ შეგიძლია?

• gigi

იმიტომ რომ ამათი მოსვლის შემდეგ ყველგან დიდი ლუკმა დაიდო და არამარტო ძიუდოში, ყველა მოსწრებაზეა_ მეტი შეჭამონ - შეიძლება ქევხიშვილსაც იგივე ამოძრავებს მე არ ვიცი, მაგრამ რო გამოდის ჭრიკი და ამბობს ბოლომდე ვერ ვიტყვიო, აბა ბრალი თუ არ წაუყენე და არ დაუმტკიცე ფაქტებით რატო გადადგება ქევხიშვილი გიჟი ხომ არ არის... რაღაცა მაგარი არეულია სიტუაცია ლიპო ამბობს ყველა წონის ბიჭები ჩვენ გვერდით არიანო, მე იმ გამოსვლაში ორი სამი მოქმედი მოჭიდავე დავინახე მეტი ვერა [ოქრუაშვილს აღარ ვთვლი მოქმედად] მოკლედ ვერ ვიგებ რა ხდება.

• JUDO

ხო კიდე, ვინც არ ვარჯიშობს, მაგ პერიოდის განმავლობაში ხელფასი არ მიცეთდაეგ ფული გადავუნაწილოთ ჭიათურის მარაროშიმომUშავე ხალხს. ან იქ დაღუპულტა ოჯახებს...

• ქომაგი

ძიუდოისტებო, მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა. ქვეყნის სიამაყენი ხართ!

• ნიკო

რაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში იმის მერე დაიწყო მსგავსი პრობლემები.

• jorj

პრობლემები არის რაც თანაც უამრავი ყველა მალავდა ამ დამალვამ ძალიან ცუდი საქმე გააკეთა სამწუხაროდ. კიდევ ვერ გავიგე მარტო ერთი მხარეა დამნაშავე? ყველა სპორტულ ფედერაციაშია პრობლემები საქართველოში მიღებული პრაქტიკაა მოაგვარონ პრობლემები დახლს ქვემოთ რომ საზოგადოებამ გულშემატკივრებმა არაფერი არ გაიგონ ზუსტად ესეთი მიდგომები აფუჭებს საქმეს. დიალოგი უნდა შედგეს უნდა გახდეს საჯარო რა ხდება არა მარტო ძიუდოში ყველა ფედერაციაში.

• JUDO

ეს ყველაფერი ამან ილაპარაკა თუ ცოლი კარნახობდა? ისე კი არ ივარგებს ასე ულტიმატუმების ენით მოლაპარაკე სპორტსმენებზე აყოლა. ცუდ შედეგს მოიტანს მომავლისთვის. პ.ს. რა ვიცი, შავდათუაშვილი და მარგველაშვილი კი წავიდნენ იაპონიაში სავარჯიშოდ ახლა. არც ღვინიაშვილი და თუშიშვილი იკლავს თავს ამათ გვერდზე დგომით. პ.პ.ს. ქევხიშვილი უნდა წავიდეს, მარა მანამდე დასასჯელი უნდა დაისაჯოს

• მახო

რადგან აქამდე მიხვედით და ამდენი აურზაური ატეხეთ---ზოგადი ფრაზებით ნუ იფარგლებით---ყველაფერს ვერ ვიტყვითო----ყველაზე ცუდი რამე თქვიით უკვე----აღარ ვივარჯიშებთო-და მაგაზე ცუდი რა უნდა იყოს---თქვიით რაც იცით და დაასაბუთეთ--მერე იქნება სიმართლე თქვენს მხარეს.ის რო თავისი ხარჯით წავიდა ლიპო--ეგ ერთი ფაქტია---სხვა ფაქტები სადაა??? და ნუ გგონიათ რომ რადგან ჩემპიონები გახდი5--ყველაფერი თავზე 7ნდა დაიმხოთ. ჩემპიონობის საკმაოდ მსუყე ლუკმები მოგცათ თქვენ სახელმწიფომ ჩემნაირი გადამხდელების ჯიბიდან.ისე რომ ნუ გვამადლით---დროშისა და ჰიმნის აწვა მოსმენას.

• saqsani

გადადგომასაც ვაშკაცობა და მენტალიტეტი სჭირდება, როგორც ეტობა ამ კაცში არის უკიდურესი პროვინციალიზმი, არც არის გასაკვირი.

• დათოს

არასწორი კაცი ხარ დათო ხარ თუ ვინა ხარ!!!!!!!! ქევხიშვილმა ჩააფლავა ძიუოდო და შენ კიდე ქევხიშვილს უდგები გვერდში და ამავე დროს უმადურიც ხარ, ჩვენი ძიუდოისტები ცამდე მართლები არიან და მე პირადად მათ გვერდში ვდგევარ.

• დათო

ან არ ამბობენ რა ხდება ან არცარაფერი ხდება. აი სხვა რომ გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი და შედეგი არ იყოს მერე???? ეზარებათ ვარჯიში!!!! ალბათ და შედეგიც არააა. უნდა აიღონ მაგალითი თედიაშვილებისნაირებიდან და შედეგიც იქნება.

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს

აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..