ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

თბილისის "ლოკომოტივმა" გორის "ჯიქს" 22:13 სძლია და 13 მაისს "მიხეილ მესხზე" ჩემპიონის ტიტულისთვის ქუთაისის "აიას" შეერკინება.

საქართველოს 9-გზის ჩემპიონი ფინალში ბოლოს ორი წლის წინ იყო, ოქროთი კი მკერდი 2010 წელს დაიმშვენა. "აიას" გადამწყვეტი მატჩი 2011 წლის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო ჩემპიონი 1995 წლის შემდეგ აღარ გამხდარა.

"ლოკომოტივი" მცირე ფინალში მოქმედ ჩემპიონს, "ჯიქს" შეხვდა და თამაშის საწყისი წუთები გორელების იყო. მათ ბურთზე კონტროლი დაამყარეს და სისწრაფის ხარჯზე ხაზი რამდენჯერმე გაჭრეს. "ლოკომოტივმა" საკუთარი ლელოს დაცვა მოახერხა, თუმცა ორჯერ დაჯარიმდა და მე-15 წუთამდე მამუკა ნინიძემ ორი ჯარიმა გაიტანა. მეორე შემთხვევაში თბილისელებმა სინბინით შალვა მამუკაშვილიც დაკარგეს, თუმცა თამაში რომ განახლდა, გიორგი ბეგაძემ გაიბრწყინა, ხაზი გაჭრა და შესანიშნავი პასით ლელო ლაშა ფოფხაძემ გაიტანა.

ბექა წიკლაურს, გარდასახვის გარდა, ჯარიმაც გაუფუჭდა და ტაიმი "ჯიქმა" 6:5 მოიგო. მეორე ტაიმი "ლოკომოტივის" შეტევებით დაიწყო, რასაც დიტო კიკნაძის სინბინი მოჰყვა და მალევე გიგა გაგოშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვის შესრულება რამაზ ხარაზიშვილმა ითავა და ანგარიში 12:6 გახადა. 55-ე წუთზე მანვე ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი 15:6 დააწინაურა.

"რკინიგზელები" არ მოდუნდნენ, წნეხი გააძლიერეს და 65-ე წუთზე უპირატესობა გაზარდეს. შერკინებით მიძალების შემდეგ ბურთი გაიშალა და გაგოშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახა. "ჯიქმა" გაიბრძოლა და რობერტ სუთიძემ 72-ე წუთზე ლელო გაქვითა, ხოლო ნინიძემ გარდასახა. დასკვნითმა წუთებმა გორელების შეტევებში ჩაიარა და ჯარიმით მატჩის გადარჩენის შანსიც გაუჩნდათ, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო, ანგარიში აღარ შეცვლილა და "ლოკომოტივმა" 22:13 იმარჯვა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს