უკვე ლიგიდან გავარდნილი "კიოლნი" უკვე გაჩემპიონებულ "ბაიერნს" მასპინძლობდა. ამ მატჩში განსაკუთრებული ინტრიგა არ არსებობდა, მაგრამ მოვლენები საკმარისად იყო.
მაგალითად, მიუნხენელთა მცველმა ნიკლას ზიულემ მესამე ავტოგოლი გაიტანა ამ სეზონში. საკუთარ კარში ასეთი შედეგიანობა ბუნდესლიგის ისტორიაში მხოლოდ მანფრედ კალტცს ჰქონდა 40 წლის წინ.
უიღბლო ზიულემ თავისი ავტოგოლით გამოაცოცხლა მისი პარტნიორები და "ბაიერნმა" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თომას მიულერმა ჩემპიონატში შედეგიანი გადაცემების რაოდენობა 15-მდე აიყვანა, რობერტ ლევანდოვსკიმ კი ზედიზედ მესამე სეზონში გაიტანა 40 გოლი.
05.05.18. კიოლნი - ბაიერნი 1:3
"დორტმუნდს" რჩებოდა მეორე ადგილზე გასვლის შანსი, მაგრამ კატასტროფული დებიუტი ჰქონდა შინ "მაინცის" წინააღმდეგ - ორ სწრაფ გოლს მასპინძლებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს და დღე გაუფუჭეს რომან ვაიდენფელერს.
ვეტერანი მეკარე ასრულებს კარიერას და სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაემშვიდობა ყვითელ-შავ ტრიბუნებს.
05.05.18. ბორუსია (დ) - მაინცი 1:2
პარალელურ მატჩში "დორტმუნდის" საძულველმა მტერმა "შალკემ" თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. გელზენკირხენელებმა ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს მეორე ადგილი - პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდებიან.
სიმბოლურია, რომ კლუბის 113-ე დაბადების დღეზე დუბლი შეასრულა "შალკეს" აღზრდილმა კერერმა - ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა.
ძალიან დაიძაბა ბრძოლა მეოთხე ადგილისთვის და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურისთვის. "ჰოფენჰაიმი" ვერ გაუმკლავდა ვეტერან გომესს და მეოთხე ადგილი იმის წყალობით შეინარჩუნა, რომ "ლევერკუზენმა" ბრემენში ვერ მოიგო უდიდესი უპირატესობის მიუხედავად. ქულების ერთნაირი რაოდენობის შემთხვევაში, "ჰოფენჰაიმს" უპირატესობა აქვს "ლევერკუზენთან".
ამ ორი გუნდის წაფორხილებამ საშუალება მისცა "ლაიპციგს", კონკურენტებთან ორ ქულამდე შეემცირებინა სხვაობა. ახლა, "ხარებმა" დასკვნით ტურში აუცილებლად უნდა მოუგონ სტუმრად "ჰერტას", "ლევერკუზენმა" და "ჰოფენჰაიმმა" კი უნდა წააგონ საკუთარ მოედანზე, შესაბამისად, "ჰანოვერთან" და "დორტმუნდთან". ასეთი სცენარი თითქმის წარმოუდგენელი ჩანს.
ფაქტები
"დორტმუნდმა" შეწყვიტა შინ 9-მატჩიანი წაუგებელი და 4-მატჩიანი მოგებათა სერია.
"დორტმუნდი" 16 დეკემბრის შემდეგ შინ პირველად დამარცხდა.
"მაინცმა" ბოლო 4 მატჩში მესამედ მოიგო და ბოლო 6 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
"ლაიპციგმა" შეწყვიტა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია.
"ვოლფსბურგმა" ზედიზედ მესამედ წააგო.
"მგლებს" ბოლო 13 მატჩში ერთი, ხოლო ბოლო 19 მატჩში ორი მოგება აქვთ.
ტიმო ვერნერმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა "ლაიპციგის" რიგებში.
"ლაიპციგის" ფორვარდმა ოგუსტენმა პირველად გაიტანა ბუნდესლიგაში ორთვიანი პაუზის შემდეგ.
"ბაიერნმა" ზედიზედ მეექვსედ მოიგო.
"კიოლნს" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
ზიულემ მესამე ავტოგოლი გაიტანა სეზონში - ყველაზე მეტი ბუნდესლიგაში.
ლევანდოვსკიმ 150-ე გოლი გაიტანა ოფიციალურ მატჩებში "ბაიერნის" მაისურით. პოლონელს ამისთვის 193 მატჩი დასჭირდა.
"ლევერკუზენმა" ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო.
"ვერდერს" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
"ვერდერი" შინ 12 მატჩია არ აგებს. ეს სერია 19 ნოემბრიდან იღებს სათავეს.
"ვერდერის" მეკარე ირჟი პავლენკამ სეზონში მერვედ შეინახა კარში "მშრალად".
"ლევერკუზენმა" სეზონის პირველ 20 მატჩში შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა, მაგრამ მომდევნო 13 მატჩში რვაჯერ დატოვა მოედანი უგოლოდ.
"გლადბახს" ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
"გლადბახმა" ზედიზედ მესამედ მოიგო შინ.
"გლადბახს" "ფრაიბურგთან" საკუთარ მოედანზე 14 მატჩია არ წაუგია.
"ფრაიბურგს" ბოლო 10 მატჩში ერთი მოგება აქვს.
"ფრაიბურგი" სტუმრად 10 მატჩია, მოუგებელია.
შეწყდა "აინტრახტის" 5-მატჩიანი მოუგებელი და 3-მატჩიანი წაგებათა სერია.
"აინტრახტს" ბოლო 10 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
"შალკეს" ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
"აუგსბურგმა" ბოლო 6 საშინაო მატჩში მეხუთედ წააგო.
"შალკემ საჯარიმოდან 24-ე გოლი გაიტანა - ყველაზე მეტჯერ ბუნდესლიგაში.
"აუგსბურგს" "შალკესთან" ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს (5 ფრე, 8 წაგება).
"შალკეს" მცველმა ნალდომ 350-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
"ჰერტას" ფორვარდმა ზელკემ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.
შეწყდა "ჰოფენჰაიმის" 9-მატჩიანი წაუგებელი და 3-მატჩიანი მოგებათა სერია.
"შტუტგარტმა" ზედიზედ მესამედ მოიგო, თან გოლი არ გაუშვია საკუთარ კარში.
"შტურგარტი" შინ შვიდი მატჩია არ მარცხდება და ამ სერიისას მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.
მეორე წრეში მხოლოდ "ბაიერნს" (43 ქულა) აქვს აღებული "შტუტგარტზე" (31) მეტი ქულა.
მარიო გომესს 8 გოლი დაუგროვდა ზამთარში "შტუტგარტში" დაბრუნების შემდეგ. 32 წლის ფორვარდი 71 გოლით "შტუტგარტის" მეექვსე ფორვარდი გახდა ისტორიაში, 163 გოლით კი ბუნდესლიგის ყველა დროის სიაში მე-11 ადგილზე გადავიდა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს გაუთანაბრდა.
ბუნდესლიგა. XXXIII ტური
დორტმუნდი-მაინცი 1:2
გოლები: 0:1 ბაკუ (5), 0:2 მუტო (13), 1:2 ფილიპი (16)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, თოფრაქი (38. შმელცერი), პაპასტატოპულოსი, აკანჯი - ვაიგლი გიოტცე (79. იარმოლენკო) - პულიშიჩი (56. შიურლე), როისი, სანჩო - ფილიპი.
ლაიპციგი-ვოლფსბურგი 4:1
გოლები: 1:0 ლუკმანი (24), 2:0 ვერნერი (34), 2:1 დიდავი (47), 3:1 ლუკმანი (52) 4:1 ოგუსტენი (63)
ლაიპციგი: გულაში - ბერნარდო (69. ლემერი), კონატე, უპამეკანო, კლოსტერმანი - კაიზერი (89. შმიტცი), დემე, კამპლი, ლუკმანი - ოგუსტენი (67. პოულსენი), ვერნერი.
კიოლნი-ბაიერნი 1:3
გოლები: 1:0 ზიულე (30-საკ. კარში), 1:1 ხამეს როდრიგესი (59), 1:2 ლევანდოვსკი (61), 1:3 ტოლისო (78)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, რაფინია - რუდი, ხავი მარტინესი - მიულერი (74. ტოლისო), ხამეს როდრიგესი, ევინა (46. ტიაგო ალკანტარა) - ლევანდოვსკი (77. ვაგნერი).
ვერდერი-ლევერკუზენი 0:0
ლევერკუზენი: ლენო - იედვაი, რეტსოსი, ბაუმგარტლინგერი, ვენდელი (70. ჰენრიხსი) - კორი (72. ალარიო), არანგისი - ბრანდტი, ჰაფერცი, ბეილი (81. ბელარაბი) - ფოლანდი.
გლადბახი-ფრაიბურგი 3:1
გოლები: 1:0 აზარი (18), 2:0 ელვედი (57), 2:1 კლაინდინსტი (60), 3:1 დრმიჩი (64)
აინტრახტი-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 ვოლფი (31), 2:0 მასკარელი (77), 3:0 მაიერი (90+1)
აუგსბურგი-შალკე 1:2
გოლები: 0:1 კერერი (23), 1:1 მაქსი (27), 1:2 კერერი (34)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - შიოპფი, გორეტცკა, მაკენი, კალიჯური - ბურგშტალერი (89. ტოიხერტი), კონოპლიანკა (84. ოშჩიპკა), დი სანტო.
ჰანოვერი-ჰერტა 3:1
გოლები: 1:0 ჰარნიკი (4), 2:0 სანე (40), 3:0 ფიულკრუგი (42), 3:1 ზელკე (73)
შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 2:0
გოლები: 1:0 გომესი (25), 2:0 გომესი (74)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - აკპოგუმა, ფოგტი, ნორდტვეიტი (50. შალაი) - რუპი (22. ცული), გრილიტში, ამირი, ცუბერი (67. ჰაკი), შულცი - კრამარიჩი, უტი.
გაძევება: ასკასიბარი (65. შტუტგარტი)
ბომბარდირები: 29 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი); 13 - მიხაელ გრეგორიტში (აუგსბურგი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), სანდრო ვაგნერი (ბაიერნი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
12 მაისი: ბაიერნი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი, ჰერტა-ლაიპციგი, ვოლფსბურგი-კიოლნი, მაინცი-ვერდერი, ლევერკუზენი-ჰანოვერი, ჰამბურგი-გლადბახი, ფრაიბურგი-აუგსბურგი, შალკე-აინტრახტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ