ლა ლიგაში ორი გამოტოვებული მატჩია. "ბარსელონა" "ვილიარეალს" უმასპინძლებს და ეცდება, დაუმარცხებელი სერია (სულ 42 მატჩი წინა სეზონიდან მოყოლებული) გააგრძელოს.

არ ითამაშებს "ელ კლასიკოს" დროს გაძევებული სერხი რობერტო. ჭარბი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულია "ვილიარეალის" მცველი ანტონიო რუკავინაც.

ამ გუნდის მოტივაცია ევროპალიგის ზონაში ადგილის შენარჩუნებაა, რაც არ უნდა გაუჭირდეს სატურნირო მდგომარეობიდან და იქიდან გამომდინარეც, რომ ზედიზედ 3 თამაში მოიგო და კარგ ფორმაშია.

ამას გარდა, "ბარსელონას" დაცვას მკაცრი მეურვეობის ქვეშ უნდა ჰყავდეს კარლოს ბაკა, ვინც ბოლო 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

"რეალის"ფიქრები ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის კიევურ ფინალს დასტრიალებს. მართალია, იქამდე ორ კვირაზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ზინედინ ზიდანის მთავარი საზრუნავი ის არის, რომ შეგირდები ფორმის პიკზე აიყვანოს და თან ტრავმებიც აიცილოს.

"ელ კლასიკოს" დროს დაშავდა კრიშტიანო რონალდო, თუმცა გუშინ გაცხადდა, რომ "რეალის" ფანებს სადარდებელი არ აქვთ - "თეთრების" უმთავრესი ვარსკვლავი მხოლოდ ერთ კვირას დაისვენებს.

თუმცა ტრავმირებულთა სია ამით არ შემოიფარგლება - მხარი აწუხებს ისკოს, დანი კარვახალს კი კუნთი აქვს დაჭიმული. ეს ფეხბურთელები არ იქნებიან "სანჩეს პისხუანის" დღევანდელ დაპირისპირებაში, ისევე, როგორც გარეთ ბეილი, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

"რეალისგან" განსხვავებით, "სევილია" მოტივირებულია - ანდალუსიელები ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან. ხოაკინ კაპაროსის თავკაცობით, "სევილიამ" პირველივე თამაში მოიგო (1:0 "სოსიედადთან") და ეჭვი არ არის, "რეალთანაც" თავს გადადებს.

ფაქტები

"ბარსელონამ" ბოლო 29 საშინაო მატჩიდან 27-ში, სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

"ბარსელონასა" და "ვილიარეალს" შორის "კამპ ნოუზე" ბოლო 7 დაპირისპირებიდან თითოეულში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ბარსელონა" დაუმარცხებელია "ვილიარეალთან" ბოლო 19 დაპირისპირებაში.

"სევილიამ" "რეალი" შინ უკანასკნელად წინა ჩემპიონატში, 2017 წლის 15 იანვარს დაამარცხა (2:1).

"რეალმა" "სევილიას" წინა ორი დაპირისპირება საერთო ანგარიშით 9:1 მოუგო.

"სევილიასა" და "რეალს" შორის " ბოლო 10 დაპირისპირებიდან თითოეულში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა (საშუალოდ 4.8 გოლი მატჩში).

ლა ლიგა. გამოტოვებული ტური

ოთხშაბათი, 9 მაისი

ბარსელონა-ვილიარეალი 22:00

სევილია-რეალი 23:30

ბომბარდირები: 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
ხოაკინ კაპაროსი: თავს სომეხად ვგრძნობ
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
ხოაკინ კაპაროსი: თავს სომეხად ვგრძნობ
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
კაპაროსი საქართველოს ნაკრებთან მატჩზე: ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო
[VIDEO] "ბარსამ" "კამპ ნოუ" გააბრაზა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხოაკონ კაპაროსი: მაკედონიასთან წაგება საქართველოს ნაკრებზე გავლენას არ მოახდენს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
ხოაკინ კაპაროსი: ჩემი ფეხბურთელები სიამაყით თამაშობდნენ
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
B დივიზიონიდან გავარდნილი სომხეთის ნაკრები ისევ უმწვრთნელოდაა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება