ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"რეალმა" "ბარსასკენ" გაისეირნა

"რეალმა" "ბარსასკენ" გაისეირნა

მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2003 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ

ტოტენჰემი-რეალი 0:1 (0:4)

მაშ ასე: ფეხბურთის გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში საოცნებო წყვილი მივიღეთ: „რეალი“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ! მადრიდელებს „ტოტენჰემი“ საკუთარ მოედანზე 4:0 ჰყავდათ დამარცხებული და ინგლისური კლუბი „უაით ჰართ ლეინზეც“ (მართალია, მოკრძალებული ანგარიშით, 1:0, მაგრამ მაინც) დაამარცხეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2003 წლის შემდეგ, „სამეფო გუნდი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. იმასაც გაგახსენებთ, რომ მაშინ „რეალს“ ფინალისკენ მიმავალი გზა ტურინის „იუვენტუსმა“ გადაუკეტა.

მატჩის წინ

„ტოტენჰემის“ თავკაც ჰარი რედნაპს ტაქტიკა არ შეუცვლია და გუნდი ისევ 4-4-1-1-ით ათამაშა. დისკვალიფიცირებული პიტერ კრაუჩის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში რომან პავლიუჩენკო ვიხილეთ, ჯერმეინ დეფო კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ხოლო ნახევარდაცვის ცენტრში, რედნაპმა სანდრო ჰადლსტოუნით შეცვალა.

მადრიდელთა მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კი უდიდეს რისკზე წავიდა, როცა კარვალიოს, რამოსისა და ალბიოლის სახით, სასტარტოში სამი ისეთი ფეხბურთელი ათამაშა, რომლებსაც უკვე მიღებული ჰქონდათ გაფრთხილებები და ყვითელი ბარათები გუშინწინაც რომ დაემსახურებინათ, „ბარსელონასთან“ პირველ შეხვედრაში დისკვალიფიცირებულები იქნებოდნენ. სამიდან მხოლოდ კარვალიოს არ გაუმართლა, რომელიც „ბარსელონასთან“ პირველ მატჩს გამოტოვებს.

აი, პეპემ კი, სწორედ ამ შევხედრით მოიხადა დისკვალიფიკაცია და „ბარსასთან“ მოედანზე გასვლა შეეძლება. რაც შეეხება ანხელ დი მარიას - ჟოზემ არგენტინელი

სკამზე დატოვა და ამის ნაცვლად, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე მარსელო ათამაშა.

რეაქციები

ჟოზე მოურინიო („რეალის“ მწვრთნელი): „მე ყველა თამაშის მოგება მინდა და ფეხბურთელებსაც ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ სამბურთიანი სხვაობით წაგებაც არაფერს გვავნებს, „ტოტენჰემს“ სტუმრადაც უნდა მოვუგოთ-მეთქი. ჩვენ ვერავის ვერაფერს ვაჩუქებთ, მათ შორის, „ტოტენჰემსაც“. ახლა, „ბარსელონასთან“ ოთხი უმძაფრესი ბრძოლა გველის. „ბარსა“ გენიალური გუნდია და ხშირად მაშინაც იგებს, როცა ცუდად თამაშობს. ფინალში გვინდა, „ბარსელონა“ უნდა გავაგდოთ!“

სამი ხედირა (რეალი): „ბარსელონასთან“ ზედიზედ ოთხი დუელი უდიდესი გამოწვევაა - ჩვენც სწორედ ეს გვინდოდა. ესპანეთის ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად აღარ გვაქვს. ამიტომაც, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“

Top ფეხბურთელი

ჩაბი ალონსო (რეალი)

მსოფლიოს ჩემპიონმა ამ მატჩშიც დაამტკიცა, რომ „რეალისთვის“ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ჩაბო ალონსომ მოედნის ცენტრში ყველა ხვრელი იდეალურად გადაკეტა და ხშირად, მესამე ცენტრალური მცველის რანგში გვევლინებოდა, განსაკუთრებით კი მოდრიჩი გაამწარა. ესპანელი საყრდენს იდეალურად ახასიათებს მე-60 წუთზე დაფიქსირებული მომენტი: ჰადლსტოუნმა მას უნებურად სახეში მოარტყა და ალონსოს ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა, მიუხედავად ამისა, მან ბოლომდე იბრძოლა, ბეილს ფეხებში სუფთად ჩაუვარდა და ბურთი აართვა.

Flop ფეხბურთელი

გომეში (ტოტენჰემი)

ვერ ვიტყვით, რომ „ტოტენჰემის“ მეკარეს ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ კრიშტიანო რონალდოს გოლის მომენტში ისეთი შეცდომა დაუშვა, ეს საკმარისი გახდა, რომ მატჩის Flop ფეხბურთელად დაგვესახელებინა. „ტოტენჰემს“ მასზე უკეთესი მეკარე რომ ჰყოლოდა, ნახევარფინალში მაინც ვერ გავიდოდა, მაგრამ გომეშმა ამ მატჩს უმცირესი ინტრიგაც მოუსპო.

მსაჯი

იტალიელმა ნიკოლა რიცოლიმ ძალიან კარგად იმსაჯა, მისი ყველა გადაწყვეტილება მართებული გახლდათ.

ანალიზი

შეხვედრის წინ მხოლოდ „ტოტენჰემის“ უკიდურესად ოპტიმისტ ფანებს ჰქონდათ იმის იმედი, რომ ინგლისური კლუბი „რეალის“ ბარიერს მაინც გადალახავდა, მაგრამ მოურინიოს გუნდმა მათ იმედის ნაპერწკალი პირველივე წუთებში ჩაუქრო. „რეალმა“ ძალიან კარგად დაიწყო, „ტოტენჰემს“ კი, აზრზე მოსასვლელად დაახლოებით ათი წუთი დასჭირდა. მადრიდელებმა ტემპს უკლეს და მხოლოდ იმაზე დაიწყეს ზრუნვა, რომ ინგლისელები მათ საჯარიმოს ვერ მიახლოვებოდნენ. რედნაპის გუნდი თავის შანსს მეტწილად ფლანგებიდან ეძებდა, სადაც ბეილი და ლენონი აქტიურობდნენ.

მაგრამ „ტოტენჰემს“ ცენტრში კრეატიულობა აკლდა - მოდრიჩი ალონსოს სახით „საიმედო ხელში“ იყო და ვან დერ ვაარტიც არ ჩანდა. მადრიდელები თამაშს აკონტროლებდნენ.

მეორე ტაიმში რედნაპმა ლენონის ნაცვლად მოედანზე დეფო შეუშვა და 4-4-2-ზე გადაერთო, მაგრამ „ტოტენჰემმა“ მაინც ვერაფერი გააწყო - თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შორეულ დარტყმას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „მილანის“ გამგდებმა „ტოტენჰემმა“ „რეალს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა