კრაფტი და ოტლი კობიაშვილთან, აიევი მიუნხენში?

დიდი შანსია, რომ „ბაიერნს“ კვირას, „ლევერკუზენთან“ უმნიშვნელოვანეს მატჩში ბასტიან შვაინშტაიგერი დააკლდეს. რეკორდმაისტერის ერთ-ერთმა ლიდერმა გუშინდელ ვარჯიშზე, არიენ რობენთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და ექიმებს ეჭვი ეპარებათ, კვირამდე გამოჯანმრთელება მოასწროს, მაგრამ პირობას დებენ, რომ შვაინის ფეხზე დასაყენებლად ყველაფერს გააკეთებენ.

შვაინშტაიგერის არყოფნა „ბაიერნისთვის“ სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან დროებითი მწვრთნელი ანდრის იონკერი „ლევერკუზენთან“ ისედაც ორ წამყვან ფეხბურთელს ვერ გამოიყენებს: არიენ რობენი და ჰოლგერ ბადშტუბერი დისკვალიფიცირებულები არიან.

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგები უკვე დარწმუნებით წერენ, რომ ახალგაზრდა მეკარე თომას კრაფტი ზაფხულში „ბაიერნს“ დატოვებს. ცნობა გუშინ „ზუდდოიჩე ცაითუნგმა“ საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ კრაფტი სავარაუდოდ ბერლინის „ჰერტაში“ გადავა და ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი გახდება - როგორც იცით, კობის გუნდი მეორე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და ელიტაში ბრუნდება. კრაფტის გარდა, „ჰერტას“ ხელმძღვანელები „ბაიერნის“ საყრდენ ნახევარმცველ ანდრეას ოტლსაც ეპატიჟებიან.

ამავდროულად, მიუნხენელები ახალი ფეხბურთელების ყიდვაზე ზრუნვას აგრძელებენ და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, თვალი

ანდრე აიევს უკვე ძალიან სერიოზულად დაადგეს. „მიუნხენერ თაგესცაითუნგის“ ცნობით, რეკორდმაისტერის მესვეურებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები მარსელის „ოლიმპიკთან“ - 21 წლის აიევი სწორედ ფრანგული გრანდის ღირსებას იცავს. გაირკვა ისიც, რომ „ოლიმპიკი“ აიევს 12 მილიონ ევროდ აფასებს. „თაგესცაითუნგის“ ცნობით, ბავარიულ გრანდს მისი შეძენა ყოფილმა ფეხბურთელმა, ვილი სანიოლმა ურჩია, რომელიც საფრანგეთში „ბაიერნის“ სკაუტად მუშაობს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა