ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გამორჩეულად საინტერესო - "დინამო"-"ოლიმპი"

გამორჩეულად საინტერესო - "დინამო"-"ოლიმპი"

ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ!
წინა ტურს "განსაკუთრებული" ვუწოდეთ, ახლაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, და რომ არ განვმეორდეთ, მოდი, "გამორჩეულად საინტერესო" დავარქვათ დღევანდელ შეხვედრებს.

თუმცა, წინა ტურის მსგავსად, ამჟამადაც ერთი ისეთი მატჩი გველოდება, ყველა დანარჩენს რომ გადაწონის: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ! თანაც, არ დაგვავიწყდეს ერთი, მაგრამ "აშკარად" არცთუ უმნიშვნელო ფაქტორიც: რუსთავის "ოლიმპი" იმ იშვიათ გუნდთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთანაც ურთიერთდაპირისპირებაში "დინამოს" დადებითი ბალანსი არ გააჩნია...

აბსოლუტური თანაფარდობა

"დინამოსა" და "ოლიმპის" დაპირისპირებები სათავეს 2006 წლიდან იღებს; ამ ხუთი წლის განმავლობაში დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს თოთხმეტჯერ შეხვედრიან და, ფაქტობრივად, აბსოლუტური თანაფარდობაა: "დინამომ" და "ოლიმპმა" ხუთ-ხუთი მატჩი მოიგეს, ოთხი შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა (ერთადერთი, მხოლოდ ბურთების სხვაობაში აქვს "დინამოს" უპირატესობა - 14-10).

ისე, ძალთა თანაფარდობა მხოლოდ ამ სეზონში დამყარდა, თორემ XXII ჩემპიონატამდე "დინამოს" ჰქონდა უპირატესობა, - შეგახსენებთ, რომ მიმდინარე გათამაშებაში "ოლიმპმა" ორჯერ აჯობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს (ორივეჯერ, ერთნაირი ანგარიშით - 1:0), მესამე მატჩი კი ფრედ (1:1) დასრულდა. არადა, "დინამო" თუ დღესაც ვერ შეძლებს "ოლიმპის" დამარცხებას, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ერთი სეზონის განმავლობაში ვერც ერთხელ შეძლო თავის უხერხულ მეტოქესთან გამარჯვება.

დღევანდელი მატჩის სატურნირო მნიშვნელობაზე ცალკე ვისაუბრებთ, მანამდე კი "დინამო"-"ოლიმპის" ურთიერთდაპირისპირების სხვა საინტერესო დეტალები გავიხსენოთ. მოდი, ჯერ ის ფეხბურთელები ვახსენოთ, დღეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ რომ შეიძლება ვიხილოთ: "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, სხვადასხვა დროს "ოლიმპის" ღირსებას რომ იცავდა (გიორგი კახელიშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, თემურ ღონღაძე, გივი კვარაცხელია); ეგ კი არა, "დინამოს" ახალწვეულთაგან, უდავოდ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულს ზურაბ არზიანს, ვიდრე რუსეთში გაემგზავრებოდა წლების წინ, საქართველოს ჩემპიონატში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული "ოლიმპის" შემადგენლობაში.

თავის მხრივ, რუსთაველთა გუნდშიც არიან ისეთი ფეხბურთელები, ასევე სხვადასხვა დროს "დინამოში" რომ ასპარეზობდნენ: ზურაბ ბათიაშვილი, რევაზ ქემოკლიძე, გიორგი ჭელიძე, გიორგი ქავთარაძე. სხვათა შორის, გივი კვარაცხელიამ და თემურ ღონღაძემ გასულ სეზონში "ოლიმპის" ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მაგრამ მიზეზთა გამო რუსთავული გუნდიდან წამოსვლამ მოუწიათ და დღესდღეობით "დინამოს" ღირსებას იცავენ. თანაც, კვარაცხელია თუ XXII ჩემპიონატის დაწყების წინ დაუბრუნდა თავის პირველ გუნდს, ღონღაძემ ამ სეზონის პირველი ეტაპი "ოლიმპის" შემადგენლობაში ჩაატარა.

დღევანდელ მეტოქეთა ურთიერთდაპირისპირებებს ვიხსენებთ და ისიც ვთქვათ, რომ თითქმის ყველა შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა. ისეთი სიტუაციებიც გვინახავს, როცა სწორედ "დინამოსა" და "ოლიმპის" დაპირისპირებაში გამოვლენილა საქართველოს ჩემპიონი; აღარაფერს ვამბობთ უშუალოდ მატჩების დროს მომხდარ სკანდალებსა თუ შეხვედრის შემდეგ გაგრძელებულ "საქმის გარჩევებზე", - აი, თუნდაც სულ პირველი დაპირისპირების დროს რომ მოხდა. ჰო, აი, გუნდი-გუნდზე რომ ჩხუბობდა, მსგავსი "მასშტაბის" არც მანამდე და არც მერე აღარ გვინახავს; 2006 წლის 29 ოქტომბრის მატჩში, თბილისის "დინამო" პირველად რომ დაუპირისპირდა რუსთავის "ოლიმპს", ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ამბები ხდებოდა, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია...

სამწვრთნელო ფაქტორი

"დინამოსა" და "ოლიმპის" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ სამწვრთნელო ფაქტორსაც; რაღა შორს მივდივართ: "დინამოს" მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას ამ სეზონში სამ სხვადასხვა კოლეგასთან მოუწია პაექრობამ! პირველი წრის შეხვედრაში, "ოლიმპის" გამარჯვებით რომ დასრულდა (ერთადერთი გოლი გიორგი რეხვიაშვილმა გაიტანა), რუსთაველთა გუნდს თემურ მახარაძე თავკაცობდა; მეორე წრის დრამატულ მატჩში (დინამოელი ირაკლი ლეკვთაძის გოლს შეხვედრის ბოლო წუთზე რევაზ გეწაძემ თავის "საფირმო" საჯარიმო დარტყმით რომ უპასუხა) "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე გახლდათ; აი, მესამე წრის მატჩში კი, როცა "ოლიმპმა" პირწმინდად დაჩაგრა ტიტულიანი მეტოქე (ერთადერთი გოლი გუნდის ახალწვეულმა ირაკლი მაისურაძემ გაიტანა), რუსთაველთა გუნდს თორნიკე მაისურაძე მოძღვრავდა. თუმცა, რატომ გვიკვირს: იმის მერე, რაც "ოლიმპი" დაარსდა, ამ კლუბში სამწვრთნელო გადაადგილებები ხომ ყოველთვის ჩვეულებრივ ფაქტად აღიქმებოდა ხოლმე.

აი, ზემოთ ხომ ვახსენეთ, "დინამოსა" და "ოლიმპს" დღემდე 14 მატჩი აქვთ ჩატარებულიო, ამ დროის განმავლობაში რუსთავულ გუნდში ცხრა სპეციალისტი მუშაობდა: თემურ მახარაძე (4 მატჩი "დინამოს" წინააღმდეგ), ვარლამ კილასონია (3), გიორგი კიკნაძე, რევაზ ძოძუაშვილი, ანატოლი პისკოვეცი, ხვიჩა ქასრაშვილი, ოთარ კორღალიძე, რამაზ მუმლაძე, თორნიკე მაისურაძე (ყველას-თითო-თითო).

აი, "დინამოში" კი ამ მხრივ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა და ხუთი წლის განმავლობაში "ოლიმპის" წინააღმდეგ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ სამ მწვრთნელს გამოუყვანია: კახა კაჭარავას (8 მატჩი), დუშან უჰრინს (4), რაინერ ცობელს (2).

სატურნირო მოტივაცია

ბოლო წლების ორი წარმატებული გუნდის დაპირისპირების წინ სიტყვა "მოტივაცია", ერთი შეხედვით, შესაძლოა უადგილოდაც ჟღერდეს. ბოლოს და ბოლოს, "დინამოს" ხომ ნებისმიერი სეზონის დაწყების წინ "მარადიული ფავორიტის" სტატუსი აქვს, "ოლიმპი" კი განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ბრინჯაოს პრიზიორი და ერთხელაც მეოთხე ადგილს დასჯერდა. აქედან გამომდინარე, ზემოთნახსენები ძალთა თანაფარდობაც აღარავისთვის უნდა იყოს გასაკვირვი; მით უფრო, როცა დღევანდელი მეტოქეები კვლავაც უნდა განვიხილოთ როგორც ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატები.

ჰო, ვინც რა უნდა თქვას, სეზონის ბოლომდე ხომ შვიდი ტურია დარჩენილი და ის ფაქტი, რომ "ოლიმპი" სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ზესტაფონს", ჯერ არაფერს ნიშნავს, - ბოლოს და ბოლოს, მომდევნო ტურში ხომ სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. ლიდერთან "დინამოს" ჩამორჩენაც, ერთი შეხედვით, კატასტროფულად უნდა შეფასდეს (ათი ქულა), მაგრამ ორი გამოტოვებული მატჩიც არ დაგვავიწყდეს და ის ფაქტიც, დღეის შემდეგ კონკურენტებთან ბევრად ხელსაყრელი კალენდარი სწორედ კახა კაჭარავას გუნდს რომ აქვს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს უმთავრესიც არ უნდა დაავიწყდეთ: მართალია, გუნდი მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც არის კონკურენტებზე დამოკიდებული, მაგრამ "თავისი" მატჩები "უსიკვდილოდ" უნდა მოიგოს.

აქვე, ბარემ დანაკლისზეც ვთქვათ და ამ შემთხვევაშიც დღევანდელი მეტოქეები, ფაქტორივად, ერთნაირ მდგომარეობაში არიან: დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და გარემარბი გიორგი კახელიშვილი ვერ დაეხმარება, ამავე მიზეზით "ოლიმპს" მარჯვენა მცველი გიორგი მურველაშვილი (რომლის ჩინებულ ფლანგურ რეიდსაც მოჰყვა კიდეც მესამე წრის შეხვედრაში ირაკლი მაისურაძის საგოლე დარტყმა) და საყრდენი ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე დააკლდებათ.

დაბოლოს, უკვე "დაჩვეულ" სასიამოვნო ამბავზეც: ისე როგორც წინა ტურში, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით დღევანდელი საინტერესო მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი 18 საათზე დაიწყება!

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია