იტალიურ კურმაიერში, ვეტერან მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე 20 ქვეყნის 101 წარმომადგენელი მონაწილეობდა

იტალიურ კურმაიერში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 20 ქვეყნის 101 წარმომადგენელი მონაწილეობდა. გუშინ ბოლო მე-9 ტურის პარტიები გაიმართა.

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი თეთრი ფიგურებით იტალიელ როსინოსთან დამარცხდა, თუმცა ამ წაგებით მისმა კონკურენტებმა ვერ ისარგებლეს: რუსი გალინა სტრუტინსკაია ლიტველ ალგიმანტას ბუტნორიუსს დანებდა, ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი) ქენეთ ნორმანს (ინგლისი) დაუზავდა, თამარ ხმიადაშვილმა პაოლო კოლომბოს (იტალია) აჯობა. ამდენად, 9 ტურის შემდეგ გაფრინდაშვილმა, სტრუტინსკაიამ, ხმიადაშვილმა და ფატალიბეკოვამ 5,5-5,5 ქულა მოაგროვეს. კოეფიციენტით პირველი-მეოთხე ადგილებით სწორედ ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა: გაფრინდაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა, სტრუტინსკაიას და ხმიადაშვილს, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო ერგოთ.

საგულისხმოა, რომ ნონა გაფრინდაშვილს 3 მაისს 70 წელი უსრულდება. საიუბილეოდ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა კარიერის განმავლობაში მოხვეჭილ ტიტულებს, მედლებსა და პრიზებს ორი იტალიური ჯილდოც შემატა (ამ შეჯიბრებამდე მან სწრაფ ჭადრაკში ევროპის პირველობის ვერცხლის მედალი დაიმსახურა).

რაც შეეხება მამაკაცთა ტურნირს, ყველას რუმინელმა მიხაი შუბამ აჯობა. გუშინ იგი სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე გენადი ტიმოშჩენკოს დაუზავდა და 7,5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ტიმოშჩენკოს 7 ქულა მოუგროვდა, ანუ იმდენივე, რამდენიც ალექსანდრ ვიკულოვის (რუსეთი) მძლეველ ვლადიმირ ოხოტნიკს (საფრანგეთი) და ვიქტორ კუპრეიჩიკის მჯობნ მაიკლ პერეცს (ისრაელი). ვერცხლი ოხოტნიკმა დაისაკუთრა, მესამე ადგილი ტიმოშჩენკოს ხვდა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა