საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც ქართული რაგბი პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა, საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებულის ბედი ორი ფლაგმანის - ქუთაისის ‘აიასა’ და თბილისის ‘ლოკომოტივის’ წყდებოდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც ქართული რაგბი პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა, საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებულის ბედი ორი ფლაგმანის - ქუთაისის ‘აიასა’ და თბილისის ‘ლოკომოტივის’ წყდებოდა.

პირველი ორი ფინალი, 1990 და 1991 წლებში ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 1992 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული ‘ლოკომოტივმა’ მოიპოვა. მას შემდეგ ‘აიამ’ ფინალში’ კიდევ ორჯერ ითამაშა, ‘ლოკომოტივმა’ 9-ჯერ, მაგრამ 26 წლის შემდეგ, ეს გუნდები გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

1993-1996 წლებში, საქართველოს ჩემპიონი რეგულარული სეზონის შედეგად ირკვეოდა (ფლეი ოფების და ფინალის გარეშე) და ‘აიამ’ განვლილ 27-წლიან ისტორიაში ოქროს მედლები 3-ჯერ დაისაკუთრა, სამჯერ კი მეორე ადგილს დასჯერდა. ‘ლოკომოტივმა’ ჩემპიონის თასი ქართულ კლუბებს შორის ყველაზე მეტჯერ, 9-ჯერ შემართა და 4-ჯერ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ფინალურ შეხვედრაში ‘აიამ’ ბოლოს 2011 წელს ითამაშა (‘არმიასთან’ 22:29), ‘ლოკომოტივმა’ 2016 წელს (‘ლელო-სარასენსთან’ 15:17). ახლა ეს გუნდები გადამწყვეტ მატჩში, ერთმანეთის პირისპირ ბრუნდებიან და ‘აია’ 23-წლიანი (ჩემპიონი ბოლოს 1995 წელს გახდა), ხოლო ‘ლოკომოტივი’ 10-წლიანი (ჩემპიონი ბოლოს 2008 წელს გახდა) შესვენების შემდეგ, ჩემპიონის ტიტულის დაუფლებას შეეცდებიან.

პრესკონფერენცია ‘ავჭალაზე’

2017/2018 წლების დიდი 10-ის სეზონის ფინალური შეხვედრა 13 მაისს, ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონზე 20 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა. ერთი დღით ადრე, გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები საპრესკონფერენციო დარბაზში გამოცხადდნენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

დასაწყისში ‘ლოკომოტივის’ თავკაცმა თემურ ბენდიაშვილმა და ‘აიას’ მთავარმა მწვრთნელმა ბექა ყურაშვილმა განვლილი სეზონი შეაჯამეს.

„მწვრთნელებს ყოველთვის მეტი გვინდა, თუმცა როდესაც ჩენი ოცნებები მოედანზე გადაგვაქვს, განსხვავება ძალიან დიდია. ქუთაისელებს ძალიან კარგი ბიჭები ყავთ და სასიხარულოა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამ გუნდის ბირთვი ადგილობრივი მოთამაშეებისაგან შედგება. გამხნევება ზედმეტი არავისთვისაა და იმედია, ხვალ გულშემატკივარი ჩვენს მხარდასაჭერად მრავლად მოვა“ - თქვა ბენდიაშვილმა.

„ვფიქრობ კარგი სეზონი გვქონდა. პირველ წრეში ყველა თამაში მოვიგეთ. სამწუხაროდ, ტრავმებმა შეგვაწუხა და სეზონის შუაში ძირითადი შემადგენლობის ორი მორაგბე გამოგვაკლდა - გიორგი ბაბუნაშვილი და მირიან მოდებაძე. ისინი ჩვენთვის შეუცვლელი ფიგურები, თამაშის ორგანიზატორები არიან. ახალი წლის შემდეგ ასაკობრივი გუნდებიდან რამდენიმე ბიჭი დავაწინაურეთ, მოვახდინეთ შემადგენლობის როტაცია, გამოვცადეთ რამდენიმე სქემა და ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ოპტიმალურ ვარიანტს მივაგენით“ - განაცხადა ყურაშვილმა და გულშემატკივრის მნიშვნელობა აღნიშნა:

„გულშემატკივარი ჩვენთვის რეალურად მე-16 მოთამაშე და სიმდიდრეა. ისინი მრავლად დაგვყვებიან გასვლით თამაშებზეც კი და ფინალზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იქნებიან. მათი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გვაქვს“.

ბენდიაშვილმა აღნიშნა, რომ ტრავმები ‘ლოკომოტივსაც’ შეეხო და ფინალს ორი წამყვანე მოთამაშე გამოტოვებს:

„რაგბი და ასეთი ხანგრძლივი სეზონი ტრავმების გარეშე არ არსებობს. ხვალ ორი ძირითადის მოთამაშე დაგვაკლდება, ორივე ნაკრების წევრია და ვეცდებით ისინი შეძლებისდაგვარად შევცვალოთ“.

ამის შემდეგ კაპიტნების ჯერი დადგა და ლოკომოტიველმა ვახტანგ კავთიძემ მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„აია რთული მეტოქეა, ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის გახსნილად თამაშობს, რაშიც ძალიან კარგები არიან. თუმცა ჩვენი მაქსიმუმი ჯერ არ ამოგვიწურავს და შევეცდებით მათ ღია თამაშს ჩვენი თამაში დავუპირისპიროთ. ვეცდებით სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ“.

‘აიას’ კაპიტანმა გელა შალამბერიძემ კლუბის ისტორიისა და ქალაქის მიმართ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა:

„პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან ეს თამაში მხოლოდ ჩვენ კი არა, კლუბის ისტორიას ეხება. ამდენი წლის შემდეგ გვაქვს შანსი, რომ მოვიპოვოთ საქართველოს უმაღლესი ჯილდო და ჩავიტანოთ ქუთაისში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, ვეცდებით ქუთაისი გავახაროთ და ისტორია გავაგრძელოთ“.

‘კონტინენტის ფარი’ - უმნიშვნელოვანესი განვითარებისთვის

დიდი 10-ის გამარჯვებული ავტომატურად იღებს ‘კონტინენტის ფარის’ საგზურს, საიდანაც ჩელენჯ ქაფზე მოხვედრის შანსი ექნება, თუმცა ევროტურნირებში მონაწილეობა მხოლოდ სპორტულ მხარეს და სურვილს არ უკავშირდება, მისთვის ფინანსებია საჭირო. ფინალისტი გუნდების მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ გამარჯვებული გუნდისთვის ეს ფინანსები გამოინახება და ჩემპიონი შემოდგომიდან ევროთსებში ჩაერთვება.

„ევროტურნირებში თამაში ისეთი კარგი რამეა, რომ მთელი საზოგადოება უნდა დავირაზმოთ და ‘კონტინენტის ფარზე’ თამაში შევძლოთ. ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონობის შემთხვევაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამაში დაგვეხმარებიან“ - ამბობს ბენდიაშვილი.

მას ეთანხმება ყურაშვილიც:

„ქართული საკლუბო რაგბის დონის ასამაღლებლად ეს აუცილებელია და შანსი უნდა გამოვიყენოთ. როგორც ბატონმა თემურმა თქვა, აქ მარტო მორაგბეების მონდომება არ კმარა და თანადგომა დაგვჭირდება“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
დღეს დიდი 10-ის მეორე ფინალისტი გაირკვევა