სეზონის ლიდერი სებასტიან ფეტელი ჩინეთის გრანპრიზე ზედიზედ მესამე რბოლის მოგებასა და ისედაც დამაჯერებელი ლიდერობის გამყარებას ეცდება
რამდენიმე დღე გავიდა მალაიზიის გრანპრის დასრულებიდან, პილოტები კი უკვე მომდევნო ეტაპისთვის - ჩინეთის გრანპრისთვის ემზადებიან. სეზონის ლიდერი სებასტიან ფეტელი შანხაიში ზედიზედ მესამე რბოლის მოგებასა და ისედაც დამაჯერებელი ლიდერობის გამყარებას ეცდება.

თუმცა რბოლისწინა მიმოხილვას ორი ხელმოცარული საჯინიბოთი დავიწყებთ. ახლოს არიან დეპრესიასთან "უილიამსი" და "მერსედესი" - მათი შედეგები არ ამართლებს სეზონისწინა მოლოდინს. ფრენკ უილიამსის ლეგენდარული გუნდი შარშან სტაბილურად აგროვებდა ქულებს და იმედი ჰქონდა 2011 წელს მინიმუმ ამ პოზიციას შეინარჩუნებდა. რეალურად კი ასეთი შედეგი მიიღო: ბოლიდის ძალიან დაბალი სიჩქარე და ორივე პილოტის საწყის ორ რბოლაში გამოვარდნა.

"მერსედესმა" მიხაელ შუმახერის ძალისხმევით მალაიზიაში წელს პირველი ქულები დაისაკუთრა - უფრო ზუსტად ორი ქულა. ამასთან, მიხაელს რბოლის დროს განსაკუთრებული პრობლემა არ შექმნია და მეცხრე ადგილი დაცინვაა იმ გუნდისთვის, რომელიც სეზონის წინ ეტაპების მოგებას ვარაუდობდა.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა უკვე აღნიშნა, რომ ჩინეთში გუნდი სუფთა ფურცლიდან იწყებს გამოსვლას, ხოლო წინა ორ რბოლაში განცილმა ფიასკომ მხოლოდ მოტივაცია აუმაღლა. მაგრამ ეს გამონათქვამები შუმის ბანალურ პოლიტკორექტულობას უფრო ჰგავს. აშკარაა, რომ "მერსედესში" შოკირებულნი არიან მომხდარით. "ფერარიც" ლაპარაკობს ბოლიდის განვითარების ალტერნატიულ სცენარზე, მაგრამ "მერსედესისგან" განსხვავებით ღირსეულ ტემპს აჩვენებდა მალაიზიის გრანპრის დროს. თუ "სკუდერია" მოახერხებს კვალიფიკაციის ერთ წრეზე სიჩქარის ამაღლებას და სტარტის გაუმჯობესებას, ფერნანდო ალონსო და შეიძლება ფელიპე მასაც პირველად გახდებიან წელს პოდიუმის სტუმრები.

სეზონის აშკარა ლიდერები კი "რედ ბული" და "მაკლარენი" არიან, რომლებიც ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩდნენ კონკურენტებზე. შანხაიში ბრიტანული საჯინიბო შეეცდება მესამედ არ გაამარჯვებინოს სებასტიან ფეტელს. და უნდა ითქვას, რომ ამის შანსი არსებობს. ჯენსონ ბატონისა და ლუის ჰემილტონის გუნდი კვირიდან კვირამდე აუმჯობესებს მანქანას.

ცალკე აღნიშვნის ღირსია "ლოტუს-რენო", რომელმაც პირველ ორ რბოლაში ორი პოდიუმი მოიპოვა. არადა, მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში ფრანგულმა გუნდმა რობერტ კუბიცას მონდომებით მხოლოდ სამჯერ შეაღწია საპრიზო სამეულში.

ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა ყველა დონეზე მიმდინარეობს. რაც მთავარია, ეტაპები უფრო სანახაობრივი გახდა. ერთი საინტერესო სტატისტიკა: წინა კვირას "სეპანგზე" 63 პიტსტოპი და 56 გასწრება დაფიქსირდა. მართლაც ფენომენალური მაჩვენებლებია. რბოლის სანახაობრივი მხარის ამაღლებაის მიზეზებზე გუშინდელ ნომერში გელაპარაკეთ: მართვადი უკანა ანტიფრთის შემოღება, KERS-ის სისტემა და "პირელის" საბურავები.

ჩინეთის გრანპრის განრიგი

15 აპრილი, პარასკევი

06.00 I პრაქტიკა

10.00 II პრაქტიკა

16 აპრილი, შაბათი

07.00 III პრაქტიკა

10.00 კვალიფიკაცია

17 აპრილი, კვირა

11. 00 რბოლა

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს