საქართველოს ნაკრებისა და ვენის "რაპიდის" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ კოჭზე ოპერაცია გაიკეთა. როგორც მან Sportall.ge-ს განუცხადა, ვარჯიშის დაწყებას 2 თვეში შეძლებს.

Sportall.ge დაინტერესდა, თუ როგორ ჩაიარა ქვილითაიას ოპერაციამ და რა ხდება მის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენ მას ავსტრიაში დავუკავშირდით.

"ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა, 2 თვეში შევძლებ ვარჯიშის დაწყებას. რაც შეეხება ტრავმას, ის ვარჯიშზე ორმხრივი ორთაბრძოლის დროს მივიღე.

ტრავმა ყოველთვის სამწუხაროა და ახლა მით უმეტეს, როდესაც კარგ ფორმაში ვიყავი... რას ვიზამთ, ფეხბურთია და დაზღვეული არავინ არაა.

"რაპიდიდან" ჩემი წასვლა? ყველაზე ნაკლებად ახლა სწორედ მაგაზე ვფიქრობ. მთავარია, რაც შეიძლება მალე ჩავდგე ფორმაში და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

იყო რამდენიმე კარგი ვარიანტი, ახლა კი არ ვიცი, რა იქნება...

ბელგიის, ჰოლანდიის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის უმაღლესი ლიგებიდან მქონდა შემოთავაზებები.

შესაძლოა, მაინც წავიდე "რაპიდიდან", მაგრამ ტრავმამ მაინც ბევრი რამე შეცვალა.

არავინ ისე არ გაიგოს, რომ ამ გუნდიდან გაქცევაზე ვარ. აქაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, მაგრამ თუ უკეთესი ვარიანტები გამოჩნდება, რატომ არ უნდა წავიდე?!

ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახებული ვიყავი. ვლადიმირ ვაისმა დამირეკა და მას ჩემს ტრავმასა და ოპერაციაზე ვესაუბრე", - აღნიშნავს ქვილითაია.

▶ ექსკლუზივი: რა მოხდა "რაპიდის" ვარჯიშზე? გიორგი ქვილითაიას ოპერაცია ესაჭიროება

roma
მართლა ძალიან სამწუხაროა ქვილითაიას ტრავმა მაგრამ არ უნდა დანებდეს 2 თვეში უნდა დაამტკიცოს რომ ჯერ მისი დრო არ ამოწურულა და ბოლომდე იბრძოლოს, რაც შეეხება თავგანწირვით ვარჯიშსა და თამაშს მე ვიტყოდი რომ ძალიან სწორდ იქცეოდა რადგან ქართველი ლეგიონერია მას ოდნავ მოდუნებას არ აპატიებდნენ და სასტავში არ დააყენებდნენ ამ მონდომების ხარჯზე იყო რომ გაქონდა გოლები, იმიტომაც დაინტერესდნენ მისით სხვა კლუბბი, წარმატებები ქვილითაიას და რაც მთავარია არ დანებდეს, წინ გიორგი შენ ქართველი ხარ და უნდა იბრძოლო.
მერაბი
ძალიან დიდი ტრავმიანობაა ჩვენ ფეხბურთელებში. ადრეულ პერიოდში მათი ფიზიკური მომზადების ცალკე სპექტრის უგულებელყოფა ხომ არ იწვევს ამ შედეგს?
ლუკა
გამოჯანმრთელებას და მალე დაბრუნებას გისურვებთ! ისე, თუ ტრამვის მიღება იყო ჯობდა ახლა მიგეღო, რადგან სეზონი დამთავრდა, ვიდრე სეზონის დასაწყისში. ერთი ის დღე მანახა როცა ყველა წამყვანი ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელი და ფორმაში იქნება სანაკრებო ბრძოლებისთვის!
kika
სამწუხაროა! მართლაც ამ ბოლო დროს კარგ ფორმაში იყო შესული და გოლებს იტანდა. ქვილითაიას თამაშსს რასაც ვუყურე, რაპიდის შემადგენლობაში, თავგანწირვით თამაშობდა და სულ ვფიქრობდი ასეთი მონდომება ცოტა ზედმეტიც იყო და ტრავმის მიღების ალბათობას ზრდიდა. ძალიან ბევრი შემტევი გვყავს ნაკრებში დაზიანებული და ეს ძალიან ცუდია!
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
"საქართველოში ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება... ვაისმა იქ ფეხბურთელებს თვალები აუხილა და მედიის მიღმა ეს ხდებოდა!" - ინტერვიუ ვაისის ერთ-ერთ ასისტენტთან
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
"რაპიდმა" გეილს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
გიორგი ქვილითაია "გენტის" განაცხადშია და დიდი ალბათობით, დღეს მისი დებიუტი შედგება
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?
ბოლო დეტალები მოგვარებულია - "გენტი" გიორგი ქვილითაიას დღეს წარადგენს
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ