ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ბუნდესლიგა ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შედის, ამჯერად მთავარი ამბები კი ხვალ, კვირას მოხდება
ამ ტურით ბუნდესლიგა ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შედის. წინა ტურმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა აშკარად დაძაბა, რადგან „ლევერკუზენი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ხუთი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა. ამჯერად მთავარი ამბები ხვალ, კვირას მოხდება: „ლევერკუზენი“ მიუნხენის „ბაიერნს“ მასპინძლობს, „დორტმუნდი“ კი „ფრაიბურგს“. შაბათის მატჩებიდან ყველაზე საინტერესო ჩრდილოური დაპირისპირებაა „ჰამბურგსა“ და „ჰანოვერს“ შორის.

ჰანოვერი: გამოცდა ჰამბურგში

„ჰანოვერმა“ წინა ტურში „მაინცი“ დაამარცხა და მესამე ადგილზე დაბრუნდა, ახლა კი, მირკო სლომკას შეგირდებს ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი პოზიციის შენარჩუნება სურთ, რისთვისაც ჰამბურგში დანიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებაა საჭირო. შეხვედრას ინტრიგას ის ფაქტორი მატებს, რომ „ჰამბურგს“ „გასაჩუქებელი“ ქულები არ აქვს: HSV-საც მხოლოდ გამარჯვება სჭირდება იმისათვის, რომ საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად, ანუ, ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა განაგრძოს. ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში ჩაბმა „ჰამბურგს“ ენის ბენ-ჰატირას გარეშე მოუწევს - ჰამბურგელი გარემარბი დისკვალიფიცირებულია.

ნიურნბერგს ბეტცენბერგის დაპყრობა უნდა

ევროპისკენ მიმავალ მატარებელზე შეხტომა ნიურნბერგელებსაც სურთ. შეგახსენებთ, რომ „ნიურნბერგმა“ წინა ტურში „ბაიერნთან“ ფრეს (1:1) მიაღწია, რის შემდეგაც, ლუის ვან გაალს რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს. ფრანკები დღეს კაიზერსლაუტერნში ჩადიან და თან ვერ მიჰყავთ კაპიტანი ვოლფი, რომელიც დისკვალიფიცირებულია. „ლაუტერნმა“ წინა ტურში გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „შტუტგარტი“ 4:2 დაამარცხა და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, მაგრამ „ეშმაკებს“ ჯერ არ აქვთ „თავი ქუდში“. „კაიზერსლაუტერნი“ და „ნიურნბერგი“ მხოლოდ მოგებისთვის იბრძოლებენ და შეხვედრა ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

მაგათის პირველი ტრიუმფი?

უკვე სამი ტურია, რაც ფელიქს მაგათი „ვოლფსბურგს“ წვრთნის და „მგლებს“ ჯერ არ მოუგიათ, წინა კვირაში კი, „დესპოტი ფელიქსის“ ყოფილ კლუბ „შალკესთან“ 0:1 დამარცხდნენ. შესაბამისად, გერმანიის ექს-ჩემპიონი ისევ გასავარდნ ზონაში, უფრო სწორად, სარელეგაციო მე-16 ადგილზეა. დღეს „ვოლფსბურგს“ მე-17 ადგილზე მყოფ „ზანკტ პაულისთან“ უმნიშვნელოვანესი დუელი აქვს. კიცელებს ზედიზედ შვიდი თამაში აქვთ წაგებული და ცხადია, რომ „ვოლფსბურგთანაც“ აუტსაიდერებად მიიჩნევიან. ოთხშაბათს გაირკვა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ჰოლგერ სტანისლავსკი „ზანკტ პაულის“ მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. თუ „ზანკტ პაული“ ძალებს მოიკრებს და „ვოლფსბურგს“ დაამარცხებს, ჰამბურგელები „მგლებს“ გადაასწრებენ და გადარჩენის ძალიან კარგი შანსი გაუჩნდებათ, მაგრამ ხომ იცით, „მაგათს არ სძინავს“ და თუ „პაული“ დამარცხდა, ფაქტობრივად განწირული იქნება.

ერთი კვირის წინ, „შტუტგარტმა“ გადარჩენისთვის ბრძოლაში უმძიმესი დარტყმა მიიღო (2:4 კაიზერსლაუტერნთან), ახლა კი, ბრუნო ლაბადიას შეგირდები კიოლნში ჩადიან. „კიოლნი“ ძალიან საინტერესო გუნდია იმ თვალსაზრისით, ბოლო შვიდი საშინაო შეხვედრიდან შვიდივე მოგებული აქვს და თუ „თხები“ დღესაც მოიგებენ, შეუძლიათ, მშვიდად იძინონ, რადგან ელიტაში დარჩენას ფაქტობრივად გაინაღდებენ.

გადარჩენისთვის იბრძვის „აინტრახტიც“. კრისტოფ დაუმის გუნდი „ვერდერთან“ 1:1-ის შემდეგ მე-14 ადგილზე ჩამოქვეითდა. დღეს ფრანკფურტელები „ჰოფენჰაიმთან“ ითამაშებენ. გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში მარკო პეცაიუოლი „ჰოფეს“ დამრიგებლის პოსტს დატოვებს.

საღამოს „ვერდერისა“ და „შალკეს“ დაპირისპირებაა. „ვერდერს“ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ პირველ ბუნდესლიგაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია. თუმცა, ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ თომას შააფის ბიჭები არ გავარდებიან. თანაც, „მუსიკოსებს“ დღეს მთავარი დამრტყმელი ძალა, კლაუდიო პისარო უბრუნდებათ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლამ გელზენკირხენში ყველა გააბედნიერა. ბუნდესლიგაში „შალკეს“ ელიტაში დარჩენა უკვე თითქმის გარანტირებული აქვს და თანაც, ლევან ყენიას გუნდს საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის შანსიც გაუჩნდა. თუმცა „ხუმარებს“ ეს ნაკლებად სჭირდებათ, რადგან ევროპის ლიგის საგზურს სავარაუდოდ გერმანიის თასიდან მოიპოვებენ, სადაც მარტივი დაპირისპირება ელით მეორებუნდესლიგელ „დუისბურგთან“. ასე რომ, შალკელებს თამამად შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის სახით, კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებით დატკბნენ.

იონკერის დებიუტი საკადრო პრობლემებით

ტურის მთავარი მოვლენები კი, როგორც შესავალშიც აღვნიშნეთ, ხვალ განვითარდება. ცენტრალურ მატჩში „ბაიერნი“ „ლევერკუზენს“ მასპინძლობს. თუ „ლევერკუზენი“ მოიგებს, „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უდიდეს დარტყმას მიაყენებს, რეკორდმაისტერის მოგების შემთხვევაში კი, „ლევერკუზენს“ იმედის ერთი კვირის წინ გაღვივებული ნაპერწკალი ისევ ჩაუქვრება - წინა ტურში იუპ ჰაინკესის გუნდმა „დორტმუნდთან“ ჩამორჩენა ხომ ხუთ ქულამდე შეამცირა.

ამ შეხვედრის მთავარი ინტრიგა ჰაინკესია, რომელიც „ლევერკუზენს“ ივნისამდეღა უთავკაცებს, მერე კი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. რეკორდმაისტერს დისკვალიფიკაციის გამო ორი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება: არიენ რობენი და ჰოლგერ ბადშტუბერი. ბავარიელებმა წინა ტურში ლუის ვან გაალიც დაკარგა, ოღონდ სამუდამოდ და დღეს მთავარი მწვრთნელისთვის განკუთვნილ სკამზე პირველად ვნახავთ ჰოლანდიელის ასისტენტ ანდრის იონკერს, რომელსაც ბავარიული გრანდის შეფებმა გუნდი სეზონის ბოლომდე ანდეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება დაავალეს. უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა ბასტიან შვაინშტაიგერის ასპარეზობაც, რომელიც შუა კვირაში, ვარჯიშზე, რობენთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა. „ბაიერნის“ ექიმები შვაინის ფეხზე დასაყენებლად ყველაფერს აკეთებენ. გავა თუ არა ბასტიანი მოედანზე, ეს დღეს საღამომდე გაირკვევა.

ტურს კი ლიდერი „ბორუსია“ დახურავს. დორტმუნდელებმა წინა ტურში „ჰამბურგთან“ ფრე ბოლო წუთებზე გადაარჩინეს, ხვალ საღამოს კი „ფრაიბურგს“ მასპინძლობენ. იურგენ კლოპმა თქვა, ერთადერთი ფრაიბურგელი, რომელისაც მართლა მეშინია, პაპის დემბა სისეაო. არცაა გასაკვირი - ამ უკანასკნელს ხომ 20 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. თუმცა კლოპის ფრაზამ იმის ეჭვიც გააჩინა, რომ მას ზაფხულში სისეს ყიდვა უნდა.

გუშინ

მაინცი-ბორუსია (მ) 1:0

გოლი: შურლე 87.

დღეს

ჰამბურგი-ჰანოვერი 17:30

დისკვალიფიკაცია: ბენ-ჰატირა (ჰამბურგი)

ტრავმა: კასტელენი - ავევორი, ანდრეასენი

ვოლფსბურგი-ზტ. პაული 17:30

დისკვალიფიკაცია: სისერო - ბარტელსი

ტრავმა: მბოკანი - ოჩიპკა, როთენბახი, ფოლცი, სამბრანო

ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 17:30

დისკვალიფიკაცია: ბეკი (ჰოფენჰაიმი)

ტრავმა: იაისლე, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი - კრისი, ცაველასი, ბაირამოვიჩი

კიოლნი-შტუტგარტი 17:30

დისკვალიფიკაცია: ჟაჟალო, მატუშიკი - პოგრებნიაკი

ტრავმა: იანულისი, შორხი, ტეროდე - ბიჩაქჩიჩი, დეგენი, აუდელი, გებჰარდტი

კაიზერსლაუტერნი-ნიურნბერგი 17:30

დისკვალიფიკაცია: ვოლფი (ნიურნბერგი)

ტრავმა: შიმუნეკი, ილიჩევიჩი, ნემეცი - ფრანტცი, ბუნიაკუ

ვერდერი-შალკე 20:30

ტრავმა: ბიონიში, ნალდო, პრიოდლი, ბარგფრედე, დ. იენსენი, ავდიჩი, აიქი - ჰუგლანდი, პანდერი, ყენია, კლუგე, მორიტცი, გავრანოვიჩი, ჰუნტელაარი

ხვალ

ბაიერნი-ლევერკუზენი 17:30

დისკვალიფიკაცია: ბადშტუბერი, რობენი (ორივე ბაიერნი)

ტრავმა: ვან ბუიტენი, ოლიჩი - მ. ფრიდრიხი

ბორუსია (დ)-ფრაიბურგი 19:30

დისკვალიფიკაცია: კრმასი (ფრაიბურგი)

ტრავმა: კაგავა, კელი, კრინგე, ბარიოსი - პუპლინი, ბასტიანსი, აბდესადკი, როზენტალი, ბეხმანი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 29 20 6 3 59:18 66

2. ლევერკუზენი 29 18 7 4 59:35 61

3. ჰანოვერი 29 17 2 10 42:40 53

4. ბაიერნი 29 15 7 7 61:35 52

5. მაინცი 30 15 3 12 44:37 48

6. ნიურნბერგი 29 12 7 10 43:38 43

7. ჰამბურგი 29 12 6 11 44:45 42

8. ფრაიბურგი 29 12 5 12 38:41 41

9. შალკე 29 11 6 12 34:33 39

10. ჰოფენჰაიმი 29 9 10 10 44:42 37

11. კიოლნი 29 10 5 14 39:54 35

12. კაიზერსლაუტ. 29 9 7 13 40:46 34

13. ვერდერი 29 8 10 11 39:55 34

14. აინტრახტი 29 9 6 14 29:39 33

15. შტუტგარტი 29 8 6 15 49:54 30

16. ვოლფსბურგი 29 6 10 13 32:42 28

17. ზანკტ პაული 29 8 4 17 30:51 28

18. ბორუსია (მ) 30 7 5 18 43:64 26

ბომბარდირები: 20 - სისე (ფრაიბურგი); 19 - გომესი (ბაიერნი); 16 - გეკასი (აინტრახტი); 13 - ბარიოსი (ბორუსია დ), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ნოვაკოვიჩი (კიოლნი), ია კონანი (ჰანოვერი).

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს