არადა, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, თუ როგორ აიყვანა "მაკლარენმა" ნორჩი კარტინგისტი და მისგან მსოფლიოს ჩემპიონი გაზარდა
საყოველთაოდ ცნობილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აიყვანა "მაკლარენმა" ნორჩი კარტინგისტი ლუის ჰემილტონი და მისგან მსოფლიოს ჩემპიონი გაზარდა.

2007 წელს ბრიტანული საჯინიბოს რიგებში დებიუტის შემდეგ ლუისმა 14 რბოლის მოგება შეძლო. გუნდი და პილოტი მუდმივად ეფიცებოდნენ ერთმანეთს ერთგულებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ იდეალურ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.

ბრიტანელმა ცხადად მიანიშნა ყველას, რომ არ დარჩება "მაკლარენში", თუ გუნდი მას საჩემპიონო ბოლიდს არ მოუმზადებს. შანხაის ავტოდრომის პადოკში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა განაცხადა: "მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების გარდა სხვა მიზანი არ მაინტერესებს. დიდი ხანი არ არის, რაც ფორმულა 1-ში გამოვდივარ. გამიმართლა იმ მხრივ, რომ მოვხვდი გუნდში, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი - ტიტულებს მოგება მინდა".

კითხვაზე - აქვს თუ არა "მაკლარენის" მიმართ მის ერთგულებას საზღვარი - ჰემილტონმა უპასუხა: "დიახ, ასეთი ზღვარი არსებობს. მე ყოველთვის მომწონდა აქ გამოსვლა და ვისურვებდი თანამშრომლობის გაგრძელებას, მაგრამ უნდა შევხედო - რომელ ადგილზე დავასრულებთ ამ სეზონს. ამის შემდეგ გავაკეთებ დასკვნებს".

ჰემილტონის მიმდინარე კონტრაქტი 2011 წლის ბოლოს იწურება. ახლა ლუისი და მისი ახალი მენეჯერები პილოტის კარიერის განვითარების ვარიანტებს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს ხშირად იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "რედ ბული" სებასტიან ფეტელისა და ჰემილტონის სუპერწყვილის შექმნას აპირებს.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა