ესპანეთი იძენს, მაგრამ კარგავს კიდეც...

ესპანეთში სატრანსფერო ციებ-ცხელება ჩვეული ტემპით გრძელდება, უახლოეს დღეებში კი შესაძლოა, კულმინაციასაც მიაღწიოს. საქმე იმაშია, რომ შDესაძლოა უახლოეს საათებში "რეალმა" ბრაზილიელი მაიკონი გაიფორმოს, მალე კი მას "ბენფიკას" მცველი დავიდ ლუიზიც მოყვეს. ესპანულ მედიას თუ დავუჯერებთ, დიდი ალბათობით, სესკ ფაბრეგასის საგასაც უნდა დაედგას თავი და ის კეთილად დასრულდეს - ანუ კატალონიელი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდეს. თუმცა ჯერ ოფიციალურად განხორციელებულს ტრანსფერებზე ვთქვათ. ამ დღეებში პრიმერამ ორი კაშკაშა ვარსკვლავი დაკარგა, "რეალის" ორმა ლეგენდამ გუტიმ და რაულმა უცხოეთს მიაშურა, მაგრამ პირიქითაც ხდება და ახლახან "მალიორკამ" "ფეიენოორდის " ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯონათან დე გუზმანი გაიფორმა...

22 წლის დე გუზმანი, რომელიც ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, შემტევი ნახევარმცველია. ყოფილმა ფეიენოორდელმა "მალიორკასთან" 2013 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. სხვათა შორის, დე გუზმანი ზაფხულის სატრანსფერო სეზონში "მალიორკას" პირველი შენაძენია, თუკი დანიელ მწვრთნელ მიქაელ ლაუდრუპს არ ჩავთვლით. აქამდე ბალეარელები სულ კარგავდნენ, მწვრთნელს, ფეხბურთელებს, სპონსორებს, ევროპის ლიგის საგზურს...

კანადაში დაბადებული დე გუზმანი "ფეიენოორდის" აკადემიის აღზრდილია. მან როტერდამული კლუბის მაისურით 109 თამაშში 23 გოლი გაიტანა. მას "ფეიენორდთან" კონტრაქტი ივნისში დაუსრულდა და ახლის გაგრძელება აღარ ისურვა. დე გუზმანის აყვანა "ვალენსიას", "ესპანიოლს" და გერმანულ, ჰოლანდიურ და რუსულ კლუბებს სურდათ. ამასობაში "მალიორკამ" სეგუნდა დივიზიონში გავარდნილ "ვალიადოლიდში" ხავი გუერა გაუშვა.

"ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგიონერი ენრიკე ადრიანო კი სეზონს კვლავ სანტანდერის "რასინგში" გაატარებს. კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით კლუბები ერთწლიან იჯარაზე შეთYანხმდნენ, მაგრამ ვერ მიაღწიეს თანხმობას ენრიკეს შესყიდვის შესახებ. 23 წლის ბრაზილიელი მცველი "ბარსელონამ" 2008 წელს შეიძინა "პალმეირასიდან". პირველი სეზონი მან იჯარით ბუნდესლიგაში (ლევერკუზენი) გაატარა, შარშან კი მან "რასინგში" ითამაშა. ენრიკემ სანტანდერელთა შემადგენლობაში 22 თამაში ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა.

მადრიდის "რეალი" 19 წლის მარცხენა მცველ მარკოს ალონსოს შეელია, რომელიც ინგლისურ "ბოლტონში" სამი წლით ითამაშებს. სატრანსფერო თანხა უცნობია. ხიხონის "სპორტინგის" ფეხბურთელმა გრეგორი არნოლინმა 2014 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომელიც 2012 წელს ეწურებოდა. ფრანგი ესპანეთში შარშან გადაბარგდა პორტუგალიიდან და პრიმერაში თავი საიმედო თამაშით გამოიჩინა.

ესპანური ტრანსფერები

(22 ივლისიდან დღემდე)

ფეხბურთელი საიდან სად თანხა

დიეგო ვალერი (არგ) პორტუ (პორ) ალმერია იჯარა

ბენ საჰარი (ისრ) ესპანიოლი ჰაპოელი თ. (ისრ) იჯარა

დავიდ ლომბანი ვალენსია ხერესი თავ. აგენტი

პაბლო ამო სარაგოსა პანათინაიკოსი (საბ) თავ. აგენტი

ჩიკო ალმერია ჯენოა (იტ) 5 მლნ. ევრო

სერხიო გონსალესი დეპორტივო ლევანტე თავ. აგენტი

მილან სმილიანიჩი (სერ) ესპანიოლი პარტიზანი (სერ) იჯარა

ალბერტ სერა ლევანტე ხირონა თავ. აგენტი

აბელ აგილარი (კოლ) უდინეზე (იტ) ერკულესი 1,5 მლნ. ევრო

ხულიო ალვარესი მალიორკა ტენერიფე თავ. აგენტი

მანუ ერერა ლევანტე ალკორკონი თავ. აგენტი

ხავი გუერა მალიორკა ვალიადოლიდი 0,3 მლნ. ევრო

სერხიო გარსია ვალიადოლიდი სალამანკა თავ. აგენტი

ხაირო ალვარესი დეპორტივო პალენსია თავ. აგენტი

მარსელო სილვა (ურუ) დანუბიო (ურუ) ალმერია 1,3 მლნ. ევრო

გუტი რეალი ბეშიქთაში (თურ) თავ. აგენტი

რუბენ პერესი ატლეტიკო დეპორტივო იჯარა

ანხელ სანჩესი ლევანტე ალკორკონი თავ. აგენტი

ოსკარ დიასი მალიორკა ხერესი თავ. აგენტი

ინიაკი მუნიოსი ბილბაო კარტახენა თავ. აგენტი

ენრიკე (ბრა) ბარსელონა რასინგი იჯარა

რაული რეალი ? თავ. აგენტი

ტოპ-5 ტრანსფერი

40 მლნ დავიდ ვილია (ვალენსია-ბარსელონა)

32 იაია ტურე (ბარსელონა-სიტი)

30 დავიდ სილვა (ვალენსია-სიტი)

25 ანხელ დი მარია (ბენფიკა-რეალი)

15 დმიტრო ჩიგრინსკი (ბარსელონა-შახტარი)

ლელო

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა