"ქუთაისმა" "დინამო" დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ფინალური სერია დაძაბული და საინტერესო მატჩით გაიხსნა. ქუთაისის სპორტის სასახლეში საჩემპიონი სერიის პირველ შეხვედრაში “ქუთაისი 2010”-მა 77:71 დაამარცხა “დინამო თბილისი” და 1:0 დაწინაურდა. ფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩი კი ქუთაისის სპორტის სასახლეში 24 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.

ქუთაისელთა გამარჯვებას ელფერს ჰმატებს ის გარემოება, რომ შეხვედრა დინამოელთა სრული დომინაციით დაიწყო და სადებიუტო 11:0 გაქცევის შემდეგ სტუმრებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს. პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე დინამოელთა უპირატესობამ 15 ქულას უწია – მიხეილ ბერიშვილის ზუსტი ტყორცნის შემდეგ ანგარიში 19:4 გახდა.

მასპინძლები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ. თამაში მალევე უნდა გამოესწორებინათ, რადგან მოქმედ ჩემპიონს 20-ქულიანი ლიდერობისთვის რომ გადაებიჯებინა, მას დიდი ალბათობით აღარ გაანიავებდა. ქუთაისელებმა მოახერხეს სტუმართა დაცვისთვის გასაღების მორგება და ბექა წივწივაძის შედეგიანი თამაშით პირველი პერიოდის ბოლომდე დეფიციტი 9 ქულამდე შეკვეცეს, ხოლო მეორე მეოთხედიდან თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს.

გუნდური თამაშისა და მწყობრი დაცვის ხარჯზე ქუთაისელებმა ჩამორჩენა დიდი პერიოდისთვის 3 ქულამდე შეამცირეს (37:40), რის შემდეგაც ბოლო წუთებამდე ეგრედ წოდებული ქულა-ქულაში თამაში გაგრძელდა, როცა ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდად გალიდერებას და ლიდერც რამდენჯერმე შეიცვალა.

მესამე ათწუთეულის ბოლოს მასპინძლებმა მაინც იძალეს და ბოლო მეოთხედის წინ 6 ქულით -59:53 გალიდერდნენ. დინამოელებმა შეხვედრა ხეირიანად განაახლეს და კაელ ტურპინის შედეგიანობით ანგარიში 61:61 გახდა. აქ მატჩის გმირობა გამოცდილმა გიორგი ბარბაქაძემ ითავა, რომელმაც სამქულიანით ქუთაისელები 64:61 დააწინაურა და დარჩენილ 5 წუთში კიდევ 2 სამიანი მიითვალა, რომლებმაც ქუთაისელებს მოგება გაუნაღდეს. საკვანძო ბარბაქაძის ორივე ტყორცნა – პირველის შემდეგ მასპინძლები 70:64 დაწინაურდნენ, თუმცა დინამოელებმაც სამიანით უპასუხეს. ბარბაქაძის გამარჯვების მომტანი სამქულიანი საფინალო სირენამდე 62 წამით ადრე ჩავარდა, რის შემდეგაც ქუთაისელები 6 ქულით – 63:57 დაწინაურდნენ და პირთამდე სავსე დარბაზის გასახარად, გამარჯვება გაინაღდეს.

ქუთაისელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გახდა დეჟუან რაითი, რომელმაც 6-6 მოხსნა-პასიც მიითვალა. 14 ქულა და 7 პასი მოაგროვა ბექა წივწივაძემ, გიორგი ბარბაქაძემ კი 12 ქულა ჩააგდო – სულ სამქულიანები. “დინამოში” 17 ქულით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი, 15 ქულა დააგროვა ნოდარ გოგოძემ, ხოლო მატჩის ერთადერთო ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა – ილია ლონდარიძემ გაიფორმა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს