ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფედერერის გარეშე

ფედერერის გარეშე

მონტე კარლოს მასტერსის 1/4 ფინალში ავსტრიელმა იურგენ მელცერმა შვეიცარიელს ორ სეტში მოუგო და ნახევარფინალში დავიდ ფერერს შეხვდება
მონტე კარლოს მასტერსის მერვედფინალურ ეტაპზე ყველაფერმა ლოგიკურად ჩაიარა. თითქმის ყველა მატჩს გარკვეული ინტრიგა ახლდა თან.

მაგალითად, მილოშ რაონიჩს შეეძლო რევანში აეღო დავიდ ფერერისთვის ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხების გამო. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მილოში კარიერაში მხოლოდ მესამე შეხვედრას ატარებდა გრუნტის საფარზე, ხოლო მისი მეტოქე თიხნარის აღიარებული ოსტატია, არავის სჯეროდა, რომ კანადელი წარმატებით დაძლევდა ამ ბარიერს. მართლაც, რაონიჩის ძლიერი მოწოდება დავიდისთვის სერიოზული საფრთხე არ ყოფილა. მთელი მატჩის განმავლობაში ესპანელმა ხუთი ბრეიკი გააკეთა - 6:1, 6:3.

ამის შემდეგ ცენტრალური კორტი მსოფლიოს პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალსა და რიშარ გასკეს დაეთმოთ. ფრანგმა რამდენჯერმე კარგი ბრძოლა აჩვენა ესპანელის წინააღმდეგ, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოიგო (პირადი შეხვედრების ანგარიში იყო - 0:7). ამჯერად მან ისევ ღირსეულად ითამაშა. პირველ სეტშიც, რომელიც ნადალმა ორი ბრეიკით მოიგო, ბევრი ბრძოლა იყო - ესპანელმა გაჭირვებით აიღო რამდენიმე ხანგრძლივი გეიმი. მეორე სეტში ნადალი ისევ ბრეიკით გავიდა წინ (4:3) და თითქოს ეს გადამწყვეტი მომენტი იყო მატჩში, მაგრამ გასკე არ დანებდა და საპასუხო ბრეიკი გააკეთა. თუმცა უფრო აგრესიულად მოთამაშე რაფამ ზედიზედ ორი გეიმი აიღო და მესამე სეტის შანსი არ მისცა ფრანგს - 6:2, 6:4.

მარინ ჩილიჩი და როჯერ ფედერერი მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ნადალისგან გასხვავებით შვეიცარიელს უფრო იოლი მატჩი ჰქონდა, რადგან მოწინააღმდეგე ეხმარებოდა შეცდომებით. მეტოქეებმა ერთნაირი რაოდენობის "ვინერსები" მოაგროვეს, მაგრამ ჩილიჩს 17-ით მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ამის გამო მან სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია როჯერს - 4:6, 3:6.

განთესვის პირველი ოთხთეულიდან ყველაზე დიდ ინტერესს ენდი მიურეი იწვევდა. საქმე ისაა, რომ იანვრის შემდეგ ბრიტანელმა პირველი მატჩი წინა დღეს რადეკ შტეპანეკთან მოიგო. შოტლანდიელის მეორე მეტოქეს - ჟილ სიმონს უყვარს გრუნტზე თამაში, ამიტომაც მიურეის სერიოზული გამოცდა ელოდა. პირველ სეტში ფრანგი არაფერში ჩამოუვარდებოდა მიურეის, მაგრამ პარტიის მეორე ნახევარში ჩავარდნა ძვირად დაუჯდა. გარდა ამისა, მან ტრავმაც მიიღო და ერთი პირობა უარს ამბობდა ბრძოლის გაგრძელებაზე, მაგრამ მაინც გავიდა კორტზე. დაჩენილ დროში სიმონი აშკარად ფეხს უფრთხილდებოდა, რითაც კარგად ისარგებლა ენდიმ და მოჭრილ დარტყმებზე გადავიდა, რითაც პუბლიკამ სტვენით უპასუხა. შოტლანდიელის უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა - 6:3, 6:3.

მერვედფინალურ ეტაპს გარკვეული სარეიტინგო ინტრიგა ახლდა თან. მას შემდეგ, რაც წინა დღეს ფერნანდო ვერდასკომ ტომი რობრედოსთან წააგო, კლასიფიკაციის პირველ ათეულში ადგილი განთავისუფლდა - ფერნანდომ ვერ დაიცვა შარშანდელი ფინალი და ტოპ-ათეულიდან გავარდა. მის ადგილს ორი ჩოგბურთელი უმიზნებდა: მარდი ფიში და ნიკოლას ალმაგრო. თუმცა ამერიკელი მონტე კარლოში არ თამაშობს, ასე რომ მასზე არაფერი იყო დამოკიდებული.

ყველაფერი ნიკოლას ალმაგროს ხელში იყო, რომელსაც ერთი მოგება სჭირდებოდა ათეულში შესასვლელად. მაგრამ მას ძლიერი მეტოქე ჰყავდა - იურგენ მელცერი, რომელიც რეკორდულ მერვე ადგილზე გადავიდა კლასიფიკაციაში. ალმაგრომ წინა დღეს სამსაათიანი მარათონი მოუგო მაქსიმო გონსალესს და ეტყობა ძალების აღდგენა ვერ მოასწრო. საბოლოოდ, ავსტრიელმა იოლად გაიმარჯვა - 6:1, 6:4.

მელცერი ალმაგროს ძლევით არ დაკმაყოფილდა და გუშინ სენსაციურად მოუგო ფედერერს. თანაც ავსტრიელმა ამისთვის ორი სეტი იკმარა. იურგენმა თითო პარტიაში თითო ბრეიკი აიღო და ეს საკმარისი აღმოჩნდა გასამარჯვებლად. როჯერმა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ეს მარცხი, რადგან ორივე სეტის ბოლოს ჰქონდა ბრეიკ-პოინტები, მაგრამ შეცდომების გამო ვერ გამოიყენა შანსი. მელცერი ნახევარფინალში ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება.

იოლად შეაღწია საუკეთესო ოთხეულში ნადალმაც. მას მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე გაუჭირდა ივან ლუბიჩიჩთან მატჩში, როცა ხორვატმა მეტოქის ბრეიკს ანალოგიური წარმატებით უპასუხა, მაგრამ ამის შემდეგ 35 წუთში რაფამ ზედიზედ ხუთი გეიმი და მასთან ერთად სეტი მოიგო - 6:1. მეორე პარტიაში ნადალმა სტარტზე აღებული ბრეიკი ბოლომდე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ მის ორ გეიმში ლუბიჩიჩს ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. დღეს დიდ ინტერესს იწვევს ნადალისა და მიურეის ნახევარფინალი.

აღსანიშნავია, რომ მერვედფინალური და მეოთხედფინალური ეტაპის 12 შეხვედრაში სამი სეტის თამაში არ გამხდარა საჭირო.

ATP

Monte-Carlo Rolex Masters

მონტე კარლო. გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 227 500 ევრო

1/8 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-მილოშ რაონიჩი (კან) 6:1, 6:3; ივან ლუბიჩიჩი (ხორ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) 6:4, 6:2; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 11)-ტომი რობრედო (ესპ) 3:6, 2:1 უარი; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-რიშარ გასკე (საფ, 13) 6:2, 6:4; ფედერიკო ჟილი (პორ)-გაელ მონფილსი (საფ, 8) 7:6(6), 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 15) 6:4, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-ჟილ სიმონი (საფ, 16) 6:3, 6:3; იურგენ მელცერი (ავსტრია, 7)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 9) 6:1, 6:4.

1/4 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 11) 6:3, 6:3; იურგენ მელცერი (ავსტრია, 7)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 6:4, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ) 6:1, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-ფედერიკო ჟილი (პორ) 6:2, 6:1.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა