ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/8 ფინალი

ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი ოფი მეკარეების დომინირებით მიმდინარეობს. პირველი რაუნდის მეორე დღეს კიდევ ორი "შათაუტი" დაფიქსირდა და ამის წყალობით სტუმარმა გუნდებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

აღმოსავლეთი

ბოსტონი-მონრეალი 0:2

0:1, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 ჯონტა-1 (გომესი-1), 0:2 ჯონტა-2 (გომესი-2).

სერია: 0:1

რიგით მესამე "შათაუტის" ავტორი გახდა კერი პრაისი. არადა, ასეთ გმირობას მისი მეტოქე გოლკიპერისგან - ტიმ ტომასისგან უფრო ელოდნენ. ბოსტონელი მეკარე ლიგის ლიდერი გახდა გაშვებული გოლების, მოგერიებული დარტყმებისა და მოგებათა პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ხოლო ცხრა "შათაუტით" ის რეგულარულში მეორე ადგილზე გავიდა.

პრაისს შარშან თითქმის არ მოუწია პლეი ოფში თამაში. მაშინ "მონრეალის" კარს ბრწყინვალე იაროსლავ ჰალაკი იცავდა, რომელმაც გუნდი აღმოსავლეთის ფინალში გაიყვანა, შემდეგ კი ტრეიდით "სენტ ლუისში" აღმოჩნდა. ახლა პრაისი აპირებს სლოვაკი მეკარის გზის გავლას. გუშინ "კანადიენსის" კარის დარაჯმა 31 დარტყმა მოიგერია და მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. მეორე გმირი ბრაიან ჯონტა იყო, რომელმაც სკოტ გომესის ორი საგოლე პასით 2:0 გამარჯვება მოუტანა "კანადიენსს".

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პრაისმა ბოლო ორ მატჩში "ბოსტონის" წინააღმდეგ საშინლად ითამაშა - სწორედ ის იცავდა თავს 6:8 და 0:7 წაგებულ მატჩებში.

ფილადელფია-ბაფალო 0:1

0:0, 0:0, 0:1

გოლი: 0:1 კალეტა-1 (გრანიანი-1, გოსტადი-1).

სერია: 0-1

ამ სერიაში "ბაფალო" ყველას განწირული ჰგონია. ამ გუნდის ერთადერთი პლუსი ვანკუვერის ოლიმპიადის საუკეთესო მოთამაშე - მეკარე რაიან მილერია. სწორედ ამერიკელმა გოლკიპერმა მოაგებინა გუშინ პირველი თამაში "სეიბრზს". მის ანგარიშზე 35 სეივი მოდის.

მილერმა სასწაულები მოახდინა მეორე პერიოდში - თითქმის 50 წამი გაუმკლავდა "ფილადელფიას", რომელსაც ორით მეტი ჰოკეისტი ჰყავდა ყინულზე და 20 წუთის განმავლობაში 16 დარტყმა მოიგერია. ხოლო, როცა "ბაფალომ" მეტოქის შტურმი მოიგერია და დროებით ინიციატივა მოიპოვა, პატრიკ კალეტამ მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა და "ბაფალოს" ამ სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა მოაპოვებინა.

არადა, "ბაფალოს" სტენლის თასზე საერთოდ არ ელოდებოდნენ - სადღაც იანვრის შუაში ეს გუნდი პლეი ოფის ზონას 10 ქულით იყო დაცილებული, მაგრამ რეგულარულის ბოლო 13 მატჩში მხოლოდ ერთი წააგო და მეშვიდე ადგილიდან გავიდა სტენლის თასზე.

რა თქმა უნდა, "ფილადელფიასთვის" ერთი მატჩის წაგება არაფერს ნიშნავს. შარშან ამ გუნდმა 0:3-დან გადაარჩინა "ბოსტონთან" სერია და შემდეგ ფინალშიც გააღწია. ასე რომ, აქ ჯერ ყველაფერი წინ არის.

დასავლეთი

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 3:2 (ო)

1:0, 1:2, 0:0, 1:0

გოლი: 1:0 ჰიტლი-1 (ქლოუ-1, ი.უაიტი-1), 1:1 დ.ბრაუნი-1 (ჯასტინ უილიამსი-1), 2:1 კუტური-1 (ქლოუ-2, მიურეი-1), 2:2 ჯასტინ უილიამსი-1 (რ.სმიტი-1), 3:2 პაველსკი-1 (ველვუდი-1, ქლოუ-3).

სერია: 1-0

ერთადერთი გუნდი, რომელმაც გუშინ შინ მოიგო, "სან ხოსე" იყო. ცნობილია, რომ "შარქსი" მაღალ დონეზე გამოდის რეგულარულ ჩემპიონატში და შემდეგ პლეი ოფში ვეღარ აჩვენებს კარგ თამაშს - ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში ამ გუნდმა ხუთჯერ წააგო პირველი წრის სერია. მაგრამ, როგორც ჩანს, "ზვიგენების" სამწვრთნელო შტაბმა წელს ტაქტიკა შეცვალა. რეგულარულის მსვლელობისას კარგა ხანი "შარქსის" პლეი ოფში მოხმედრა-არმოხვედრის საკითხი იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ბოლოს გუნდმა კარგი ტემპი აკრიფა და საბოლოოდ, დასავლეთში მეორე ადგილი დაიკავა.

წინა წლებში პლეი ოფში კიდევ უფრო უარესი შედეგები ჰქონდა "ლოს ანჯელესს". ეს გუნდი 1993 წელს უეინ გრეტცკის წყალობით ფინალში მოხვდა, მაგრამ იქედან მოყოლებული 18 წლის განმავლობაში პლეი ოფის ერთადერთი სერია მოიგო.

"კინგზისთვის" შეხვედრა კატასტროფულად დაიწყო - 28 წამზე დენი ჰიტლიმ გახსნა ანგარიში. რომ არა სტუმრების მეკარის ჯონათან კუიკის ბრწყინვალე თამაში (42 დარტყმა მოიგერია), მატჩის ბედი კარგა ხნით ადრე გადაწყდებოდა, ასე კი "ლოს ანჯელესმა" შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, მაგრამ იქ ჯო პაველსკის ფაქტორი არ გაითვალისწინა და დამარცხდა. პაველსკი ის ჰოკეისტია, ვინც შარშან სტენლის თასზე "შარქსის" პირველ რვა მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. ახლა ამ ფორვარდმა, როგორც ჩანს, ახალი შედეგიანი სერია დაიწყო.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის