სერია ა. XXXIII ტურის წინ: სკუდეტოსთვის მებრძოლ მილანელებს თითოეული ქულა ჰაერივით სჭირდებათ
დღეს, სამი მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება: “რომა” “პალერმოს” უმასპინძლებს, “მილანი” “სამპდორიას”, “ინტერი” კი “პარმას” ესტუმრება. სამივე შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნლობა აქვს - მილანური გრანდები სკუდეტოსთვის იბრძვიან და მათთვის თითოეული ქულა ჰაერივით საჭიროა, “რომას” კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების იმედი გაუჩნდა და ნებისმიერი მარცხი ამ იმედის დასამარების ტოლფასი იქნება.

თავის მხრივ, არც ლიდერთა მეტოქეები არიან უმოტივაციოდ - “სამპდორია” და “პარმა” გადარჩენისთვის იბრძვიან და მილანური გრანდების არ იყოს, მათთვისაც ქულებს ოქროს ფასი აქვს. რაც შეეხება “პალერმოს”, ამ გუნდს დელიო როსი დაუბრუნდა და ყველანაირად ცდილობს, რომ კლუბის პრეზიდენტს ახალი კონტრაქტი გამოსტყუოს. არადა, იტალიურ პრესაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მაურიციო ძამპარინი უკვე გაურიგდა სილვიო პიოლას და მომდევნო სეზონიდან როსის სწორედ ის ჩაანაცვლებს.

საყოველთაო ყურადღების ცენტრში მაინც “მილანია”, გუნდი, რომელიც სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს და სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად ითვლება. ამასთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციის თემაა მეტად აქტუალური, რადგან შვედისთვის ეს მიჯრით მეორე მკაცრი სასჯელია და გამოდის, რომ ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გუნდს ვერაფრით ეხმარება. ცალკე სასაუბრო თემაა კრისტიანო რონალდოს “როსონერიში” შესაძლო გადაბარგების ამბავი - უკანასკნელი ინფორმაციით, სილვიო ბერლუსკონი მზად არის, პორტუგალიელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, ეს ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, იქამდე კი “მილანს” სკუდეტო აქვს მოსაგები და ამ გზაზე დღეს “სამპდორიას” შეეტოქება.

“გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, დისკვალიფიცირებულ ზლატან იბრაჰიმოვიჩს რობინიო შეცვლის და ალეშანდრე პატოს შეუწყვილდება. სათადარიგოთა სკამზე მოიაზრება ანტონიო კასანო, რომელმაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და დაუბრუნდა გუნდს. ბრუნდება ანდრეა პირლოც, რომელმაც მძიმე ტრავმა მოიშუშა და სავარაუდოდ, მეორე ტაიმში ჩაერთვება თამაშში. რაც შეეხება ნახევარდაცვის ძირითად ოთხეულს, ასე გამოიყურება: მატიო ფლამინი, მარკ ვან ბომელი, კევინ პრინც ბოატენგი, კლარენს ზეედორფი. მასიმილიანო ალეგრის თქმით, “სამპდორიასთან” გამარჯვება მხოლოდ ძალების მაქსიმალური მობილიზებით არის შესაძლებელი:

“ასეთ თამაშების მოგება ყოველთვის რთულია, რადგან მეტოქე მთელი გუნდით თავს იცავს და ზონებს საიმედოდ კეტავს. როდესაც გუნდისთვის ერთი ქულა მისაღები შედეგია, მის კარში გოლის გატანა მეტად რთული საქმე გახლავთ. ამიტომ, შეტევაში კრეატიულობა გვმართებს და ისე უნდა ვითამაშოთ პირველივე წუთებიდან, თითქოს მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მიდიოდეს. “სამპდორიას” ცუდი დროება უდგას, მაგრამ ეს ორმაგად საშიშია - კრიზისში მყოფი გუნდი სწორედ გრანდთან ცდილობს, რომ ჩავარდნას წერტილი დაუსვას და პროგრესის გზას დაადგეს. ჩვენ ჩვენი ამოცანა გვაქვს და კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ სკუდეტოსკენ.”

“ინტერს” ლაზარეთი ფაქტობრივად დაუცარიელდა და ეს ახარებს ლეონარდოს, მაგრამ შესაძლოა ეს ყველაფერი უკვე ძალიან გვიანია - ამ კვირაში, “ნერაძურიმ” ჩემპიონთა ლიგის გათამაშება დატოვა და ბუნებრივია, ფეხბურთელები უხასიათოდ ხვდებიან “პარმასთან” გასვლით პაექრობას. თუ “ნერაძური” ემილიაში ქულებს დაკარგავს, სასკუდეტო მარათონს ჩამოშორდება, ასე რომ, მატჩს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ლეონარდო ცდილობს, რომ შეგირდებში საბრძოლო სუილისკვეთება გააღვიძოს:

“სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხი და სერია A-ს დარჩენილ პაექრობებზე გადავერთოთ. “შალკესთან” პირველ შეხვედრაში ძალიან დიდი ანგარიშით დავმარცხდით და მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ შევძელით - იმედი მაქვს, ეროვნულ ასპარეზზე მაინც შევძლებთ ლიდერთან ჩამორჩენის აღმოფხვრას და გულშემატკივრებს სკუდეტოს მოპოვებით გავახარებთ. კარგია, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, დასკვნით მატჩებში ეს ძალიან დიდ სამსახურს გაგვიწევს.”

ლეონარდო ტრადიციულ 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე სამუელ ეტოოსა და ჯამპაოლო პაცინის ტანდემს გაამწესებს. ფორვარდების უკან ვესლი სნეიდერი გაირჯება - თუმცა არის მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც ვესლი უკან დაიწევს და გამთამაშებლის პოზიციაზე გორან პანდევი დადგება. ვნახოთ, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

“რომა” რომ “პალერმოს” მიიღებს უკვე გითხარით და აქვე ვთქვათ, რომ ფრანჩესკო ტოტი სრულ მზადყოფნაშია - ეს უმთავრესია, რადგან დედაქალაქელთა ბოლოდროინდელი წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ “პუპონე” გახლავთ. ფრანჩესკო, სავარაუდოდ, ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი იქნება, უკნიდან კი მირკო ვუჩინიჩი, სიმონე პეროტა და როდრიგო ტადეი დაეხმარებიან. სიცილიელთა ბანაკში მთლად დალაგებული არ არის ვითარება, ძამპარინის ყელში ამოუვიდა ამდენი წარუმატებლობა და აცხადებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ ახალ მწვრთნელთან გააფომებს ხელშეკრულებას. ამასთან, პირველად გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხავიერ პასტორეს გასხვიდებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკება გამართოს.

კვირის მატჩებიდან სამი პაექრობა უნდა გამოვარჩიოთ - “ფიორენტინა” “იუვენტუსს” მიიღებს, “კატანია” “ლაციოს”, “უდინეზე” კი “ნაპოლის”. ფლორენიაში ტრადიციული გუნდების პრინციპული დაპირისპირება შედგება და ვნახოთ, ვის დარჩება გამარჯვება. ორივე გუნდის მწვრთნელი მეტად რთულ მდგომარეობაშია და პოსტის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ ჩაატარებენ დასკვნით შეხვედრებს მათი გუნდები და შესაბამისად, “ფიორენტინა” და “იუვენტუსი” ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეერკინებიან.

“ლაციო” “კატანიას” ესტუმრება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისა და გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდები შეასკდებიან ერთმანეთს - აქაც დაუნდიბელი ბრძოლა უნდა გაიმართოს. რაც შეეხება ტურის უკანასკნელ პაექრობას, შემთხვევით არ გახლავთ ცენტრალურ დაპირისპირებად აღიარებული - “უდინეზე” “ლაციოს” უმთავრესი კონკურენტია და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში სურს ასპარეზობა, “ნაპოლი” კი “მილანს” უდგას კუდში და აუცილებლად სამი ქულის მოპოვება ესაჭიროება. მოკლედ, “სტადიო სან პაოლოზე” მდევრების ჯახი შედგება. ბოლოს, დავძინოთ, რომ უდინელებს კვლავაც ალექსის სანჩესის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა, რომელსაც ტრავმა გაუმიზეზდა.

დღეს:

რომა-პალერმო 20.00

დისკვალიფიკაცია: ჟუანი (რომა).

ტრავმა: ჟულიო სერჟიო, მექსე - ილიჩიჩი.

მილანი-სამპდორია 22.45

დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი - მანინი.

ტრავმა: ინძაგი, ამბროზინი, ბონერა, იანკულოვსკი - სემიოლი, ლუკინი.

პარმა-ინტერი 22.45

ტრავმა: პალადინო, მარკესი - სამუელი, მატერაცი, კოუტინიო, სუაზო.

ხვალ:

კატანია-ლაციო 17.00

დისკვალიფიკაცია: მათუზალემი (ლაციო).

ტრავმა: ბელუში, სპოლი, ლიამა - დიაკიტე.

ჩეზენა-ბარი 17.00

დისკვალიფიკაცია: ფონ ბერგენი, სამარკო, კალდერონი, კაზერტა - ა. მაზიელო.

ტრავმა: ფატიჩი, ფელიპე - ს. მაზიელო, კუტუზოვი, ბარეტო, ოკაკა, კასტილო, გლიკი.

კიევო-ბოლონია 17.00

დისკვალიფიკაცია: პერესი (ბოლონია).

ტრავმა: ლუჩანო - მონტელონგო, გარიჩი.

ფიორენტინა-იუვენტუსი 17.00

ტრავმა: იოვეტიჩი, ნატალი - დე ჩელიე, კიელინი, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა, იაკვინტა.

ჯენოა-ბრეშა 17.00

დისკვალიფიკაცია: ედერი (ბრეშა).

ტრავმა: ველოზო, კუჩკა, დესტრო - დალამანო.

ლეჩე-კალიარი 17.00

დისკვალიფიკაცია: ვივესი (ლეჩე).

ტრავმა: ჯულიატო, ოფერე, ბერტოლაჩი - ნენე.

ნაპოლი-უდინეზე 22.45

დისკვალიფიკაცია: აბდი (უდინეზე).

ტრავმა: სოსა, გრავა - ბასტა, ფერონეტი, ბადუ, სანჩესი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 32 20 8 4 56-23 68

2. ნაპოლი 32 20 5 7 52-30 65

3. ინტერი 32 19 6 7 58-35 63

4. ლაციო 32 17 6 9 41-29 57

5. უდინეზე 32 17 5 10 57-34 56

6. რომა 32 15 8 9 49-44 53

7. იუვენტუსი 32 14 9 9 50-40 51

8. პალერმო 32 13 5 14 47-52 44

9. კალიარი 32 12 7 13 38-39 43

10. ფიორენტინა 32 10 12 10 38-35 42

11. ბოლონია 32 11 10 11 34-42 40

12. ჯენოა 32 10 9 13 31-37 39

13. კიევო 32 8 12 12 30-34 36

14. კატანია 32 9 9 14 30-41 36

15. ლეჩე 32 9 7 16 35-53 34

16. სამპდორია 32 7 11 14 26-36 32

17. პარმა 32 7 11 14 30-45 32

18. ჩეზენა 32 7 10 15 29-45 31

19. ბრეშა 32 7 9 16 28-40 30

20. ბარი 32 4 9 19 20-47 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 26 - დი ნატალე (უდინეზე); 25 - კავანი (ნაპოლი); 19 - ეტოო (ინტერი), დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

ლაშა წიკლაური

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო