ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრები ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატის პროგრამას ისმენენ.

ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვაიდენბოში აღმასკომის წევრებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა წარუდგინა.

როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე ქევხიშვილმა განაცხადა, ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა უცხოელ მწვრთნელებთანაც.

"დღეს არის საქმიანი შეხვედრა ერთ-ერთ კანდიდატთან. უცხოელი სპეციალისტი წარმოადგენს თავის ხედვას. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ხედვა ცნობილი ყოფილიყო აღმასკომისთვის. დღეს არავის დანიშვნა არ ხდება, უბრალოდ, მოვუსმენთ და გავაანალიზებთ. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამასთან, მოლაპარაკებები გვაქვს სხვა მწვრთნელებთანაც", - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, აღმასკომის წევრებთან ძიუდოისტების ნაწილის პროტესტზე დღეს საუბარი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს. ცირეკიძესთან ერთად მთელი სამწვრთნელო შტაბი გადადგა.

აღმასკომის სხდომა, რომელზეც ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს უსმენენ, პროტესტის ნიშნად აღმასკომის წევრმა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა დატოვა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს.

"ჩემთვის მიუღებელია ის ფორმატი, რაც აქ ხდება. ფაქტობრივად, რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს, თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ნაკრების ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან. ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს, დაინგრეს ყველაფერი, რაც შეიქმნა.

პირდაპირ ვამბობ, არც ერთს არ აინტერესებს საქართველოს ბედ-იღბალი. თუ გადავხედავთ მის ბეგრაუნდს ყვარელში, იქაც ასე ჯიუტობდა და იქაც ასე გამოიყვანეს ძალით გამგეობიდან. ასეთი დაძაბული სიტუაცია უნდა, რომ შექმნას ქვეყანაში.

თუ გადავხედავთ - გვერდზე ჩოჩელი უზის და ბევრია ისეთი პირი, ვინც პირდაპირ იყო დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". ამას უკვე პოლიტიკური ელფერი ეძლევა", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

აღმასკომის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

NIGHT
ხაბარელი მაგარი გამყიდველი როჯა მას ვქომაგობდი სულ ზუსტად ნაციონალებთან ერთად არ მიაღწია ამდენ წარმატებას ? ტიპი სადაც ფულს ხედავს იქეთ გარბის სამწუხაროა მისი ასეთი ქცევა არადა ძიუდოს მაგრად სჭირდება ეგ კაცი
მძიმეწონა
გუნდს პირველ რიგში მწვრთნელი ჭირდება და სპორტული ფსიქოლოგი.რაც ოლიმპიადაზე მოხდა ის რომ არ განმეორდეს.,,ყველააფერშიკი,,კახაბრიშვილი მარტო რომ არ კმარა გამოჩნდა!!! გუნდი პროტესტს აცხადებს და ვის მწვრთნელს ირჩევთ?!
გიორგი
ფეხბურთის(!) გუნდის ფიზიოთერაპევტების ძიუდოს ნაკრებში მწვრთნელად მოწვევა ალბათ დავით ქევხიშვილის გენიალური რეფორმის ერთ–ერთი ნაწილია.
იასონი
ჰოლანდიელმა უნდა გვასწავლოს ძიუდო??? )))))))))
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
შოთა ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა
აღმასკომი შოთა ხაბარელის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
დავით ქევხიშვილი: ჰოლანდიელმა მწვრთნელმა აღმასკომის წევრების დადებითი განწყობა დაიმსახურა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა
მიხეილ გიორგაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შოთა ხაბარელის აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვაზე კომენტარი გააკეთეს
შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებს „კოლექტიურ ქევხიშვილებს“ უწოდებს
"როდესაც აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება" - შოთა ხაბარელი ილეთის შესახებ, რომელსაც მისი სახელი ეწოდა