ხვალ ბრემენის "ვერდერი" ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე რიგით მესამე შეკრებას დაიწყებს და გუშინ გადაწყდა, რომ...

ხვალ ბრემენის "ვერდერი" ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე რიგით მესამე შეკრებას დაიწყებს და გუშინ გადაწყდა, რომ ბრემენულ კლუბს ბად ვალტერსდორფში ტორსტენ ფრინგსიც გაჰყვება. 33 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მოირჩინა და გუშინწინ მსუბუქად ივარჯიშა, ახლა კი ვარჯიშების სრული დატვირთვით განახლებაც შეუძლია. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ საკითხავია, გაჰყვება თუ არა "ვერდერს" შეკრებაზე შვედი თავდამსხმელი მარკუს როზენბერგი.

"ახლა უკვე ძალიან კარგად ვარ და არაფერი მაწუხებს, გავალ თუ არა მოედანზე, ეს, რა თქმა უნდა, შააფის გადასაწყვეტია. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დარწმუნებული ვარ, შაბათს თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრა", - აცხადებს ფრინგსი და იმედოვნებს, რომ შაბათს გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც "მუსიკოსები" უნგრულ "ჰალადასს" ხვდებიან, გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას შააფი ათამაშებს.

ფრინგსთან ერთად, შააფს ლაზარეთიდან ბრაზილიელი მცველი ნალდოც დაუბრუნდა და ნახევარმცველი დანიელ იენსენიც. ამ უკანასკნელის საქმე გაცილებით უკეთაა: დანიის ნაკრების ნახევარმცველი დღეიდან სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

სამაგიეროდ, ნამდვილად ცუდადაა შვედი ფორვარდის, მარკუს როზენბერგის საქმე. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მას "ვერდერის" დატოვება მოუწევს. მართალია, როზენბერგმა "ფრაიბურგთან" ტესტმატჩში დუბლი შეასრულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გამორიცხულია, რომ შააფმა ის კლუბში დატოვოს. როზენბერგს გასულ სეზონში კიდევ ერთხელ მიეცა იმის შანსი, რომ შააფისთვის თავისი შესაძლებლობები დაემტკიცებინა და რაკი ეს ვერ შეძლო (მხოლოდ 1 გოლი მთელ სეზონში), "მუსიკოსების" დამრიგებელმა მასზე ახლა უკვე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი. ამრიგად, როზენბერგი გაყიდვის ნომერ პირველი კანდიდატია. თანაც, ბრემენული კლუბის წინა ხაზში ხომ უდიდესი კონკურენციაა - მას მერე, რაც გუნდმა ახალგაზრდა ავსტრიელი თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი იყიდა, შააფს სამი მაღალი კლასის ფორვარდი ჰყავს: არნაუტოვიჩი, კლაუდიო პისარო და უგო ალმეიდა.

"გამორიცხული არ არის, რომ მარკუსი ჩვენთან დარჩეს, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება. ჩვენ მისი დარჩენის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ როზენბერგს უნდა, რომ უფრო ხშირად ითამაშოს, ჩვენ კი ამის გარანტიას ვერ ვაძლევთ. ასე რომ, საინტერესო წინადადების შემთხვევაში მარკუსს გავყიდით", - ეს "ვერდერის" ბოსის, კლაუს ალოფსის სიტყვებია. ცნობილია, რომ როზენბერგის გადაბირება ფრანგულ კლუბებს, პსჟ-სა და "მონაკოს" უნდათ.

Germaneli
მაგარი სათაურია :))) ფრინგსი გერმანიის ნაკრებში!!!
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა