გია ჭანტურია ყოფილი კლუბისგან, კონტრაქტის გაწყვეტისთვის, კომპენსაციის სახით 29 ათას ლარს ითხოვდა

37 წლის გია ჭანტურიასა და "ზესტაფონის" ხანგრძლივი დავა საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში პირველის სასარგებლოდ გადაწყდა. სხდომა პარასკვეს გაიმართა, მაგრამ ჩემპიონატის ტურისა და იმ დღეს მომხდარი მოვლენების გამო ჩრდილში მოექცა.

გია ჭანტურია თავის ყოფილ კლუბ "ზესტაფონს" კონტრაქტის გაწყვეტის გამო ედავებოდა და კომპენსაციის სახით 29 ათას ლარს ითხოვდა. ეს თანხა მას უნდა აეღო კონტრაქტის დასრულებამდე, ანუ მისი გაშვებიდან 14 თვის განმავლობაში, ფეხბურთელის ხელფასი თვეში 2000 ლარს შეადგენდა.

ჯიმშერ ტყებუჩავა, საფეხბურთო დავების საფეხბურთო არბიტრაჟის დირექტორი:"15 აპრილს არბიტრაჟში გია ჭანტურიასა და "ზესტაფონის" დავა განიხილეს თავმჯდომარე ეთერ ხორნაულმა, აგრეთვე არბიტრაჟის წევრებმა ზურაბ ბიწაძემ და გია აბაშიძემ, რომელთაც გადაწყვირეს: "ზესტაფონს" ჭანტურიას სასარგებლოდ დაეკისრა 14 თვის მიუღებელი შემოსავლის, 29 ათასი ლარის, აგრეთვე ჭანტურიას მიერ საქმის აღძვრისას გადახდილი საარბიტრაჟო მოსკარებლის - 725 ლარის გადახდა. საქმის განხილვას არ დასწრებია "ზესტაფონის" წარმომადგენელი, არადა, მას წინასწარ გავუგზავნეთ დადგენილება არბიტრაჟის კომპეტენციის თაობაზე და თუ განხილვაზე თანახმა არ იყვნენ, შეეძლოთ კანონის საფუძველზე გაესაჩივრებინათ".

"ჭანტურიაVშ"ზესტაფონი" არბიტრაჟის განხილული ერთადერთი დავა არ იყო. არბიტრაჟმა პირველად ვალტერ გუჩუას სარჩელი განიხილა, რომელმაც "სამტრედიას" ხელფასის გადაუხდელობისთვის უჩივლა. ტყებუჩავას თქმით, "სამტრედია" ფეხბურთელს 3300 ლარის გადახდაზე უპრობლემოს მოურიგდა, თანხას კი აგვისტოს დასაწყისში დაუფარავს.

ყველაზე საინტერესო კი ახლა დაიწყება: როგორ აღსრულდება არბიტრაჟის გადაწყვეტილება? "ზესტაფონისა" და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ამასწინდელი დავის დროს კლუბის პრეზიდენტმა "მსოფლიო სპორტთან" ინტერვიუში განაცხადა:"უნდა დაფუძნებულიყო დამოუკიდებელი სპორტული არბიტრაჟი. როცა მას რომელიმე კლუბი, ფედერაცია ან პროფლიგა აფუძნებს, ეს კანონის დარღვევაა და შემდეგ მეპატიჟებიან, მოდი და ამ ჩემს არბიტრაჟში გავარჩიოთ საქმეო. ეს არბიტრაჟი აპირებს ჭანტურიასა და "ზესტაფონის" დავის გარჩევას. გეკითხებით - სად აპირებენ მერე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას? მერწმუნეთ, არცერთი სასამართლო მათი განაჩენის აღსრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს".

ამას სიჭინავამ პრესკონფერენციაზე უპასუხა – არბიტრაჟი ფედერაციამ იმიტომ დააფუძნა, რომ ამას ფიფა ითხოვს, არბიტრაჟის დაფუძნებაში კი "ზესტაფონის" წარმომადგენელიც მონაწილეობდაო.

აპირებს კი "ზესტაფონი" გადაწყვეტილებას დაემორჩილოს? ამ კითხვით კლუბის პრეს-ატაშე სერგო ფუტკარაძეს მივმართეთ.

"საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავეცნობით და უახლოეს დღეებში "ზესტაფონის" პოზიციას აუცილებლად გაცნობებთ" - გვითხრა მან.

რა მოხდება, თუ "ზესტაფონი" არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, საინტერესოა, ვინ აღასრულებს ვერდიქტს?

ჯიმშერ ტყვებუჩავა:"არბიტრაჟის შექმნაზე მემორანდუმს პირველად ხელი "ზესტაფონის" წარმომადგენელმა მოაწერა. ჩვენ დავას მხოლოდ საფეხბურთო სუბექტებს შორის განვიხილავთ, რაც არბიტრაჟის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. საფეხბურთო არბიტრაჟი 2001 წელს თავად ფიფამ დააფუძნა, პოსტსაბჭოურ საფეხბურთო სივრცეში კი ამ საქმეში საქართველოა პიონერი.

რაც შეეხება აღსრულებას: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა და ვერ გასაჩივრდება. თუ "ზესტაფონი" თანხას არ გადაიხდის, ჭანტურიას ადვოკატს აქვს უფლება, აღსრულების თაობაზე ჯერ მიმართოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელსაც შეუძლია ყველა სახის სანქციის გამოყენება - კლუბისთვის ტრანსფერების, ლიცენზიის შეჩერება და სხვა.

თუმცა მხარეები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, თავი შეიკავონ სამოქალაქო სასამართლოს ჩარევისაგან. თუ ფედერაციის გადაწყვეტილებაც ვერ იმოქმედებს, ფეხბურთელმა უნდა მიმართოს ფიფას და უეფას, რომ მხარე არ ასრულებს გადაწყვეტილებას, რაც ქართული ფეხბურთის სახელისთვის მომგებიანი არ იქნება.

ბოლოს კი, თუ ყველა სპორტული გზა ამოიწურება, არბიტრაჟის შესახებ კანონით, ჭანტურიას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო სააპელაციო სასამართლოს და არსებულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერა მოითხოვოს. თუმცა დასაშვებია, რომ აღსრულების უფლება არც გასცენ".

tolika
რა პრობლემაა, ადგება და სასამართლოს მიმართავს. რა სასამართლოზე მიმართვის უფლება წართმეული აქვს? მთავარია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდეს გაშვებული, რომელიც სამოქალაქო კოდექსის თანახმად 3 წელს შეადგენს. საერთოდ თავიდანვე სასამართლოსათვის უნდა მიემართა და კონტრაქტის შეწყვეტისათვის ზიანის ანაზღაურებაზე ედავა.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის