არის! არის! საქართველოს ნაკრებმა"ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა! [VIDEO]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ამხანაგურ მატჩში "ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა 16:15.
"დინამო არენაზე" მატჩზე მართლაც საზეიმო განწყობა იყო, ეროვნული ჰიმნების შესრულებას ფოიერვეკები მოჰყვა და თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო. თუმცა, ვერ იხეირეს და სოსო მათიაშვილმა 2 საჯარიმოთი წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. სამწუხაროდ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჩვენმა დაცვამ შეცდომა დაუშვა, რასაც გაშვებული ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 6:7.
მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ბრწყინვალე გარღვევის შედეგად ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა. შემდეგ ფრანგებმა საჯარიმოში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს 11:10. შემდეგ სანდრო თოდუამ ლელო გაიტანა, მათაიშვილმა გარდასახვა - ვერა.
ბოლოს, მეტოქემ დამატებულ დროში ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.
31.05.18. საქართველო - ფრანგი ბარბაროსები 16:15
გილოცავთ!
სოსო
შაკო,ეს ინფორმაცია 28 მაისის სტატიიდან მივაწოდე ბაჩოს,შეგიძლია შენც გადაამოწმო.ახლა, სპეციალურად მოვძებნე ხელმეორედ.
შაკო
ეს საფრანგეთის მეორე ნაკრებია ოფიციალური და მეორე ლიგიდან საერთოდ არავინ ყავდათ, ყველანი ტოპ-14 ის შვილები იყვნენ და თუ არ იცით არასწორად ნუ წერთ კომენტარებში
rugby
რეიტინგში შეიცვლება რამე ?
korben dallas
ყოჩაღ !!! DDDDDDD ეს დაახლოებით იგივეა, დაბალი დონის რესტორნის შეფ-პოვარმა რომ თქვას, თუ ჩემი საჭმელი არ მოგეწონათ და კუჭები გაქვთ აშლილი, ნუ იბოღმებითო DDDDDDDD
ლევანი
სამწუხაროდ, ეს იმ შემთხვევათაგანი იყო როდესაც გამარჯვებით ბოლომდე ვერ ვისიამოვნე. თუმცა აბსოლუტურად გასაგებია რომ ამას ბევრი ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ეს თამაში უფრო ექსპერიმენტულ დატვირთვას ატარებდა (შემადგენლობიდან გამომდინარეც), ვიდრე მაღალ ხარისხზე ორიენტირებული, აუცილებლად მოსაგები თამაშისას...
Burdzgla
ვისაც რაგბი ესმის იმას ვეუბნები რო ძაან მაგარი თამაში იყო (ამ შემადგენლობით), ხოდა ფუტბალისტებმა დაანებეთ თავი ენის ტყაჭუნს
ლევანი
ბოღმიანობა რა შუაშია თამაშის არმოწონებასთან?? ჯანსაღი კრიტიკა არ არის ბოღმიანობა...
გურამი
დინამოს სტადიონმა ხმის აპარატურა ვერ ჩართო წესიერად. არცერთი ჰიმნი არ ისმოდა. თამაშის კომენტატორიც სტადიონზე უცხოპლანეტელივით ისმოდა, და ბოლოს იმედის არხი ჩართეს ტაბლოზე. ყანაა?
სოსო
ეს საფრანგეთის მეორე ნაკრები კი არა,საფრანგეთის მეორე ლიგის ნაკრები იყო.მათ როგორც ბარბაროსებს შეჰფერით,გახსნილი,ავანტიურული რაგბი ითამაშეს და ჩვენებიც აიყოლიეს.არა მგონია ეს ჰეიგს მოსწონებოდა/შედეგად მივიღეთ ღია,თვალსასეირო,შეცდომენით სავსე,მაგრამ მორაგბეებისათვის სახალისო მატჩი.აი ჰეიგს კი ვფიქრობ ამ მატჩმა საფიქრალი გაუმრავლა,შერკინება ვერ იყო დონეზე,სოსო მათიაშვილმა ორიდან ორი გარდასახვა გააფუჭა,ასეთი რამ,მგონი თვითონაც არ ახსოვს სოსოს,ვასკას აშკარად დაკარგული ფორმა კი უკვე საგანგაშოა,მისი კლუბი თვითონაც რეგრესირებს და ვასკაც თან გაიყოლია.სხვა რა,ვულოცავ ბიჭებს ამ იღბლით მორთმეულ გამარჯვებას და წარმტებულ თამაშს თამაშს ვუსურვებ ოკეანეთის ტურნეში,იქ ყველაფერი გაცილებით სერიოზულად იქნება და ჩვენებიც შესაბამისად მოიქცევიან.ეს თამაში კი გასახურებლად და შეთამაშებისათვის მშვენიერი საშუალება იყო და ასეთი ავანტიურისტული თამაშიც ხომ ოკეანეთის ქვეყნების სათამაშო სტილია.
roma
ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას და მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის. ვისაც თამაში არ მოეწონა იმათ მინდა ვუთხრა სამი სიტყვით. ნუ ხართ ბოღმიანები.
zura
შეიძლება კომენტატორს თხოვოთ გაუფრთხილდეს საკუთარს და ჩვენს ნერვებს...საქართველოში კომენტატორობა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ თამაში გესმის...
ამ თამაშმა მე მაჩვენა რომ ძალიან მაგარი თაობა მოდის, რომელსაც ხელით თამაში უფრო გამოსდის. ვინც ამ თამაშში პოზიტივი ვერ დაინახა მგონი რაგბი არ ესმის საერთოდ. იყო შეცდომები, მაგრამ ეს თამაშია, რომელიც მართლა კარგად გამოგვდის. სანამ ლელოს გავუშვებდით პირველ ტაიმში 100%-იანი ლელო ჩვენ დავდეთ, რომელიც ვერ დაინახა მსაჯმა და შემდგომ ჩვენს რაქში რომ გადმოყარეს ბიჭები და ბურთი ხელში იგდეს ფრანგებმა ყელში ბოჭვა იყო მათგან ფეხზე მდგომი კაცის (გადაახვიეთ - 35-ე წუთზე ხდებოდა ეს ყველაფერი), ბოლოს მსაჯმა სულ აურია - დამთავრებულ თამაშზე დააბრუნა დამახსოვრებული ჯარიმა???-ტონუსიდან გარკვეულწილად ვარდება გუნდი ასეთ დროს. პ.ს. ეს კომენტატორი კი საშინელებაა, შერკინებაში უპირატესობის მეტი მისთვის სხვა არაფერია რაგბი და გუშინ მთელი თამაში ერთადერთი ნათელი წერტილი მათიაშვილი იძახა და დამაწყვიტა ნერვები.
მერაბი
არ იყო კარგი თამაში, დაცვაში პრობლემებია. გარდასახვებიც ვერ გამოვიყენეთ. ფრანგებმაც ვერ გამოიყენეს შანსი,თორემ წავაგებდით!
Lou
ეტყობა მაგრა ერკვევი რაგბში ზოგადა და ჩვენ ნაკრებში კერძოდ. ეს მეროე შემადგენლობაც არაა ჩვენი ნაკრების, ძალიან ექსპერიმენტული იყო
შიო
ეს საქართველოს სუპერ შემადგენლობა არ იყო და მაინც საღოლ მე2 გუნდს
კახა
სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საინციატივო ჯგუფი და დაიწყოს ხელმოწერებისცშეგროვება რომ გორგოძე და ზირაქაშვილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავაბრუნოთ ნაკრებში რამხელა ძალაა ორივე ჩვენი ნაკრებისთვის ამას ალბათ ახსნა არ სჭირდება ვფიქრობ მილიონი ქართველის თხოვნას ანგარიშს გაუწევენ ორივე თან კარიერა აქტიური მოთამაშეებისა არ დაუმთავრებიათ დღეს გვჭირდება ორივე რამოდენიმე წუთიც რომ გამოიყენონ მათი ყოფნა ფადაუდებელია დანარჩენი მორაგბეებისთვის
ბაჩო გ
ეს საფრანგეთის მეორე ნაკრები იყო ხო?
dato
ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა ჩვენ ნაკრებზე . ესეთი თამაშით მსოფლიოზე შორს ვერ წავალთ
rugby
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
მილტონ ჰეიგი: გვეძლევა შანსი, ჩვენი ქომაგის წინაშე სრულფასოვანი მატჩი გავმართოთ
31 მაისს "ბორჯღალოსნები" "ფრანგ ბარბაროსებს" უმასპინძლებენ
"ბორჯღალოსნები" VS "ფრანგი ბარბაროსები" - სამატჩო შემადგენლობა და ბევრი ახალგაზრდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ფრანგი ბარბაროსების" მწვრთნელი: თქვენი გუნდიდან 14 ნომერს გამოვარჩევთ
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
საქართველოს ნაკრებმა "ფრანგ ბარბაროსებთან" პირველი ტაიმი 6:7 წააგო
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის