"შტუტგარტს" ახალი მენეჯერი ჰყავს: გელზენკირხენის "შალკეში" "გაქცეული" ჰორსტ ჰელდტი, შვაბური კლუბისთვის ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა...

"შტუტგარტს" ახალი მენეჯერი ჰყავს: გელზენკირხენის "შალკეში" "გაქცეული" ჰორსტ ჰელდტი, შვაბური კლუბისთვის ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა ფრედი ბობიჩმა შეცვალა. შესაძლოა, არ იცოდეთ და აუცილებლად გეტყვით, რომ ფრედი აქამდე ბულგარეთში, ბურგასის "ჩერნომორეცში", ასევე მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. სხვათა შორის, ამ კლუბს კიდევ ერთი ლეგენდარული შტუტგარტელი, ბულგარელი კრასიმირ ბალაკოვი წვრთნის. ხსენებულ კლუბთან მას კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებდა.

"მიხარია, რომ "შტუტგარტში" ვბრუნდები. 11 წელია, ამ კლუბთან არანაირი შეხება აღარ მქონია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ჩემი მშობლიური კლუბია. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში შვაბურ კლუბში ბევრი რამ შეიცვალა," - განაცხადა ბობიჩმა გუშინ, ოფიციალურ პრეზენტაციაზე. ფრედის მენეჯერობაში ასისტენტობას იოხენ შნაიდერი გაუწევს. ბობიჩმა "შტუტგარტთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გაგახსენებთ, რომ ფრედი ბობიჩმა სახელი სწორედ "შტუტგარტში" გაითქვა. ის ბალაკოვთან და ჯოვანი ელბერთან ერთად, შვაბური კლუბის "მაგიურ სამკუთხედს" ქმნიდა. "შტუტგარტის" ფორმითYჩატარებულ 148 მატჩში ფრედის 69 გოლი აქვს გატანილი. 1997 წელს მან VFB-სთან ერთად, გერმანიის თასი მოიგო. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი ბობიჩი აქტიური სპორტული კარიერის დროს, ბუნდესლიგაში "შტუტგარტის" გარდა, დორტმუნდის "ბორუსიას", "ჰანოვერისა" და ბერლინის "ჰერტას" ღირსებას იცვავდა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა