ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეტელი ლუისმა შეაჩერა

ფეტელი ლუისმა შეაჩერა

ჩინეთის გრან პრის გამარჯვებული "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი გახდა, რომელსაც ეტაპი შარშან აგვისტოს შემდეგ არ მოუგია
სებასტიან ფეტელის მიერ მოპოვებული ზედიზედ მესამე პოულის შემდეგ ბევრს გაახსენდა ის სეზონები, როცა მიხაელ შუმახერი დომინირებდა მსოფლიოს ჩემპიონატში და ტიტულისთვის ბრძოლას აზრი ეკარგებოდა.

პირველ ორ რბოლაში "რედ ბულის" პილოტმა კარგად გამოიყენა ეს უპირატესობა, მაგრამ ზედიზედ მესამედ გერმანელმა სტარტის მოგება ვერ მოახერხა და ორი "მაკლარენი" წინ გაიჭრა. ჯენსონ ბატონი დამაჯერებლად გადავიდა პირველ ადგილზე, ლუის ჰემილტონმა კი ფეტელთან დაძაბულ ბრძოლაში მაინც მოიპოვა მეორე პოზიცია. უფრო მეტიც, მსოფლიოს ჩემპიონი კინაღამ მესამე პილოტმაც ჩამოიტოვა, თუმცა სებმა ბოლო მომენტში წინ არ გაუშვა ნიკო როსბერგი ("მერსედესი"). ფელიპე მასამ ("ფერარი") კი უკვე ტრადიციულად სტარტზე თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს გაუსწრო.

ფეტელს წარუმატებელი სტარტის გამო არ უნაღვლია და დაელოდა იმ მომენტს, როცა "მაკლარენის" პილოტების ბოლიდებზე საბურავები გამოუსადეგარი გახდა: "რედ ბულის" ლიდერმა ჰემილტონს ტრასაზე გაუსწრო, ბატონს - უფრო წარმატებული პიტსტოპის ხარჯზე. პრინციპში, იმ მომენტში დამნაშავე თავად ბატონი იყო, რომელიც პიტლეინზე შეცდომით "რედ ბულის" მექანიკოსებთან შევიდა (!!!), რითაც გვარიანად შეაშინა ავსტრიული და საკუთარი გუნდის ტექნიკური პერსონალი.

საერთოდ, საკუთარ პიტსტოპებამდე "მაკლარენის" წევრები ისე ნელა მოძრაობდნენ, რომ მალე ამ დუეტს დაეწია მასასა და ალონსოს წყვილი. საბოლოოდ, პირველი გაჩერების შემდეგ ბრაზილიელმა ერთი ხელის მოსმით გაუსწრო ბატონსაც და ჰემილტონსაც. კიდევ უფრო უცნაური ამბები ხდებოდა წინ: პირველი პიტსტოპების შემდეგ ლიდერი არა ფეტელი, არამედ როსბერგი გახდა! ნიკო რბოლის პირველ ნაწილში ბევრით არ ჩამორჩენილა "მაკლარენის" დუეტსა და ფეტელს, ადრე გაემართა საბურავების შესაცვლელად და ამის წყალობით პელოტონის სათავეში მოექცა. უფრო მეტიც, ამ წარმატებით გამხნევებული გერმანელი სიჩქარითაც დიდად არ ჩამოუვარდებოდა მრისხანე "რედ ბულს".

საერთო ჯამში, ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ ლიდერები ვერ გარკვეულიყვნენ ტაქტიკის შესახებ: ორი თუ სამი პიტსტოპი, ბოქსებში ნაადრევად შესვლა თუ გვიან... სიტუაცია ფაქტობრივად ყოველ წრეზე იცვლებოდა და სისწრაფეში უპირატესობა ერთი მეტოქიდან მეორეზე გადადიოდა. ერთი მომენტი ისე ჩანდა, გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს როსბერგი იყო, შემდეგ იგივე აზრი მასას მიმართ გაჩნდა, მოგვიანებით ფეტელისა და "მაკლარენების" ჯერი დადგა... აბსოლუტურად არეული სიტუაცია იყო.

რაც შეეხება წინა ორი ეტაპის კიდევ ერთ ლიდერს - "ლოტუს-რენოს", მათ გვიან შეასრულეს პირველი პიტ-სტოპი, რითაც შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ისინი ორ პიტსტოპზე მიდიოდნენ. თუმცა ეს ეჭვი არ გამართლდა ნიკ ჰაიდფელდთან მიმართებაში, რომელმაც მეორედ მექანიკოსებთან ადრე შეუხვია, ვიტალი პეტროვი კი აშკარად ორ პიტსტოპზე მიდიოდა და წინასწარი გათვლებით ქულათა ზონში უნდა შესულიყო. საბოლოოდ ასეც მოხდა - რუსმა ორი ქულით შეავსო საერთო ჩათვლაში საკუთარი მარაგი.

დავუბრუნდეთ ლიდერებს. პიტსტოპების მეორე ტალღის შემდეგ წინ როსბერგი დარჩა, რომელიც უსწრებდა "მაკლარენის" წყვილს. თავის მხრივ, ბატონმა და ჰემილტონმა ნაადრევად გამოცვალეს საბურავები და ამით მასას გასწრება მოახერხეს. რაც შეეხება ფეტელს, მან მეორე პიტსტოპი ძალიან გვიან შეასრულა, რითაც ყველას მიანიშნა, რომ ბოქსებში შესვლას აღარ აპირებდა. გასარკვევი ის იყო, რამდენად გაუძლებდა საბურავი და როგორ შეიცვლებოდა სხვაობა კონკურენტებთან. იგივე კითხვები ისმოდა მასასთან მიმართებაში.

მესამე პიტსტოპის შემდეგ როსბერგი ტრასაზე პირდაპირ ჰემილტონის წინ დაბრუნდა - ისინი მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ, რბოლის სათავეში კი ფეტელი და მასა იყვნენ. როსბერგისა და ჰემილტონის დუეტი სულ მცირედით ჩამორჩებოდა მასას, ვისაც უფრო ახალი საბურავი ჰქონდა. იქვე ნიკოს რადიოთი შეატყობინეს, რომ, შესაძლოა, საწვავი ფინიშამდე არ ჰყოფნოდა... და შეტევების მთელი სერიის შემდეგ ლუისი მაინც წინ გაიჭრა.

რბოლის დასრულებამდე 15 წრით ადრე ლიდერთა მდგომარეობა ასეთი იყო: ფეტელი და მასა ლიდერობდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ მესამე პიტსტოპს თავიდან აიცილებდნენ, ბრაზილიელს უახლოვდებოდა ჰემილტონი, როსბერგზე იერიშის მიტანას აპირებდა ბატონი. ალონსოს არავინ აწუხებდა მეექვე პოზიციაზე (ესპანელი პიტსტოპების შემდეგ ტრაფიკში ხვდებოდა და მისი ჩამორჩენა ამით აიხსნებოდა), მის უკან კი მარკ უებერი ("რედ ბული") მიდიოდა: ავსტრალიელმა მე-18 პოზიციიდან აიღო სტარტი, სამი პიტსტოპი შეასრულა და ძალიან წაიწია წინ. უფრო მეტიც, ფინიშთან ახლოს "რედ ბულის" პილოტი კოსმოსურ სიჩქარეს აჩვენებდა (1.39 კონკურენტების 1.41-ის წინააღმდეგ) და ოპერატიულად მიუახლოვდა ალონსოს. მეექვსე ადგილისთვის ბრძოლა არ ყოფილა - მარკმა უბრალოდ გვერდი აუარა ფერნანდოს.

კარგად მიჰყავდა რბოლა მიხაელ შუმახერს ("მერსედესი"): ბრწყინვალე სტარტის შემდეგ გერმანელს მოძრავ ანტიფრთასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და ამის მიუხედავად, დამაჯერებლად ინარჩუნებდა მერვე ადგილს. ქულათა ზონის ბოლო ორი პოზიცია პოლ დი რესტასა (""ფორს ინდია") და კამუი კობაიაშის ("ზაუბერი") ეკავათ.

ჰემილტონმა როსბერგის გასწრების შემდეგ არ მოისვენა, სწრაფად დაეწია მასას და საკმაოდ ოპერატულად გაუსწრო ბრაზილიელს. შემდეგ კი ლუისმა არც ფეტელი დაინდო ლიდერობისთვის ბრძოლაში. ამასობაში, ბატონმა უკან ჩამოიტოვა როსბერგი და ასევე კვალში ჩაუდგა მასას - "მაკლარენი" ორმაგ პოდიუმს უმიზნებდა. და სულ მალე ბატონმა სამეულში შეაღწია. ბრაზილიელი კი ამით არ "დაკმაყოფილდა" და როსბერგიც და უებერიც გაატარა.

უებერი სასწაულებს ახდენდა და ყოველ წრეზე ორ წამს უგებდა ლიდერებს. ავსტრალიელმა მეორე ცდიდან გაუსწრო როსბერგს და მეოთხე ადგილზე გადავიდა, რაც ისედაც ბრწყინვალე შედეგი იყო. ნაკლებად სჯეროდა ვინმეს, რომ უებერი ბატონსაც გაუსწორდებოდა. მართალია, "მაკლარენი" გაცილებით ნელა მოძრაობდა, მაგრამ ფინიში სულ ახლოს იყო. და მაინც, პოდიუმზე სწორედ ავსტრალიელი ავიდა, რაც ამ რბოლის მთავარი გმირობა და სენსაცია იყო.

ჰემილტონმა კი პირველ გამარჯვებას მიაღწია სეზონში, პირველი პოდიუმი მოიპოვა უებერმა, აშკარა იყო "მერსედესის" პროგრესი (ორივე პილოტი ქულათა ზონაში მოხვდა)... სეზონი სულ უფრო საინტერესო ხდება.

"ვფიქრობ, დღეს ჩვენ სწორად შერჩეული ტაქტიკა დაგვეხმარა, რომელიც ჯერ კიდევ კვალიფიკაციამდე დავგეგმეთ. ახალი რბილი საბურავები, როგორც ჩანს, უფრო დიდხანს ძლებდა, ვიდრე საბურავები მეტოქეების მანქანებზე. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: პიტსტოპები იყო იდეალური, მანქანა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მე კი საბურავებს ვუფრთხილდებოდი. საერთო ჯამში, სეზონში საუკეთესო რბოლა ჩავატარე - დაძაბული ბრძოლითა და ბევრი გასწრებით...

წინ გრძელი სეზონია, გუნდი აგრძელებს დაძაბულ მუშაობას "რედ ბულთან" მაქსიმალურად ახლოს მისასვლელად. ვფიქრობ, რბოლის დროს ტემპი თითქმის ერთნაირი გვაქვს, მაგრამ კვალიფიკაციაში აშკარად ჩამოვრჩებით. ასე რომ, სამუშაო ბევრი გვაქვს", - განაცხადა ჰემილტონმა, რომელსაც, სხვათა შორის, შარშან აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდა მოგებული ეტაპი.

ჩინეთის გრან-პრი. III ეტაპი

შანხაი (56 წრე, 305.066 კმ)

1(3). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:36.58,226

2(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +5,198

3(18). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +7,555

4(2). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +10,000

5(4). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +13,448

6(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +15,840

7(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +30,622

8(14). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +31,026

9(10). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) +57,404

10(13). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1.03,273

11(8). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.08,757

12(16). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) +1.12,739

13(15). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +1.30,189

14(9). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +1.30,671

15(11). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე

16(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე

17(12). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე

18(17). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე

19(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე

20(21). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 2 წრე

21(22). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე

22(23). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 2 წრე

23(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT F1, ინდოეთი) 2 წრე

24(7). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 46 წრე

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 105 ქულა; 2. მაკლარენი - 85; 3. ფერარი - 50; 4. ლოტუს-რენო - 32; 5. მერსედესი - 16; 6. ზაუბერი - 7; 7. ტორო როსო - 4; 7. ფორს ინდია - 4.

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ