ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ოთხი ფავორიტი გამოიკვეთა

ოთხი ფავორიტი გამოიკვეთა

ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/8 ფინალი

გასულ ორ დღეს პლეი ოფის რვავე წყვილში გაიმართა მორიგი შეხვედრები და ოთხ დაპირისპირებაში გამოიკვეთა ფავორიტი - "ვაშინგტონმა", "მონრეალმა", "დეტროიტმა" და "ვანკუვერმა" თავიანთ სერიებში 2:0 წაიყვანეს ანგარიში.

პიტსბურგი-ტამპა ბეი 1:5

0:3, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 ბრიუერი-1 (საიმონ განიე-1, ჰედმანი-1), 0:2 ლეკავალიე-1 (საიმონ განიე-2, სენტ ლუისი-1), 0:3 ტომპსონი-1 (დაუნი-1, ბრიუერი-1), 1:3 კ. ადამსი-1 (ეშემი-1), 1:4 სენტ ლუისი-1 (საიმონ განიე-3, ბრიუერი-2), 1:5 ოლუნდი-1.

სერია: 1:1

პირველ მატჩში შესრულებული "შათაუტის" შემდეგ "პიტსბურგის" მეკარე მარკ-ანდრე ფლერიმ მეორე შეხვედრაში თავიდანვე ნოკდაუნი მიიღო - საწყის შვიდ წუთში ორი შაიბა გაუშვა, რასაც პირველი პერიოდის ბოლოს მესამეც დაემატა და 3:0-მა "ტამპას" სასარგებლოდ განსაზღვრა კიდეც მატჩის შემდგომი ბედი.

სტუმრებმა ინიციატივა დაუთმეს მეტოქეს და კონტრშეტევებზე ააგეს თამაში, მაგრამ კვლავ კროსბის გარეშე მოთამაშე "პინგვინებმა" მხოლოდ ერთი შაიბის გაქვითვა მოახერხეს - სხვა შემთხვევებში შესანიშნავად თამაშობდა მეკარე როლოსონი, რომელსაც იმ საღამოს 35 სეივი დაუგროვდა. ხოლო, როცა მეორე პერიოდის დასრულებამდე 14 წამით ადრე სენტ ლუისმა ანგარიში 4:1 გახადა, თამაშში ინტრიგა საბოლოოდ გაქრა.

"პიტსბურგმა" შვიდი ცდიდან ვერცერთხელ ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა, სულ კი ამ სერიაში 13 ასეთი შანსი ჰქონდა და ჯერ ვერ გაათამაშა ზედმეტი ჰოკეისტი. აღსანიშნავია, რომ "ტამპამ" პლეი ოფის გასვლით მატჩებში პირველად გაიტანა ხუთი გოლი. ასევე უნდა გამოვყოთ სტუმართა მოთამაშე მატიას ოლუნდი - მან ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი გოლი გაიტანა NHL-ში.

ვაშინგტონი-რეინჯერსი 2:0

0:0, 2:0, 0:0

გოლები: 1:0 ჩიმერა-1 (მ. იოჰანსონი-1, ლეიჩი-1), 2:0 არნოტი-1 (მაიკ გრინი-1, ოვეჩკინი-1).

სერია: 2-0

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი შეხვედრა - ჯამში ორივე გუნდის ჰოკეისტებმა მხოლოდ 40 ზუსტი დარტყმა შეასრულეს. უფრო კარგად მასპინძელთა გოლკიპერი მიხალ ნოივირტი გამოიყურებოდა - მან 22 დარტყმა მოიგერია და პლეი ოფში პირველად შეასრულა "შათაუტი". ამ სერიაში ჩეხ მეკარეს 47-დან 46 დარტყმა აქვს მოგერიებული.

ყველაფერი კი მეორე პერიოდში გადაწყდა, როცა მასპინძელმა ორი წუთის ინტერვალით ორი გოლი შეუგდეს პეტერ ლუნდკვისტს.

ფილადელფია-ბაფალო 5:4

3:3, 2:0, 0:1

გოლები: 1:0 კ. ჟირუ-1 (ტიმონენი-1, ქობურნი-1), 1:1 ვანეკი-1 (გრანიანი-2, პომინვილი-1), 2:1 კარჩილო-1 (ვერსტიგი-1, მ. კარლი-1), 2:2 ვანეკი-2 (სტეფორდი-1, ტიმ კონოლი-1), 2:3 სეკერა-1 (კალეტა-1), 3:3 ვან რიმსდიკი-1 (კ. ჟირუ-1, მეზაროში-1), 4:3 ლეინო-1 (ტიმონენი-2, მეზაროში-2), 5:3 ბრიერი-1 (ჰარტნელი-1, მ. კარლი-2), 5:4 მაკორმიკი-1 (რ. ნიდერმაიერი-1, გრირი-1).

სერია: 1-1

გუნდებმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყეს შეხვედრა და უკვე მე-13 წუთისთვის ხუთი შაიბა იყო გატანილი, აქედან სამი "ფილადელფიას" რუსი მეკარი ბობროვსკის კარში, რომელიც იქვე შეცვალეს და თამაში ბუშემ გააგრძელა. ამ სვლამ გაამართლა - "ფლაიერზი" გამოცოცხლდა და ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტი მომენტი კი მეორე პერიოდის ბოლოს მასპინძლების მიერ გატანილი ორი გოლი გახდა - ზუსტად ერთწუთიან ინტერვალში ლეინომ და ბრიერმა გააწბილეს მილერი. "ბაფალომ" მხოლოდ ის მოახერხა, რომ ერთი საპასუხო შაიბა გაიტანა, თუმცა შინ ეს გუნდი ერთი მოგებითა და შესაბამისად, საკუთარი მოედნის უპირატესობით ბრუნდება.

ბოსტონი-მონრეალი 1:3

0:2, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 კამალერი-1 (ვიშნიევსკი-1), 0:2 დერჩი-1 (კამალერი-1), 1:2 პ. ბერჟერონი-1 (მარჩანდი-1, რეკი-1), 1:3 ი. უებერი-1 (ელერი-1, ჰამრლიკი-1).

სერია: 0-2

"მონრეალმა" მოულოდნელად ორი გასვლითი მოგებით დაიწყო ეს სერია. ისევე როგორც პირველ მატჩში, მეორეშიც "კანადიენსმა" აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა და ამ გეგმამ ისევ გაამართლა, თანაც სტუმრებმა ორი შაიბა გაიტანეს.

ამის შემდეგ კანადელებმა მატჩის ბედი თავიანთ მეკარეს მიანდეს და კორი პრაისმა ისევ იყოჩაღა. მის კარში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, ხოლო, როცა სხვაობა ისევ ორშაიბიანი გახდა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ "მონრეალი" ამ მატჩს აღარ დათმობდა.

დასავლეთი

ვანკუვერი-ჩიკაგო 4:3

1:0, 2:1, 1:2

გოლები: 1:0 ჰანსენი-2 (დ. სედინი-1, ჰ. სედინი-1), 2:0 დ. სედინი-1 (ერჰოფი-1, კესლერი-2), 2:1 ბ. სმიტი-1 (ბიკელი-1, ბ. კემპბელი-1), 3:1 ედლერი-1 (ჰოჯსონი-1, ბაროუზი-1), 3:2 სტალბერგი-1, 4:2 დ. სედინი-2 (ჰამჰუისი-1), 4:3 ბ. სმიტი-2 (ფროლიკი-1, პ. კეინი-1).

სერია: 2:0

როგორც ჩანს, "ვანკუვერმა" შეისწავლა წინ ორი წლის შეცდომები და ჯერჯერობით შანსს არ უტოვებს სტენლის თასის მოქმედ მფლობელ "ჩიკაგოს". საქმე ისაა, რომ გასულ ორ სეზონში ამ გუნდების ორ სერიაში "ბლეკჰოქსმა" შვიდიდან შვიდი გასვლითი შეხვედრა მოუგო "ვანკუვერს".

მეორე მატჩის ბედი ორივე გუნდის ლიდერთა თამაშმა გადაწყვიტა. თუ ძმებმა სედინებმა ჯამში ხუთი ქულა (2+3) მოაგროვეს, "ჩიკაგოს" მრისხანე წყვილი ტეუვზი-კეინი ერთი შედეგიანი პასით შემოიფარგლა. ამ სერიაში ამერიკული გუნდის სხვა წამყვანი ჰოკეისტებიც ვერ ბრწყინავენ - მარიან ჰოსასა და პატრიკ შარპს ჯერ ქულა არ აქვთ აღებული.

ანაჰაიმი-ნეშვილი 5:3

2:0, 2:1, 1:2

გოლები: 1:0 პერი-1 (ს. კოივუ-2, ვიშნოვსკი-1), 2:0 სელიანე-2 (ფაულერი-1, გეტცლაფი-1), 2:1 შ. უებერი-2 (ს. კოსტიცინი-1, ფიშერი-2), 3:1 რაიანი-1 (გეტცლაფი-2, ბოშემენი-1), 4:1 გეტცლაფი-1 (პერი-1, ბოშემენი-2), 4:2 ჰორნკვისტი-1 (შ. უებერი-1, ს. კოსტიცინი-2), 4:3 ჯ. უორდი-1 (ერატი-1, ლეგვანდი-1), 5:3 რაიანი-2 (ფაულერი-2, პერი-2).

სერია: 1-1

"პიტსბურგის" მეკარე ფლერის მსგავსი ისტორია შეემთხვა "ნეშვილის" გოლკიპერ პეკა რინეს. პირველ მატჩში "შათაუტის" შემდეგ ფინელმა მეორე შეხვედრაში პირველი პერიოდის სტარტზე 38 წამის ინტერვალით ორი შაიბა გაუშვა და მასპინლებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

მეორე პერიოდში "იხვებმა" გაზარდეს უპირატესობა და მესამე ოცწუთეულის წინ ტაბლოზე ასეთი ციფრები ეწერა - 4:1. მაგრამ "ნეშვილმა" არ მისცა მეტოქეს მატჩის მშვიდად დასრულების საშუალება. 51-ე წუთისთვის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა და სტუმრებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ საჭირო მომენტში "ანაჰაიმი" რეი ემერიმ გადაარჩინა. ბოლო წუთზე კი ბობ რაიანმა ცარიელ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს "დაქსის" ბრწყინვალე ტროის (პერი, გეტცლაფი, რაიანი) თამაში - მის ანგარიშზე ოთხი გოლი მოდის. თუმცა სერიის მესამე და მეოთხე მატჩში რაიანი ვერ ითამაშებს - მან უხეშობისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

დეტროიტი-ფინიქსი 4:3

3:0, 1:1, 0:2

გოლები: 1:0 დაციუკი-2 (ლიდსტრიომი-1, ბერტუცი-1), 2:0 რაფალსკი-2 (დაციუკი-1, ჰოლმსტრიომი-2), 3:0 ჰელმი-1 (დაციუკი-2, ლიდსტრიომი-2), 4:0 ჰოლმსტრიომი-1 (ფილპულა-2, დაციუკი-3), 4:1 ვრბატა-2 (დოუნი-2, იენდლი-1), 4:2 დოუნი-1 (ჰანჟალი-2, იენდლი-2), 4:3 დოუნი-2 (იენდლი-3, ვრბატა-1).

სერია: 2-0

ამ სერიაში "ფინიქსი" მთავარ აქცენტს რუს მეკარე ილია ბრიზგალოვზე აკეთებს - ბევრი რამ გუნდში სწორედ ამ გოლკიპერზეა დამოკიდებული, მაგრამ ჯერჯერობით ის ვერ ამართლებს იმედებს. ამჯერად ბრიზგალოვს შავი დღე აყარა მისივე თანაგუნდელმა პაველ დაციუკმა - "დეტროიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა და ეს გამარჯვება მისი დამსახურებაა.

"ფინიქსმა" 0:4-ის შემდეგ კინაღამ გადაარჩინა მატჩი, მაგრამ სტუმრებს თავიდანვე უნდა ეთამაშათ ასე აქტიურად და შესაძლოა, სხვა შედეგი მიეღოთ.

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 0:4

0:2, 0:1, 0:1

გოლები: 0:1 ჯ. ჯონსონი-1 (დაუტი-1, ჰანძუში-1), 0:2 დაუტი-1 (რ. სმიტი-2, ჯ. ჯონსონი-1), 0:3 დაუტი-2 (კლიფორდი-1, სკუდერი-1), 0:4 კლიფორდი-1 (რიჩარდსონი-1, დაუტი-2).

სერია: 1-1

"სან ხოსემ" ძალიან აქტიურად დაიწყო შეხვედრა და თითქოს სწრაფი გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ მუდმივად მის შეტევებს "კინგზის" მეკარე ჯონათან კუიკი ეღობებოდა. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ვერ ბრწყინავდა "ზვიგენების" მეკარე ანტი ნიემი - პირველ პერიოდში მას ჯონსონისა და დაუტის დარტყმების შემდეგ მოუწია საკუთარი კარიდან შაიბის გამოტანა.

საბოლოოდ, კუიკმა 34 დარტყმა მოიგერია და ამ პლეი ოფში პირველი "შათაუტი" შეასრულა, ნიემის კი კიდევ ორჯერ გაუტანეს და გაათანაბრეს სერიაში ანგარიში.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია