კვირას, მარტინ დემიკელისი მიუნხენში დაბრუნდა და "ბაიერნს" შეუერთდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრებთან განცდილი მარცხიდან 22 დღის შემდეგ...

კვირას, მარტინ დემიკელისი მიუნხენში დაბრუნდა და "ბაიერნს" შეუერთდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრებთან განცდილი მარცხიდან 22 დღის შემდეგ, არგენტინელი მცველი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. დემიკელისმა პირველივე დღეს თანაპოზიციელ დანიელ ვან ბუიტენთან ერთად ირბინა და დიდი შანსია, რომ ბელგიელი უკანახაზელი მომავალ სეზონში მარტინის მეწყვილე კი არა, უმთავრესი კონკურენტი იყოს.

"მომავალ სეზონში ჰოლგერ ბადშტუბერი დაცვის ცენტრში ითამაშებს და ამას წყალი აღარ გაუვა. ჰოლგერმა გასულ სეზონში უმეტესად მარცხნივ იმის გამო იასპარეზა, რომ დაცვის მარცხენა ფრთაზე კარგი ალტერნატივა არ არსებობდა. ახლა კი, ლუის ვან გაალიც ფიქრობს, რომ ამ პოზიციაზე სათამაშოდ ახალგაზრდა დიეგო კონტენტო მზადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბადშტუბერი ისევ ცენტრში უნდა დაბრუნდეს და თანაც, მას ძირითად შემადგენლობაში თამაში ფაქტობრივად გარანტირებული აქვს. შესაბამისად, მეორე ადგილისთვის ბრძოლა დემიკელისს და ვან ბუიტენს მოუწევთ," - განაცხადა "ბაიერნის" მენეჯერმა კრისტიან ნერლინგერმა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

სხვათა შორის, წინა სეზონის დასაწყისში, "ბაიერნის" დაცვის ცენტრში ვან ბუიტენი და ბადშტუბერი თამაშობდნენ. დემიკელისი მაშინ ტრავმირებული იყო და ბადშტუბერმა მარცხნივ მაშინ გადაინაცვლა, როცა ვან გაალს მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემები შეექმნა (ბრააფჰაიდმა და პრანიჩმა იმედები ვერ გაამართლეს, კონტენტო და ალაბა კი ძალიან გამოუცდელები იყვნენ). ამრიგად, სეზონის მეორე ნახევარში, დაცვის ცენტრს დემიკელისი და ვან ბუიტენი შეადგენდნენ, მაგრამ ვან გაალი არასდროს უარყოფდა, რომ 29 წლის არგენტინელის თამაშით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო. დემიკელისი ხშირად უშვებდა შეცდომებს და უმეტესად არაკონცენტრირებული გახლდათ. რეკორდმაისტერის თავკაცი არც ვან ბუიტენითაა აღფრთოვანებული. ბელგიელმა განსაკუთრებით ცუდად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, როცა ვან ბუიტენი "ინტერის" ფორვარდ დიეგო მილიტოს შემოეჩაგრა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა