დღეს, 5 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება
დღეს, 5 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 22:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

ნამალტევს

წინა შეხვედრის შემდეგ გარკვეული იმედგაცრუება დაგვიგროვდა. ფეხბურთელთა ნაწილმა ის თამაში ვერ აჩვენა, რასაც ველოდით. არადა, სლოვაკმა სპეციალისტმა საკმაოდ ექსპერიმენტული შემადგენლობა შემოგვთავაზა და იმ ფეხბურთელებს მისცა შანსი, რომელთა დიდ ნაწილზე მოთხოვნა იყო, რომ საქმეში გვენახა.

მეტოქიდან გამომდინარე, ბიჭებს მეტი მართებდათ, თუმცა შეთამაშებას დავაბრალოთ და დღეს უკეთესის მოლოდინი გვქონდეს.

დასანანი ამბავია ვაკო გვილიას ჩატარებული შეხვედრა. ის საუკეთესო იყო მთელი პირველი ტაიმი, თუმცა მეორე ტაიმში მიღებული წითელი ბარათის გამო ის დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.

გამოძახებულთაგან დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს ოთარ კაკაბაძე, რომლის მოქმედებები დასაფასებელია. მას 3 ივნისს სეგუნდა დივიზიონში პრინციპული შეხვედრა ჰქონდა, თუმცა არ დაუზარია და 4 ივნისს უკვე ნაკრებთან ერთად იყო. არადა, ვაისს საერთოდ არ გამოუძახებია ის, რადგან მისცა საშუალება კლუბს, საჭირო დროს დახმარებოდა. ტრავმის გამო არ იქნება გიორგი ჩაკვეტაძეც.

ნაკრებთან ერთად ამჯერად აღარ იმყოფებიან: სოლომონ კვირკველია და ბაჩანა არაბული.

ვის აირჩევს ვაისი?

წინა შეხვედრაში ვაისმა კარი როინ კვასხვაძეს ანდო. ამჯერად არ გამოვრიცხოთ, რომ დებიუტი ექნება ზაურ მახარაძეს.

დაცვით ხაზში მოსალოდნელია ორი ცვლილება: მარცხენა მცველის პოზიციაზე, ალბათ, ლაშა შერგელაშვილს ან ლევან ხარაბაძეს ვიხილავთ, ხოლო ცენტრალურ მცველად საბა კვირკველიას ნაცვლად დავით ხოჭოლავა იქნება.

ნახევარდაცვაში რამდენიმე გეგმიური გადაადგილება იქნება. ძირითადში იქნება ჯაბა კანკავა - ვაკო გვილიას ნაცვლად. ამავდროულად, საბა ლობჟანიძეს და ვახტანგ ჭანტურიშვილს, ალბათ, ჯაბა ჯიღაურით და ბექა ვაჩიბერაძით ჩაანაცვლებს.

უცვლელი იქნება ოთარ კიტეიშვილი - წინა შეხვედრაში მისი შესანიშნავი თამაშის გამო და გიორგი აბურჯანია საჭიროების გამო, თუმცა ისიც არ გამოვრიცხოთ, რომ საყრდენ ზონაში გურამ კაშია შეუწყვილოს კანკავას.

ფორვარდის პოზიციაზე ამჯერად ნიკა კაჭარავას უნდა ველოდოთ, რომელიც წინა შეხვედრაში იმ მცირე დროში კარგად გაისარჯა.

მეტოქე

ლუქსემბურგი ფიფას რეიტინგში 83-ე პოზიციაზე იმყოფება. ერთა ლიგაზე ჯგუფში კი ბელარუსთან, მოლდოვასთან და სან-მარინოსთან ერთად არის.

ჩვენთან შეხვედრამდე ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე სენეგალს დაუპირისპირდნენ, რომელთანაც ფრედ, 0:0 ითამაშეს.

გუნდი ძირითადად ნატურალიზებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, ადგილობრივი კონტინგენტით არც ისე კარგი შემადგენლობა ეყოლებოდათ.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი 18 წლის ვინსენთ ტილია, რომელიც ფრანგული "მეცის" ფეხბურთელია და მისით უკვე "ბობოლა" გუნდები არიან დაინტერესებულნი. ასევე, ნაკრები საკმაოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული, რომლებიც ისეთ გუნდებში იზრდებიან, როგორებიცაა: "შალკე", "მაინცი", "აინტრახტი" და ა.შ.

თუმცა, თუ "ტრანსფერმარკეტს" დავუჯერებთ, ჩვენი ნაკრების ღირებულება მათზე სამჯერ დიდია: ლუქსემბურგი 8.68 მილიონი - საქართველო 25.95 მილიონი ევრო.

ლუქსემბურს აქამდე სამჯერ შევხვდით, სამივეჯერ ამხანაგურ დაპირისპირებაში. ორი მოვუგეთ და ერთი ფრედ ვეთამაშეთ. ბოლოს 2012 წელს ლევან მჭედლიძისა და ალეკო ამისულაშვილის გოლებით ვძლიეთ.

რას ველოდოთ

როცა ნაკრების ფეხბურთელთა დიდი რაოდენობა ან ლაზარეთშია, ან ახალ კლუბს ეძებს, ეს თამაშები იმ ფეხბურთელთა აღმოსაჩენად არის განკუთვნილი, რომლებიც შეიძლება ერთა ლიგის შეხვედრებისთვის გამოვიყენოთ.

პირველი შეხვედრის შემდეგ კიტეიშვილმა შეძლო დამტკიცება, რომ ნაკრების შემადგენლობაში ყოფნას აუცილებლად იმსახურებს, დღეს კი ნაკრების ახალწვეულებს მეორე შანსი ეძლევათ.

საქართველოს ნაკრებს წარმატებული სერია აქვს. "ჯვაროსნებმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს. ჯერ ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ლიეტუვას მოუგეს 4:0, შემდეგ ესტონეთს სძლიეს 2:0. ბოლოს მალტას 1:0 მოუგეს.

ვახტანგ ცენტერაძე
ავტორ გეთანხმები, მე მგონი ასეთ ვარიანტში იქნება: მახარაძე - გეგეჭკორი, დვალი, ხოჭოლავა, ხარაბაძე -კანკავა, კაშია- კიტეიშვილი, ჯიღაური, ვაჩიბერაძე - კაჭარავა
kaxa
კიდევ კარგი ტრანსლირება რომ გვაღირსეს!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება