სერია A. XXXIII ტური: შაბათი “მილანისთვის” იდეალური გამოდგა - მეტოქეც დაამარცხეს და უშუალო კონკურენტიც ჩამოიცილეს
შაბათის სამივე შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ და ბუნებრივია, ჯერ სწორედ პირველი დღის პაექრობებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. რომის ოლიმპიურ სტადიონზე “რომამ” “პალერმო” მიიღო და 40 000 გულშემატკივრის თვალწინ მარცხი იწვნია.

შედეგმა ბევრი გააკვირვა, რადგან სიცილიელები უმოტივაციოდ ჩავიდნენ დედაქალაქში, რომაელებს კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში სურთ მოხვედრა და მათთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ან, შესაძლოა უკვე ჰქონდა კიუდეც, რადგან “პალერმოსთან” მარცხმა ვინჩენცო მონტელას გუნდის შანსები მინიმუმამდე შეამცირა.

არადა, თამაში სწორედ რომაელთა უპირატესობით დაიწყო, რაც მე-20 წუთზე გატანილ გოლშიც აისახა - თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან თავი ფრანჩესკო ტოტიმ გამოიჩინა და თითქოს სათავე დაუდო “ჯალოროსის” მორიგ გამარჯვებას. თუმცა, კუნძულელები დანებაბას არ აპირებდნენ და წონასწორობა ტაიმის მიწურულს აღადგინეს. მატჩის არბიტრმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ოღონდ მასპინძელთა კარში და ამჯერადაც, დარტყმა ზუსტი გამოდგა - თავი მაურისიო პინილიამ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში, რომაელებმა გააძლიერეს მეტოქეზე დაწოლა, მაგრამ მათ შეტევებს აშკარად აკლდა სიმწვავე. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ვინჩენცო მონტელამ მეტად ფრთხილი სტრატეგია აირჩია, მხოლოდ ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი, ფრანჩესკო ტოტი გაამწესა ძირითად შემადგენლობაში, უკნიდან კი ისეთი ნახევარმველები მიაშველა, ჩაშლა რომ უფრო ეხერხებათ, ვიდრე შეტევა. მეორე ტაიმში შეცვალა ტაქტიკა და ჯერ მირკო ვუჩინიჩი ჩართო თამაშში, შემდეგი კი მარკო ბორიელო. რომაელები პრაქტიკულად მთელი გუნდით გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და შეხვედრის მიწურულს, აბელ ერნანდესისგან ორი გოლი მიიღეს - დადუმებული “ოლიმპიკო” ვუჩინიჩის დაგვიანებულმა გოლმა გამოაფხიზლა, თუმცა უფრო მეტი მასპინძლებმა ვეღარ მოასწრეს, 3:2 სიცილიელთა სასარგებლოდ.

“ინტერმა” ყველაზე გადამწყვეტ მომენტში უკლო თამაშს და შესაბამისად, სეზონიც ჩააგდო. გასულ კვირას, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, “პარმასთან” განცდილმა მარცხმა კი მილანელთა სასკუდეტო ამბიციები საბოლოოდ დაასამარა. “ენიო ტარდინიზე” გამართულ პაექრობაში ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ დავიჩემებთ, რომ ხიფათი “პარმას” კართან მეტი შეიქმნა - მასპინძლები კარგად იცავდნენ თავს და ძალინ სახიფათოდ იჩხვლიტებოდნენ, რამაც შედეგი ორჯერ გამოიღო. გოლები “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა გაიტანეს: ჯერ სებასტიან ჯოვინკომ გამოიჩინა თავი, შეხვედრის ბოლო წუთებზე კი კარვალიო ამაურიც გამოირჩა და ნათელი გახდა, რომ ამ შეხვედრაში “ინტერს” ქულის აღება არ ეწერა. ნამატჩევს, გაწბილებულმა ლეონარდომ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

“თამაშიდან თამაშამდე მიზნის მიღწევა სულ უფრო და უფრო გვიჭირს და ვცდილობ, ამის მიზეზები დავადგინო. ყველაზე საჭირო დროს დაგვეწყო ჩავარდნა, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავდით, ემილიელებმა კი სულ რამდენიმე მომენტი შექმნეს და ორი მათგანი გოლით დაასრულეს. უნდა ვაღიარო, რომ სკუდეტოს მოპოვების შანსი აღარ გვაქვს - ამიტომ, ჩვენი უმთავრესი სამიზნე იტალიის თასის მოგებაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატის თამაშებზე თავი დავზოგოთ, ასე ხომ შეიძლება სულაც სამეულს მიღმა აღმოვჩნდეთ. სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე მიწევს საუბარი, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით.”

“სან სიროზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა ხუთჯერ გაიხარეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ “მილანმა” “სამპდორიას” სამი გოლი აკმარა. საქმე იმაშია, რომ მილანური გრანდების თამაშები პარალელურად მიმდინარეობდა, “ინტერის” კარში გატანილი გოლები კი “როსონერის” გულშემატკივრებმა დიდი ზარზეიმით აღნიშნეს. მოკლედ, შაბათი დღე “მილანისთვის” იდეალური გამოდგა - ერთი, რომ მეტოქე დაამარცხეს უპრებლემოდ და მეორე, უშუალო კონკურენტი ჩამოიცილეს საჩემპიონო მარათონიდან.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასიმილიანო ალეგრიმ 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე რობინიოსა და ალეშანდრე პატოს ტანდემი გაამწესა. ეს უკანასკნელი პირველივე ტაიმში დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში ანტონიო კასანო ჩაერთო. მოგვიანებით, ექიმთა პირველი დიაგნოზი გაცხადდა, რომლის მიხედვითაც პატოს ორი კვირით მოუწევს უქმობა. “მილანის” ლაზარეთი კრისტიან აბიატიმაც შეავსო, რომელმაც კუნთი გაიჭიმა და ასევე შესაცვლელი შეიქმნა - მის ნაცვლად, კარში მარკო ამელია ჩადგა. ამ უკანასკნელს საქმე ფაქტობრვად არ ჰქონია და ვერც შევაფასებთ, აი კასანომ კი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში, ჯერ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გააორა ანგარიში, შემდეგ კი რიბინიოს დაასვა ბურთი თავზე და მასაც გაატანინა.

იქამდე კლარენს ზეედორფმა გამოიჩინა თავი, საჯარიმო შესანიშნავად დაარტყა და გენუელთა კიპერი ჯანლუკა კურჩი უშანსოდ დატოვა. მილანელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, მაგრამ როდესაც მომენტებს იოლად ქმნი, დამაგვირგვინებელ ფაზაში უზუსტობა ჩვეულებრივი ამბავია. მოკლედ, “როსონერიმ” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ, აი “სამპდორიას” მდგომარეობა კი მეტად რთულია - ლიგურიელებს ძალიან უჭირთ შეტევაში და არც დაცვით ფაზაში ბრწყინავენ. აქვე ვთქათ, რომ გენუაში გუნდს გავეშებული გულშემატკივრები დახვდნენ და ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყვეს.

შევეშვათ “სამპას” და მასიმილიანო ალეგრის გადავცეთ სიტყვა, რომელიც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გახარებული გამოცხადდა: “პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან მეტოქე კარგად იცავდა თავს, მაგრამ საბედნიეროდ, მაინც გავტეხეთ გენუელთა წინააღმდეგობა და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. წააგო “ინტერმა” და ჩემი აზრით, ჩამოშორდა კიდეც სკუდეტოსთვის ბრძოლას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ და კონცენტრაცია დავკარგოთ. “ნაპოლის” სახით სერიოზული კონკურენტი გვყავს და ეს გარემოება არ უნდა დაგვავიწყდეს. პატოს ტრავმა პრობლემაა ჩვენთვის, რადგან ზლატან იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიცირებულია და გამოდის, რომ ორი წამყვანი ფორვარდის გარეშე მოგვიწევს ასპარეზობა. იმედია, ფილიპო ინძაგი დაგვიბრუნდება, რომელიც მალე სრული დატვირთვით შეუდგება ვარჯიშს.”

კვირას, "ფიორენტინამ" და "იუვენტუსმა" უგოლო ფრე ითამაშეს და უკეთესი იქნება თუ აქედანვე მომდევნო სეზონზე დაიწყებენ ფიქრს. "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომპოვებელი აღარ არის და ვეღარც "ვიოლა" შეწვდება ევროპის ლიგაზე გამსვლელ ადგილს. სამაგიეროდ, "ლაციომ" გამოჭედა მორიგი გამარჯვება და კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები სატურნირო ცხრილში. მეოთხე ადგილის დათმობას ხომ არ აპირებს და აგერ "ინტერს" სულაც კუდზე დააჯდა - თუ მილანელები დროულად არ გამოფხიზლდებიან, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ მესამე ადგილი რომაელებმა აწაპნონ. ედუარდო რეიას შეგირდებმა მხოლოდ ერთი გოლი მიიღეს "კატანიასგან", ოთხი გაუტანეს და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს. სტუმრები რომ სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიშიდანაც ჩანს და სტატისტიკური მონაცემებიდანაც.

ტურის უკანასკნელი შეხვედრა პრაქტიკულად გადაჭედილ "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართა, სადაც “ნაპოლიმ” “უდინეზე” მიიღო და ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნია. უდინელებმა ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს, მხოლოდ ერთი მიიღეს და ეს მაშინ, როდესაც ორი გამოკვეთილი ლიდერის, ანტონიო დი ნატალეს და ალექსის სანჩესის გარეშე უწევდათ ასპარეზობა. ამ ყველაფერმა კი “მილანის” წისქვილზეც დაასხა წყალი, მასიმილიანო ალეგრის გუნდი თითქმის ჩემპიონია.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 33 21 8 4 59-23 71

2. ნაპოლი 33 20 5 8 53-32 65

3. ინტერი 33 19 6 8 58-37 63

4. ლაციო 33 18 6 9 45-30 60

5. უდინეზე 33 18 5 10 59-35 59

6. რომა 33 15 8 10 51-47 53

7. იუვენტუსი 33 14 10 9 50-40 52

8. პალერმო 33 14 5 14 50-54 47

9. კალიარი 33 12 8 13 41-42 44

10. ფიორენტინა 33 10 13 10 38-35 43

11. ჯენოა 33 11 9 13 34-37 42

12. ბოლონია 33 11 10 12 34-44 40

13. კიევო 33 9 12 12 32-34 39

14. კატანია 33 9 9 15 31-45 36

15. პარმა 33 8 11 14 32-45 35

16. ლეჩე 33 9 8 16 38-56 35

17. ჩეზენა 33 8 10 15 30-45 34

18. სამპდორია 33 7 11 15 26-39 32

19. ბრეშა 33 7 9 17 28-43 30

20. ბარი 33 4 9 20 20-48 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 26 - დი ნატალე (უდინეზე); 25 - კავანი (ნაპოლი); 19 - ეტოო (ინტერი), დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პატო (მილანი).

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა