სამინისტრომ რამდენად უნდა აიღოს თავის თავზე პროცესის წარმართვა, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

"ყველა ფედერაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეული. სამინისტრომ თუ რამდენად უნდა აიღოს თავის თავზე ამ პროცესის წარმართვა, ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რამდენადაც არსებობს წესდება, დებულება, რომელიც ამ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აქვთ დამტკიცებული.

შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მთელი პროცედურები, მათ შორის, ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, მაინც თავად ფედერაციამ უნდა ჩაატაროს, თუმცა შინაარსობრივ ნაწილში, ბუნებრივია, რომ სამინისტრო ჩართული იქნება", - განაცხადა გიორგაძემ.

რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციის აღმასკომიდან შოთა ხაბარელის შესაძლო გარიცხვას, გიორგაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებული არაა და მისი უწყება ფედერაციასთან კონსულტაციებში ჩართული იქნება.

"ბატონი შოთა ხაბარელი არ გაურიცხავთ აღმასკომიდან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი აღმასკომის გადაწყვეტილებით თითქოს უნდა ყოფილიყო განხილული, თუმცა ჩემი ინფორმაციით, გარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციები გვექნება ფედერაციასთან. ჯერ არ მქონია ფედერაციასთან და აღმასკომთან საუბარი ამ თემაზე. მე, პირველ რიგში, მაინტერესებს ის მოტივაცია, რის გამოც ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა იყო აღნიშნული", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შოთა ხაბარელის ძიუდოს ფედერაციიდან შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარი ასევე მიხელ ყაველაშვილმა გააკეთა.

არსებობს წესები და ვალდებულებები და კეთილი ვინებოთ და მათ პატივი ვცეთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ძიუდოს ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებს.

ყაველაშვილი არ საუბრობს ფედერაციის აღმასკომიდან შოთა ხაბარელის მოსალოდნელი გარიცხვის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დეპუტატების განსახილველი არ არის.

"ამ თემაზე, ალბათ, თვითონ ძიუდოს ფედერაციის ფორმატში შეიძლება იკითხოთ, ვინაიდან ეს უშუალოდ არ ეხება ჩვენს კომიტეტს და პარლამენტს. შოთა ხაბარელი აღმასკომის წევრია და ეს შიგნით სასაუბროა. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, ყოველთვის მიწევს ერთი და იმავეს გამეორება, რომ ყველა ჩვენგანმა, მიუხედავად დამსახურებისა, წარმატებისა და ა.შ., უნდა გავიაზროთ და გავითვალისწინოთ, რომ არსებობს წესები და არსებობს ვალდებულებები და კეთილი უნდა ვინებოთ და პატივი ვცეთ ამ წესებსა და ვალდებულებებს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

არჩილ
ქევხიშვილის წასვლის მერე არაფერი ხდება ქართულ ძიუდიში, არაფერს რომ არ წერთ? გაგვაგებინეთ რა ხდება ნაკრებში.
არჩილ
სადაა სამართალი, თორემ ძიუდოს ფედერაციის საკითხებში ან ყაველაშვილს რა უნდა ან გიორგაძეს? ანეგდოტის არ იყოს: საქართველოს ნაკრებს რომ ეკითხებიან, კარებს როგორ მოაგენითო, ისეა ამ ყაველაშვილის საქმე, ფეხბურთის ფედერაციის და ძიუდოს ფედერაციის კარები აერია ეტყობა ერთმანეთში, თუმცა იქაც არ უქნია გამჩენს
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ განვლილი სეზონი შეაჯამა
ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჯუნიორ NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დღეს გაიხსნება
"დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს"
შოთა ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა
აღმასკომი შოთა ხაბარელის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს
ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა
"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა
ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებს „კოლექტიურ ქევხიშვილებს“ უწოდებს
"როდესაც აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება" - შოთა ხაბარელი ილეთის შესახებ, რომელსაც მისი სახელი ეწოდა