მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებიდან თავისი ნებით წავიდა
გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ დიქსონის ნაცვლად საქართველოს ნაკრებში მისი თანამემამულე ტადუს მაკფადენი ითამაშებს, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

Sportall.ge-მ დაადგინა, რომ მაიკლი ეროვნული გუნდიდან არავის გაუშვია, მას დადებული ორწლიანი კონტრაქტი დაუსრულდა და თავად მიიღო მისი არგაგრძელების გადაწყვეტილება.

დიქსონი ძალიან წესიერად მოიქცა იმ მხრივ, რომ ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია დროულად ჩააყენა საქმის კურსში, რათა მისი შემცვლელი დროულად მოენახათ.

მაიკლმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სამი წელია სახლში არ ყოფილა, დაიღალა და დასვენება სჭირდება. ის ძალიან მადლობელია ქართველი გულშემატკივრების, ყოფილი თანაგუნდელების და ფედერაციის და მალე სამადლობელ და გამოსამშვიდობებელ წერილსაც გამოაქვეყნებს. მან თქვა, რომ წარმატებებს უსურვებს ჩვენს გუნდს და მუდამ უქომაგებს.

ასე რომ, ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს და ოპერატიულად მოძებნეს მისი კარგი შემცვლელი, ხოლო რამდენად შეერწყმება ნაკრებს მაკფადენი, ამას სულ მალე გავიგებთ.

თორნიკე
მაიკლ დიქსონს ფედერაციასთან ხელშეკრულება ქონდა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის დამთავრებამდე. შემდეგ სიტყვიერი შეთანხმებით გაუგრძელდა წლის ბოლომდე. ასევე, სიტყვიერი თანხმობა იქნა მიღებული ავსტრიასთან, შემდეგ გერმანიასტან მ.წლის თებერვალში ჩატარებულ მატჩებზე. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გასვლის დიდი შანსი აქვს. ეს ეტაპი შემოდგომაზე იწყება, რომელშიც დიქსონის გადაწყვეტილებით ის აღარ ითამაშებს. პირველ ეტაპზე დარჩენილ ორ მტჩში უკვე მოწვეული იქნა ახალი ნატურალიზებული უცხოელი, რომელიც დიქსონს შეცვლის და ადაპტაციას გაივლის ნაკრების მწვრთნელთან და კალათბურთელებთან, რომ შემოდგომის ციკლს შეთამაშებული შეხვდეს. აღსანიშნავია, რომ მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში თამაშისთვის ხელფასს არ იღებდა. იგივე პირობებზე დათანხმდა ტედ მაკფადენიც.
bs
გავარკვიეთ! დასანანია!
ჯონდო
ფედერაციას შემადგენლობა, რომ კითხოთ არ გინდათ ზოგადად?
b-52
დიქსონ კაი კაცი ხარ ძმაო!
დდდ
დიდი მადლობა მაიკლს რომ ასე ერთგულად ემსახურა ჩვენს გუნდს. მადლობა ასეთი გულიანი თამაშისათვის.წარმატებებს ვუსურვებ სულით და გულით
ჰაჰა
მადლობა დიქსონს. მოვიდა დრო და წავიდა, აბა აქ კუკიაზე დასასაფლავებლად კი არ ჩამოსულა.
გულშემატკივარი
მისმინე მაიკლ დიქსონ : წარმატებებს გისურვებ სადაც არ უნდა იყო, მადლობა თავდადებისთვის
1
ძნელი ყოფილა მიზეზის დადგენა?:) რეალურად მარტო თამაში მოსწყინდა როგორც ჩანს, რაც ბოლო პერიოდში უწევდა
კოტე
დედიკოს ნახვა უნდა ბიჭს, აიღო მისაღები და ჰალაა, ისე,რომ ფედერაცია არაფერ შუაშია და ვერც ტრამვებს უექიმებს.
ქომაგი
დიქსონს ორწლიანი ხელშეკრულება ევროპის შემდეგ დაუმთავრდა და როგორც ჩანს ნოემბერ-თებერვალში საკუთარი სურვილით ითამაშა და ამით დრო მისცა ფედერაციას შემცვლელი მოეძებნათ. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის დიქსონის მიმართ. კარგი მოთამაშე და კარგი პიროვნება! წარმატებებს ვუსურვებ.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
საქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს