სულ ცოტა ხნის წინ 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა ქორიძე იტალიური ტურნირის, CAVAZZOLI-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

CAVAZZOLI 21-წლამდელთა ტურნირია, რომელიც ემილია-რომანიას მხარეში ჩატარდა. მასში 32 გუნდი მონაწილეობდა და ქორიძის "ფოლგორე რუბიერამ" ვერცხლის მედლები მოიპოვა.

სამი წლის წინ ნიკა ქორიძე იტალიური "რეჯანას" ფეხბურთელი გახდა. მას ძირითადი შემადგენლობისთვისაც ამზადებდნენ, თუმცა კლუბიდან ხელმძღვანელობა და მწვრთნელი წავიდა, რის შემდეგაც ახალმა გუნდმა მისი განათხოვრება გადაწყვიტა.

ნიკა ქორიძეს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია. ბოლოს მას ახალგაზრდულ ნაკრებში გია გეგუჩაძემ უხმო, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს იტალიაში დავუკავშირდით და მის მომავალზე ვესაუბრეთ.

- მინდა მოგილოცო წარმატება CAVAZZOLI-ს ტურნირზე. გვითხარი, რა სახის ტურნირია ეს და რას ნიშნავს ამ ტურნირში წარმატების მიღწევა?

- დიდი მადლობა. ეს არის იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ახალგაზრდული ტურნირი, რომელიც ტარდება ყოველი წლის ბოლოს. ეს არის მთელი წლის შემაჯამებელი ტურნირი და ასე ვთქვათ, ემსახურება ახალი ტალანტების და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას.

- როგორც ვიცით, ახალ კლუბთან აწარმოებ მოლაპარაკებებს. სად შეიძლება გიხილოთ მომავალ სეზონში?

- კონკრეტული გუნდის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მიდის საუბარი სერია "დ"-ს გუნდთან. სხვა ქვეყნებში არ ვიცი, მაგრამ იტალიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რომელ ასაკში რა დივიზიონს ითამაშებ. სწორედ ამის მიხედვით ეწყობა შემდეგ ფეხბურთელის კარიერა. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ერთ სეზონს ამ დივიზიონში ვითამაშებ და ასე ვთქვათ, ტრამპლინად გამოვიყენებ უფრო მაღალი საფეხურებისთვის.

- "რეჯანასთან" საბოლოოდ გაწყდა კონტაქტი? რატომ ვერ აეწყო თქვენი ურთიერთობა?

- არა, რა თქმა უნდა. მე მათი მეთვალყურეობის ქვეშ ვარ და მაქვს კიდევაც კონტაქტი, უბრალოდ, კონტრაქტი არ მაკავშირებს.

- დღეის გადმოსახედიდან, შეცდომად მიიჩნევ "რეჯანაში" გადასვლას?

- არა, რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ჩემი აქ ყოფნით. უბრალოდ, ზუსტად იმ წელს, როცა ჩემი "რეჯანას" უმაღლესში დაწინაურება თითქმის გადაწყვეტილი იყო - პრეზიდენტი, სპორტული დირექტორი და მთლიანად სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა. ამის შემდეგ ყველაფერი აირია.

- შემოთავაზების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ლიგაში ითამაშებდი? და როგორ შეაფასებდი იტალიური პერსპექტივიდან ქართულ ლიგას?

- ძალიან მინდა კარიერის საქართველოში დასრულება და ალბათ, მომავალში არც დავფიქრდები, ისე ვითამაშებ. უკვე 4 წელია აქ ვიზრდები, გამოცდილებას ვიღებ და ძალიან მინდა, რომ იტალიის დონეზე ჩემს მაქსიმუმს მივაღწიო. ასე რომ, ამ ეტაპზე ჩემი კარიერული წინსვლისთვის ვფიქრობ, აქეთ დარჩენა უკეთესია.

- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გითამაშია, 17 და 19-წლამდელებში. თუმცა ეს წლების წინ იყო. მას შემდეგ შეგხმიანებია ვინმე?

- გია გეგუჩაძემ გამომიძახა 21-წლამდელთა ნაკრებში. თუმცა, რომ ჩამოვედი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შევძელი თავის წარმოჩენა და სულ 2 ვარჯიშში მივიღე მონაწილეობა.

- სექტემბერში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლიეტუვას უპირისპირდება. ფიქრობ, რომ ამ წარმატების შემდეგ კვლავ გიხმობენ ჩვენს ნაკრებში?

- ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი პატივი იყო საქართველოს დროშის ქვეშ თამაში. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი მაქსიმუმი დამედო სტადიონზე, იყო ეს 17-წლამდელთა ნაკრებში თუ 19-წლამდელებში. არც ახლა შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ნაკრების მიმართ და ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობაა ამ ფორმით სტადიონზე გასვლა. თუ ისევ მომიწევს საქართველოს ნაკრების ფორმის მორგება, ყველანაირად ვეცდები, დავეხმარო.

ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
სად გვყავს დასაკარგავი ქართველი?! რატომ არ არიან 19-წლამდელებში არაბიძე და ბერიძე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
გული ამის გამო უფრო დამწყდა - რატომ ვერ მოხვდა "რეჯინას" შემტევი ყიფიანის ნაკრებში
18 წლის ქართველი "რეჯანას" ძირითადში? ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის კვალზე
ნიკა ქორიძე: "რეჯანაში" ქართულისგან ძალიან ბევრით განსხვავებულ ფეხბურთს მიმაჩვიეს
La Gazzetta Dello Sport: ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის გზაზე