სერია C-ს "რეჯინას" 18 წლის ქართველ ფეხბურთელს პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ წერილი მიუძღვნა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა 24 და 26 იანვარს ბულგარეთთან ათამაშა ნიკა ქორიძე, რომელიც სერია C-ს "რეჯინას" ფეხბურთელია. ნიკა საინტერესო ცენტრალური ნახევარმცველი აღმოჩნდა და ამ შეხვედრებში სპეციალისტებს თავი სადა, გუნდური და აზრიანი თამაშით დაამახსოვრა.

ქორიძემ იტალიური მედიის ყურადღებაც მიიქცია. პოპულარულმა გამოცემამ, "ლა გაძეტა დელო სპორტმა" მას წერილი მიუძღვნა:

"2012 წელს იტალიაში 2 კვირით სინჯებზე ჩამოსული და მოწონებული ნიკა ქორიძე ახლა "რეჯინას" დუბლებშია. ის ქართველია. მას სრულწლოვანებამდე პრომოციონეს "ფალკ გალილეოში" მიეცა თამაშის შანსი, სადაც ერთი სეზონი გაატარა და 5 გოლი გაიტანა.

როგორც კი 18 წლის გახდა, სამწვრთნელო სტაფის გადაწყვეტილებით, "რეჯინას" დაუბრუნდა და დღეს პირველ გუნდში მოსახვედრად იბრძვის. ეს მისი მიზანია, რამდენიმე დღის წინ ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, სადაც ბულგარეთთან 2 მატჩი ჩაატარა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო სალმი მისით კმაყოფილია.

ქართველმა ნახევარმცველმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი ქვეყნის 17-წლამდელებშიც ითამაშა. ქორიძე იმედოვნებს, რომ 19-წლამდელებში უფრო წარმატებით ითამაშებს ისიც და მისი ნაკრებიც. ქართველები კი რთულ ჯგუფში მოხვდნენ - ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი შეხვდათ.

თუმცა ნიკას კარგად თამაშის საკმარისი მოტივაცია და იმედი აქვს, 18 წლის ფეხბურთელი ახლა "რეჯინას" მთავარ გუნდში დაწინაურებასა და თავისი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაზე ოცნებობს".

ბოლოს "გაძეტა დელო სპორტმა" ქართველი ასე დაახასიათა:

"ნიკა ქორიძე 175 სანტიმეტრი სიმაღლის გამთამაშებელია, აქვს მოედნის კარგი ხედვა, შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, საკმარისად ტექნიკურია.

რაც ყველაზე მთავარია, ინდივიდუალური თვისებების წყალობით თამაშის ბედის გადაწყვეტაც შეუძლია. ნიკა ძალიან სახიფათოა კარის სიახლოვეს.

18 წლის ქართველს თავისი ტოლი მოთამაშეებისგან არაერთი კარგი თვისება გამოარჩევს, თანაც, დღითი დღე ზრდასაც განაგრძობს. ეს სეზონი მნიშვნელოვანია მისთვის - მთავარ გუნდში გადასასვლელად სერიოზული განაცხადი უნდა გააკეთოს.

ის გიორგი ნემსაძის შემდეგ მეორე ქართველია, რომელსაც პირველ გუნდში დამკვიდრების შანსი აქვს. ნემსაძეს არ გაუმართლა, ტრავმის გამო მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა, მერე კი შვეიცარიაში, "გრასჰოპერში" გადავიდა". .

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
უკაცრავად და სად ნემსაძე და სად ქორიძე? რა შუაშია ნემსაძეთან ნიკა ? ნემსაძე რეჯანაში თამაშობდა რომელიც ემილიო რომანიის მხარის გუნდია მდებარეობს ბოლონიასთან ახლოს. ხოლო რეჯინა რეჯო დი კალაბრიის მხარეა და იტალიის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს სიცილიის კუნძულებთან. ერთი სამხრეთსია და მეორე ჩრდიოეთში და არანაირი გეოგრაფიული, მენტალური და ენობრივი კავშირიც კი არ აქვთ ერთმანეთთან. ვინც იტალიის იცნობს ის გაიგებს. ვთხოვ მოდერატორს ეს კომტარი არ დაბლოკოს. მადლობა !
lasha soxaneishvili
ნიკა კოველთვის გამორჩეული იკო ბავშვობაშიც და ეხლაც. კიდევ ერთი ცარმატებული ქუთაისიდან. გვიხარია და გვეამაკები ნიკუშა.
"ეს ბიჭი დეოდორანტია" - ცნობილი კომენტატორის უცნაური შეფასება ხვიჩა კვარაცხელიაზე
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] სეზონის მშვენება მატჩი. კვარაცხელიას დუბლი - პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
და დაიწყება თავდავიწყება - მოურინიო "რეალში" ბრუნდება
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
18 წლის ქართველი "რეჯანას" ძირითადში? ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის კვალზე
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
იტალიურ ტურნირზე ქართველი გამოარჩიეს - ინტერვიუ ნიკა ქორიძესთან
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ნიკა ქორიძე: "რეჯანაში" ქართულისგან ძალიან ბევრით განსხვავებულ ფეხბურთს მიმაჩვიეს
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
სად გვყავს დასაკარგავი ქართველი?! რატომ არ არიან 19-წლამდელებში არაბიძე და ბერიძე
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო
გული ამის გამო უფრო დამწყდა - რატომ ვერ მოხვდა "რეჯინას" შემტევი ყიფიანის ნაკრებში
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა