სერია A: ტურის სიმბოლური ნაკრები, მნიშვნელოვანი მოვლენები, მოულოდნელობა, ფრაზა, ციფრები და ფაქტები

ტურის სიმბოლური ნაკრები

ანტონიოლი (ჩეზენა) - სარდო (კიევო), საპატა (უდინეზე), ბიავა (ლაციო), ძამბროტა (მილანი) - ინლერი (უდინეზე), ზეედორფი (მილანი), ჯოვინკო (პარმა) - ერნანდესი (პალერმო), სარატე (ლაციო), პალასიო (ჯენოა).

მეოთხეჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში კლარენს ზეედორფი და ეს მაშინ, როდესაც ძალიან ხშირად საუბრობენ მისი "მილანიდან" შესაძლო აბარგების შესახებ. ორი ტურია ჰოლანდიელი უგოლოდ არ ტოვებს მოედანს და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ გუნდისთვის მეტად საჭირო მოთამაშეა. ზეს ბოლოდროინდელი წარმატებები წესით ახალი ხელშეკრულების გაფორმების საწინდარი უნდა გახდეს, მით უმეტეს, ამის საწინააღმდეგო არც თავად ფეხბურთელს აქვს რამე.

მეხუთეჯერ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელებს შორის "უდინეზეს" მცველი საპატა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მიმდინარე სეზონს უმაღლეს დონეზე ატარებს. შეტევის წინა ხაზზე მაურო სარატეს ვხედავთ, რომელზეც ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, მასთან ერთად კი დუბლის ავტორ ერნანდესს "პალერმოდან" და პალასიოს "ჯენოადან".

ტურის გმირი

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ მაურო სარატე სათადარიგოთა სკამზე გაამწესა, მაგრამ პირველივე ტაიმში ჯუზეპე სკული დაშავდა და იძულებული გახდა, თამაშში სწორედ არგენტინელი ჩაერთო. "კატანიას" დამარცხებაში მაურომ უდიდესი წვლილი შეიტანა - ორი საგოლე პასი მიითვალა აქტივში და საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. მოკლედ, სარატე საუკეთესო კუთხით წარმოჩინდა და სავარაუდოდ, მომდევნო პაექრობას პირველივე წუთებიდან დაიწყებს. ნამატჩევს, არგენტინელი ბედნიერი გახლდათ:

"უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით მიზნისკენ. მთავარი სწორედ ეს არის და არა ის, რამდენი გოლი გავიტანე, ან რამდენი საგოლე გადაცემა გავაკეთე. როდესაც რომაული დერბი წავაგეთ, ვთხოვე გულშემატკივრებს, რომ კრიტიკისგან თავი შეეკავებინათ და ბოლომდე გვერდში დაგვდგომოდნენ. ასეც მოიქცნენ და შედეგიც სახეზეა - "რომა" გვარიანად ჩამოვიტოვეთ და კარგი შანსი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ".

ტურის მოულოდნელობა

"ინტერის" წარუმატებლობები თითქოს აღარც გვიკვირს, მაგრამ "პარმასთან" მარცხი მაინც მოულოდნელი გახლდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ემილიაში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, თვითონ ლეონარდომაც კი აღიარა, რომ მისმა გუნდმა სკუდეტოს მოპოვების შანსი საბოლოოდ დაკარგა. ბრაზილიელის თქმით, დროა იტალიის თასის გათამაშებაზე გადაერთოს - ეს ერთადერთი ტურნირია, რომლის მოგების იმედი "ინტერის" ბანაკში ჯერ კიდევ აქვთ.

ტურის მოვლენა

უფრო სწორად ტურის მოვლენები, რადგან ორ გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ერთი, რომ "მილანმა" გაზარდა ქულათა სხვაობა კონკურენტებთან და მეორე, "სამპდორია" დაეშვა გასავარდნ ზონაში.

"მილანმა" "სამპდორიას" სძლია, "ინტერმა" და "ნაპოლიმ" კი წყვილად წააგეს, რამაც ლიდერსა და მის მდევრებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. "როსონერი" მთავარ კონკურენტ "ნაპოლის" უკვე ხუთი ქულით უსწრებს, თანაქალაქელი "ინტერი" კი მთელი რვა ქულით ჩამოიტოვა. მოკლედ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი, უფრო სწორად სასწაული არ მოხდა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ჩემპიონობაში ვეღარავინ შეეცილება.

რაც შეეხება "სამპდორიას", კრიზისმა გუნდი გასავარდნ ზონამდე ჩაიყვანა და ისეთი პირი უჩანს, რომ იქიდან ამოძრომა არ იქნება იოლი საქმე. ჯერ ერთი, გენუელებს გამოცოცხლების არაფერი ეტყობათ და მეორე, კონკურენტები სტაბილურად აგროვებენ ქულებს. მაგალითად, "ჩეზენამ" "ბარი" დაამარცხა, "ლეჩემ" კალიარის" არ დაანება სამი ქულა, "პარმამ" კი სულაც "ინტერს" გამოუყვანა წირვა. ისეთი დიდი ისტორიის მქონე გუნდი, როგორიც "სამპდორიაა", გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა, რაც ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია.

ტურის ჩავარდნა

ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში "ნაპოლიმ" საშინაო მარცხი იწვნია და თანაც გუნდთან, რომელიც საუკეთესო ორი ფეხბურთელის გარეშე ესტუმრა ნეაპოლს. დიახ, "უდინეზეს" ანტონიო დი ნატალეს და ალექსის სანჩესის გარეშე უწევდა ასპარეზობა და მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

"ნაპოლის" გასული წლის 25 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული "სტადიო სან პაოლოზე" და ეს წარმაქტებული სერია ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შეწყვიტა. პირთამდე გავსებული ტრიბუნები ორჯერ დადუმდა, ნამატჩევს კი ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელს დანა პირს არ უხსნიდა. სამაგიეროდ, ედინსონ კავანიმ გააკეთა კომენტარი და შემდეგი განაცხადა:

"ეს ყველაზე გულდასაწყვეტი მარცხია ჩემს საფეხბურთო კარიერაში, მაგრამ ვცდილობ, რომ როგორმე დავივიწყო და მომავალ პაექრობაზე გადავერთო. ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვივარგეთ, მეტოქემ კი თითზე ჩამოსათვლელი მომენტი შექმნა და იქიდან ორი, გოლით დაასრულა. რას ვიზამთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და დროა, მომდევნო თამაშზე გადავიტანოთ ყურადღება".

ტურის ფრაზა

სილვიო ბერლუსკონი (მილანის პრეზიდენტი): "გასულ სეზონში, "ინტერს" ყველაფრის მოგების საშუალება მივეცით - ვფიქრობ, რომ დროა საკუთარ თავზეც ვიფიქროთ".

ციფრები და ფაქტები

- 2005-2006 წლების ჩემპიონატის შემდეგ, "ინტერს" სეზონში 8 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული;

- კლარენს ზეედორფმა 395-ე შეხვედრა ჩაატარა "მილანის" შემადგენლობაში, ამ მაჩვებებლით ის საუკეთესოა ყველა დროის ლეგიონერებს შორის;

- "პარმას" 22 იანვრის შემდეგ არ ჰქონდა საკუთარ მოედანზე მოგებული, სამი მატჩი წააგო, ორი კი ფრედ ითამაშა;

- 2005 წლის აპრილის შემდეგ, "რომამ" პირველად წააგო ზეზიზედ ორი შეხვედრა საკუთარ მოედანზე;

- ესეკილ შელოტომ და კევინ კონსტანტმა სადებიუტო გოლები გაიტანეს სერია A-ში;

- "ფიორენტინას" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსი" 1998 წლის შემდეგ არ ჰყავს დამარცხებული;

- რობერტ აკვაფრესკამ სერია A-ში ჩატარებული მეასე შეხვედრა 35-ე გატანილი გოლით აღნიშნა;

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა