თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მესამეადგილოსანი "დუნაისკა სტრედა" ერგო. პირველი მატჩი სლოვაკეთში 12 ივლისს შედგება, საპასუხო შეხვედრას "დინამო არენა" 19 ივლისს უმასპინძლებს.

"დუნაისკა სტრედა" სლოვაკეთის ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია. 2017-18 წლების სეზონში ფორტუნა ლიგაში რეგულარულ სეზონშიც და ჩემპიონთა რაუნდშიც მესამე ადგილი მოიპოვა.

კლუბი 1904 წელს დაარსდა და 114-წლიანი ისტორია აქვს. თუმცა კლუბის ისტორია ნაკლებად წარმატებულია. ბოლოს "დუნაისკა" სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში საპრიზო ადგილზე 1995 წელს გავიდა - მესამე ადგილი.

გუნდი ამ ეტაპზე მწვრთნელის გარეშე იმყოფება, რადგან იტალიელი მარკო როსი უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

სად თამაშობს "დუნაისკა სტრედა"?

ამავე სახელწოდების ქალაქ დუნაისკა სტრედაში 22 000 ადამიანი ცხოვრობს. კლუბი "მოლ არენაზე" თამაშობს, სადაც 10 000-მდე ადამიანი ეტევა. სტადიონს აქვს უეფას ლიცენზია.

რას წარმოადგენს დღევანდელი "დუნაისკა სტრედა"?

კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" დღევანდელი მდგომარეობით 5.48 მილიონია. რაც შეეხება "დინამოს", მისი ფასი 5.15 მილიონი ევროა. გუნდში 15 ლეგიონერია, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის დიდ ნაწილს იკავებენ.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველი ზსოლტ კამარია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის "ლაიპციგიდან" არის იჯარით და "ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, 30 ივნისს უნდა დატოვოს კლუბი.

კლუბის ბომბარდირი წინა სეზონში 10 გოლით სლოვაკი ერიკ პაცინდა იყო, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

"დუნაისკა სტრედას" კარგი დაცვა ჰყავს. მაგალითად, პანამელი ერიკ დავისი ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და ბელგიასთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. აგრეთვე, მასთან ერთად დაცვის ჯაჭვს სლოვაკი, სერბი და ხორვატი ფეხბურთელები კრავენ.

სლოვაკური გუნდის კარის დარაჯი ჩეხი პატრიკ მაცეია, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილურად თამაშობს. ის წინა სეზონის მიხედვით, საშუალოდ შეხვედრაში ერთ გოლს უშვებდა, რაც არცთუ ისე კარგი შედეგია.

ნახევარდაცვასა და შეტევაში "დუნაისკას" ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო გამოცდილებაც აქვთ. მაგალითად: თომას ჰუკი - სლოვაკეთის ნაკრები, სიმონ პამბუ - კონგოს ნაკრები და ა.შ.

საერთო ჯამში, მეტოქე არ წარმოადგენს დაუძლეველ ბარიერს, თუმცა დღევანდელ "დინამოს" მათ წინააღმდეგ გაძლიერება აუცილებლად მართებს, თორემ შედეგი მთლად დამაკმაყოფილებელი შეიძლება ვერ იყოს.

samcuxaroa
ხომ იცით რომ შევრცხვებით. გაზაფხული შემოდგომა იმიტომ შემოიღეს, რომ გუნდები ფორმაში იქნებიანო და ამათ ჯერ გუნდი არ ყავთ.
ბაჩო გ
ეს მე არ ვარ ბოროტი რას ნიშნავს?
georgian
გაძლიერების გარეშე გაგვიჭირდება ხალხნო და გამოკითხვაში თავს ტყიულად ნუ ვიტყუებთ! "მე არ ვარ რობოტი" გააუქმეეეეეეეეეეეეთ!!!!
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ნავალოვსკის მინსკის "დინამომ" თბილისის "დინამოს" გამომგდები "დუნაისკა სტრედა" ისევ დაამარცხა
თბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ვლადიმერ ვაისი თბილისის "დინამოს" გამამწარებელი გუნდის მწვრთნელად ინიშნება
სლოვაკი ფეხბურთელი, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" ითამაშა, ცემით კინაღამ მოკლეს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ცოტნე კაპანაძე "იბერია 1999"-დან სლოვაკურ გუნდში გადავიდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა