მორიგი სარბოლო უქმეების შემდეგ Castrol-ის ახალ რეიტინგში ჰამილტონმა ფერნანდო ალოსნო უკან ჩამოიტოვა
"მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა არ გამორიცხა ბრიტანულ საჯინიბოსთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ "ფერარიში" გადასვლა. ბრიტანელი პილოტის ხელშეკრულებას 2012 წლის ბოლოს გასდის ვადა.

"ყველაფერი მოსალოდნელია. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს "ფერარის" ბოლიდის საჭესთან აღმოვჩნდე?!", - მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები La Stampa-ს.

ამასობაში, მორიგი სარბოლო უქმეების შემდეგ Castrol-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა. წინა კვირისგან განსხვავებით საუკეთესო ათეულში სერიოზული ცვლილება მოხდა - ჰემილტონმა, რომელიც ბოლო დროს ნელნელა უახლოვდებოდა ფერნანდო ალონსოს, შანხაიში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შეძლო ესპანელის უკან ჩამოტოვება.

გარდა ამისა, ორი პოზიციით დაქვეითდა რალიში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ლოები (მან არც ისე წარმატებით იასპარეზა იორდანიის რალიზე) - მას არამარტო ჰემილტონმა, არამდე ალონსომაც გაუსწრო. ახლა პირველ ოთხ პოზიციას რეიტინგში სწორედ ფორმულა 1-ის პილოტები იკავებენ.

თავიანთი პოზიციები გაიუმჯობესეს გასული უქმეების სხვა გმირებმა - ფელიპე მასამ, სებასტიან ოჟიემ და იარი-მატი ლატვალამ. სულ უფრო ახლოვდება ლიდერებს მიხაელ შუმახერი - ჯერჯერობით გერმანელი 26-ე ადგილზეა. გასულ კვირას ძირითადად პოზიციებს ამ კლასიფიკაციაში ამერიკული სერიის მონაწილეები კარგავდნენ.

ახალი რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 25 805

2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 803

3. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 20 258

4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 981

5. ს. ლოები (რალი) 19 492

6. უ. პაუერი (IndyCar) 17 966

7. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 17 239

8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 701

9. კ. ედვარდსი (NASCAR) 15 907

10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 788

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა