23 ივნისს, საქართველოს დროით დილის 09:45 საათზე, "ბორჯღალოსნები" 2018 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის დასკვნით თამაშს ტოიოტაში, იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ.

აზიელ მეტოქეს აქამდე 5-ჯერ შევხვედრილვართ, თუმცა ბოლო 12 წელია მათ სამშობლოში არ გვითამაშია. იაპონიას პირველად 2006 წელს ვეწვიეთ და ოსაკაში მასპინძლებმა 32:7 იმარჯვეს.

2012 წლიდან დღემდე, "საკურები" თბილისს სამჯერ სტუმრობდნენ. 6 წლის წინ, უკვე გაწითლებულ დროზე, სტუმრებმა კონტრშეტევა საკუთარი 5-მეტრიანიდან წამოიღეს და გამარჯვების არეკნი გაიტანეს - 25:22.

2014 წელს იაპონიას პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ მოვუგეთ. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს და 35:24 სძლიეს.

2015 წლის მსოფლიო თასის გასახურებელ შეხვედრაში აზიელებს 5 სექტემბერს, გლოსთერში ვეთამაშეთ - 10:13. რეპეტიცია ორივე გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ტურნირის პირველ მატჩში საქართველომ ტონგას 17:10 სძლია, ხოლო იაპონიამ სენსაცია მოახდინა და სამხრეთი აფრიკა 34:32 დაამარცხა.

2016 წელს იაპონიას მესამედ ვუმასპინძლეთ ვაკეში და 60-წუთიანი დომინირების მიუხედავად, კონტრშეტევაზე მოთამაშე მეტოქემ 28:22 იმარჯვა.

იაპონია "ბორჯღალოსნებისთვის" ერთ-ერთ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. მასთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს - 4:1. განვლილ 5 მატჩში იაპონიამ გაიტანა 14 ლელო, ჩვენ - 11; ხოლო ქულათა ბალანსი 96:122-ზეა.

რეპეტიცია მსოფლიო თასის წინ

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბისთვის, მენეჯმენტისა და მოთამაშეებისთვის ამ თამაშს, სპორტულის გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს. 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩს საქართველო სწორედ "ტოიოტა სთედიუმზე", უელსის წინააღმდეგ გამართავს და ახლა გუნდი ზუსტად იმ პირობებში ემზადება, როგორ პირობებშიც დაახლოებით 1 წლის შემდეგ მოუწევს ყოფნა.

მილტონ ჰეიგი ამ შესაძლებლობით კმაყოფილია, რაც არაერთხელ აღნიშნა:

"მოხარული ვარ, რომ იაპონიას "ტოიოტა სიტიში" ვეთამაშებით, იმ სტადიონზე, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსს დავუპირისპირდებით. იმავე ბაზაზე ვივარჯიშებთ, იმავე სასტუმროში გავჩერდებით და იმავე სატრანსპორტო სისტემას გამოვიყენებთ. მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ამაზე კარგი რა უნდა გინდოდეს.

ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიასთან მათსავე ქვეყანაში თამაში. რაც მე "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი ვარ, მათ სამჯერ ვეთამაშეთ თბილისში და ერთხელ ბრიტანეთში. აქედან გამომდინარე, დიდებულია, რომ იაპონელებს თავიანთ მშობლიურ კედლებში დავუპირისპირდებით".

ორი შერკინებაში, ორი ხაზში

საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრას ცნობილი უელსელი რეფერი, ლეგენდარული ნაიჯელ ოუენსი განსჯის, რაც თამაშს დამატებით ხიბლს შესძენს.

ამ თამაშამდე იაპონია ორჯერ შეხვდა იტალიას და ორი კვირის წინ ის 34:17 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს 22:25 დამარცხდა. "ბორჯღალოსნებმა" ზაფხული სხვებზე 10 დღით ადრე დაიწყეს და თბილისში, "დინამო არენაზე" "ფრანგ ბარბაროსებს" 16:15 სძლიეს, 9 ივნისს იმავე ანგარიშით ტონგა დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის წინ ფიჯის შეხვდნენ და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 37:15.

მას შემდეგ ჰეიგმა სასტარტო 15-ში ოთხი ცვლილება განახორციელა. შერკინების მეორე და მესამე ხაზი უცვლელი დარჩა: გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვიტო კოლელიშვილი და ოთარ გიორგაძე.

ძირითადში შეინარჩუნა ადგილი მარცხენა ბურჯმა კახა ასეიშვილმა. შეიცვალა მარჯვენა ბურჯი და ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ირაკლი მირცხულავა იწყებს. შეიცვალა კვაჭიც და შალვა მამუკაშვილის ნაცვლად სასტარტოში ჯაბა ბრეგვაძე გამოჩნდა, რომელიც იაპონურ "სანვულვზში" თამაშობს.

წყნარი ოკეანის ტურნეზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილი. წინა მატჩისგან განსხვავებით, ცენტრში დაბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. 2 კვირის წინ ამ წყვილმა ტონგასთან მატჩი დაიწყო, თუმცა კვესელაძე მე-4 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს იწყებს მერაბ კვირიკაშვილი, ფრთაზე გადაინაცვლა სოსო მათიაშვილმა, ხოლო მეორე ფრთა ალექსანდრე თოდუა იქნება.

მარქაფაში გადაინაცვლა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა. ფიჯისთან მატჩის მსგავსად, თადარიგში არიან ბურჯები ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე, ასევე - მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. ხაზის თადარიგში არიან გიორგი ბეგაძე, ლაშა მალაღურაძე და ანზორ სიჭინავა.

მომზადებულია Rugbu.ge-ს მიხედვით

ქომაგი
ფიჯისთან პირველი ტაიმი სწორად და ნორმალურად ვითამაშეთ. აი მეორე ტაიმში კი რაც მოხდა, იმის შედეგს მსოფლიოზე მოვიმკით
კუკური ბაბუ
... მოვიგებთ ბაბუ... გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვიგებთ...
ლადო
რაღა დარჩა? :D
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
შერკინებას თუ გამოასწორებენ, ხელით თამაშს გააუმჯობესებენ და სისწრაფეს მოუმატებენ რაღაც იმედი გაჩნდება
Irakli apkhaidze
თაზო მჭედლიძე სადაა?
დათო
აჰაა, განახლდა, განახლდა ჰეიგის დევნა
მთ
დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჰეიგს და სასწრაფოდ დავიწყოთ უფრო სხვა დონის მწვრთნელის შერჩევა,რაც ფიჯიმ შერკინებაში გვიქნა-საგანგაშოა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნები" | იაპონია თბილისში მოდის
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა