ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

...გაჭირვებით იგებენ

...გაჭირვებით იგებენ

დიდი ხანია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფი ასე საინტერესოდ არ დაწყებულა
გუშინ დარჩენილ ორ შეხვედრაში უფრო მაღალი განთესვის მქონე გუნდებმა მოიგეს, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. დიდი ხანია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფი ასე საინტერესოდ არ დაწყებულა.

აღმოსავლეთი

ბოსტონი-ნიუ იორკი 87:85

24:23, 15:28, 20:13, 28:21

ბ: რ. ალენი (24+6 მოხსნა), პირსი (18), გარნეტი (15+13 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯ. ო’ნილი (12+4 დაფარება), რონდო (10+9 პასი+9 მოხსნა), ჯ. გრინი (4), გ. დევისი (2+5 მოხსნა), დელ. უესტი (2), კრსტიჩი.

ნ-ი: სტაუდმაიერი (28+11 მოხსნა), ენტონი (15), ბილაპსი (10), ტურიაფი (10+5 მოხსნა+4 დაფარება), დუგლასი (8), ბ. უოკერი (7), ჯეფრიზი (3+9 მოხსნა), შ. უილიამსი (3), ე. კარტერი (2), ფილდსი.

სერია: 1-0

ისევე როგორც წინა დღეს "მაიამიმ" და "ჩიკაგომ", "ბოსტონმაც" პირველ მატჩში დიდი გაჭირვებით გაამართლა ფავორიტის სტატუსი. "ნიუ იორკმა" დაამტკიცა, რომ უბრძოლველად არ აპირებს სერიის დათმობას და გუშინ კინაღამ პირველი მატჩი მოიგო სტუმრად. თანაც მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა (კარმელო ენტონი) დებიუტშივე მიიღო ორი პერსონალური, მეორე (ჩონსი ბილაპსი) კი მაშინ დაშავდა, როცა მატჩის ბედი ირკვეოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ბოსტონს" ვერ დაეხმარა შაკილ ო'ნილი, რამაც საქმე გაუადვილა ამარე სტაუდმაიერს. პირველი ნახევარი სწორედ სტუმრებს დარჩათ - ბოსტონში 12 ქულიანი უპირატესობა დიდი ფორაა. "სელტიქსმა" მატჩის გადარჩენაზე ზრუნვა მეორე ტაიმის სტარტზევე დაიწყო და თავისას მიაღწია. სხვაობა ნელ-ნელა მცირდებოდა და მეოთხე მეოთხედის სტარტზე 7:0 გაქცევის შემდეგ მასპინძლებმა წინ გასვლა მოახერხეს - 66:64. სტაუდმაიერმა ამას ზედიზედ სამი ჩაგდებით უპასუხა და თავის გუნდს ლიდერობა დაუბრუნა. მანვე ეფექტური ჩატენვით ანგარიში 82:78 გახადა საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე. "ბოსტონს" სასწრაფოდ რაღაც უნდა მოეფიქრებინა. მასპინძლები მარტივად მოიქცნენ: ბურთი პოლ პირსს მისცეს, მან ერთი ჩააგდო, შემდეგ ააცილა, მაგრამ შეტევაში ჯერმეინ ო'ნილმა მოხსნა და ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო წუთზე თანაბარი ანგარიშისას ბილაპსი ფარქვეშ შესვლისას დაეცა და მუხლი დაიზანა. გამოცდილი გამთამაშებელი გასახდელში გაიყვანეს. მის ნაცვლად მოედანზე ტონი დუგლასი გამოვიდა და მაშინვე სამქულიანი ჩააგდო - 85:82 სტუმრების სასარგებლოდ. სათამაშო რჩებოდა 37 წამი. შემდეგი შეტევისთვის "ბოსტონს" წამიც არ დასჭირდა: რაჟონ რონდომ აუტიდან მეტოქის სამწამიანში ჩააგდო ბურთი და კევინ გარნეტმა ჩატენა. იქვე ენტონიმ შეტევაში ჯარიმა მიიღო. "ბოსტონს" 21 წამი ჰქონდა ბოლო შეტევისთვისა და გამარჯვებისთვის. მაგრამ ამის ნახევარი დრო დახარჯა - პირსმა სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გახდა 87:85. "ნიქსს" 11 წამში უნდა მოესწრო თამაში გადარჩენა. ბურთი ენტონიმდე მიიტანეს და მან რონდოსა და ალენის აქტიური მეურვეობის გამო სამქულიანი ააცილა.

დასავლეთი

ოკლაჰომა-დენვერი 107:103

24:33, 35:27, 27:22, 21:21

ო: დურანტი (41+9 მოხსნა), უესტბრუკი (31+7 პასი+6 მოხსნა), მეინორი (12), ჰარდენი (5), კუკი (5), პერკინსი (4+5 მოხსნა), იბაკა (3+5 მოხსნა+4 დაფარება), სეფოლოშა (2), ნ. კოლისონი (2), სეფოლოშა (2).

დ: ნენე (22+8 მოხსნა), გალინარი (18), ფელტონი (12+8 პასი), ლოუსონი (10+5 პასი+3 ჩაჭრა), კენ. მარტინი (10+7 მოხსნა+5 პასი), უ. ჩენდლერი (9+8 მოხსნა), სმიტი (9), კ. ანდერსენი (8), ჰარინგტონი (5).

სერია: 1-0

პლეი ოფის წინ სწორედ ამ სერიაში ვარაუდობდნენ ყველაზე დაძაბულ ორთაბრძოლას და პირველმა მატჩმა გაამართლა მოლოდინი. ეს იყო ძალიან სანახაობრივი მატჩი, სადაც ყველაფერი ასევე ბოლო წამებზე გადაწყდა.

სტუმრებმა თამაშის წინ დაკარგეს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე - არონ აფლალო. წესით სწორედ მას უნდა ეზრუნა მასპინძელთა გამთამაშებლის - რასელ უესტბრუკის შეჩერებაზე. შესაძლოა, სწორედ აფლალოს არყოფნა იყო "დენვერის" გუშინდელი მარცხის მიზეზი.

პირველ ტაიმში მაყურებელმა ორი განსხვავებული მეოთხედი იხილა: პირველში სტუმრებმა უშეღავათო ბრძოლაში გაიმარჯვეს. დროის ამ მონაკვეთში შესანიშნავად თამაშობდნენ ტაი ლოუნსონი და ნენე ილარიო. ამ უკანასკნელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თამაშიდან 9 ბურთი ჩააგდო (11-დან).

მაგრამ მეორე მეოთხედში ყველაფერი თავდაყირა დადგა. საწყის მეოთხედში მეტოქის 33 ქულას "ოკლაჰომამ" 35-ით უპასუხა. ამ შემთხვევაში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ "თანდერის" რეზერვისტები - ერიკ მეინორი, ჯეიმს ჰარდენი და დეშუან კუკი, ბოლოსკენ კი მათ მთავარი ვარსკვლავები - უესტბრუკი და კევინ დურანტი დაეხმარნენ. საბოლოოდ, ამ დუეტის ანგარიშზე 72 ქულა, 15 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი მოდიოდა. "დენვერმა" უბრალოდ არ იცოდა, როგორ შეეჩერებინა ეს ორი კალათბურთელი. გარდა ამისა, იღბალიც მასპინძელთა სასარგებლოდ იყო...

ეპიზოდი, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია, საფინალო სირენამდე წუთითა და 6 წამით ადრე მოხდა, როცა "დენვერი" ჯერ კიდევ წინ იყო - 101:100. უესტბრუკმა საშუალო მანძილიდან ესროლა, ბურთი კალათში ჩაშვებას არ აპირებდა და მას პერკინსმა დაამატა, თუმცა "თანდერის" ცენტრს აშკარად ბადეში გაებლანდა ხელი. ჯორჯ კარლი და მისი დამხმარეები ორი ქულის გაუქმებას ითხოვდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ - "ოკლაჰომა" ერთი ქულით გავიდა წინ.

საპასუხო შეტევაში კენიონ მარტინმა ააცილა, იქვე კი უესტბრუკმა დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო - 104:101. კოლორადოელებს ჰქონდათ გადარჩენის შანსი, მაგრამ რეიმონდ ფელტონის სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია. ბოლო წამებზე ტაქტიკურ პერსონალურებს აზრი აღარ ჰქონდა.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ