ინციდენტი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსი სპორტსმენების დელეგაციის ცხინვალში ვიზიტისას მოხდა
ინტერნეტში ცხინვალში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რუსი სპორტსმენების დელეგაცია, რომელსაც თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი ხელმძღვანელობდა, ცხინვალში ჩავიდა.

ვიდეომასალაში მოხვდა კადრი, როგორ აჩვენებს შუა თითს ცხინვალელებს შავ "მერსედესში" მყოფი თედეევი და ოსურ ენაზე დედას აგინებს [იხილეთ ვიდეო].

ოსური სააგენტოების მტკიცებით, თედეევთან ერთად, მანქანაში იმყოფებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი.

ცხინვალის სამართალდამცველების მტკიცებით კი ავტომობილის კორტეჟიდან, რომელშიც რუსი სპორტსმენები იმყოფებოდნენ, ადგილობრივ მილიციას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ავტომანქანებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ რუსეთის ე.წ. ელჩი ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ფაქტის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

რუსეთის სპორტული ბრძოლების ფედერაცია ცხინვალში რუს სპორტსმენებთან დაკავშირებულ ინციდენტს სწავლობს. მომხდარის შემდეგ, რუსი სპორტსმენების კორტეჟმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვა.

მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის პრესმდივნის, ვიაჩესლავ სედოვის განცხადებით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ამ ეტაპზე შეფასებისგან თავს იკავებს.

ამასთან, როგორც მან დასძინა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სპორტსმენები წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქმის კურსში არავინ ჩაუყენებიათ.

”ინტერპრესნიუსი”

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა