"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მის საქმეში მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მის საქმეში მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია.

"საშინელი რამ უნდა ვთქვა, ჩვენს სამუშაოში სენტიმენტალობის გამოვლენა არ შეიძლება. ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყვნენ, მიყვარს. ძალიან გამიმართლა, რომ დიდ მოთამაშეებთან ვმუშაობდი.

ყველა ეს ფეხბურთელი ჩემი წარმატების ნაწილია, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში, როგორც ეს, მაგალითად, ნიკი ბატის და ფილ ნევილის შემთხვევაში მოხდა - მათი გაშვება მიხდება.

ძალიან მიჭირდა ფეხბურთელებისთვის იმის თქმა, რომ ისინი მეტს ვეღარ ითამაშებდნენ. ეს მათთან მიმართებაში არცთუ სამართლიანია, რადგან ისინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის ნაწილნი არიან.

ჩემი სამუშაოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ვავარჯიშო და შედეგს მივაღწიო, ნებისმიერი სხვა სპეციალისტისგან არაფრით განვსხვავდები.

თუ ვხედავ, რომ გუნდი უკან მიდის, იძულებული ვარ ვიმოქმედო და გადაწყვეტილებები მივიღო.

ნებისმიერ სიტუაციაზე სწრაფად რეაგირება შემიძლია. ჩვენს საქმეში გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეგეძლოს. დიახ, ხანდახან შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ ეს ძალიან არ მაწუხებს, იმიტომ რომ მთავარია გუნდის მართვა შემეძლოს", - თქვა შოტლანდიელმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა