ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

"მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ჩემი უდანაშაულობის სჯერა და მხარს მიჭერს"
ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს ქურდული სამყაროს მიმდევრობაში ბრალი დასდეს და 6 წელი მიუსაჯეს. მასთან ერთად დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი გაასამართლეს. დემეტრაძე ამბობს, რომ სრულიად უდანაშაულოა. სასამართლოზე, როცა მოსამართლემ ბოლო სიტყვის უფლება მისცა, დემეტრაძემ განაცხადა, - სამართლიან განაჩენს ვითხოვ, სხვას არაფერსო.

გამამტყუნებელი განაჩენი მაინც დადგა... ადოკატმა მარიკა ფხალაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანა. სანამ განაჩენი კანონიერ ძალაში არ შევა, გიორგი დემეტრაძე გლდანის ციხეში დარჩება.

ცნობილი ფეხბურთელზე ბევრი რამ დაიწერა და ითქვა. როგორც ამბობენ, ციხეში გიორგიმ თვითმკვლელობაც სცადა. ცნობილია საბადრაგო სამსახურთან მომხდარი კონფლიქტიც. ჩვენ შევეცადეთ ამ და სხვა კითხვებზე პასუხები თავად ფეხბურთელისგან მიგვეღო.

- გიორგი, ასეთ განაჩენს ელოდით?

- არ ველოდი, დარწმუნებული ვიყავი, მოსამართლე უპირობოდ გამამართლებდა და სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლებდა. არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ჩემს სიმართლეში სასამართლოზე მყოფი საზოგადოება დარწმუნდა. ხომ ნახეთ ყველამ, პროკურატურამ ჩემი ბრალის დადასტურება ვერ შეძლო, ვერ შეძლო თუნდაც ერთი მოწმე მოეყვანა.

- ამბობთ, რომ უდანაშაულო ხართ. მაშინ რატომ აღმოჩნდით პატიმრობაში, რატომ გაგწირეს?

- ალბათ, ასე იმიტომ გამწირეს, რომ პროკურატურას არ დავეთანხმე და უარი ვთქვი, იმ აბსურდზე, რასაც ჩემგან ითხოვდნენ. არ დავიბრალე ის, რაც არ ჩამიდენია.

- ვატო ყიფიანი ახალი ბრალდებით ისევ დააკავეს. თქვენს ურთიერთობაზე გვიამბეთ, იგი თქვენს გამოყენებას ხომ არ ცდილობდა?

- ვატო ყიფიანი მამაჩემის ძმაკაცის შვილია. წლებია, ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩემს დაკავებამდე 2-3 თვე კიევში, ჩემს ბინაში ცხოვრობდა. ციხიდან რომ გაუშვეს, საქართველოდან კანონიერად წავიდა. დანაშაულია ჩემს ბინაში რომ ცხოვრობდა?..

დაკავების დღეს ჩემმა მეგობარმა, დავით გაგნიძემ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. არ უთქვამს, რაზე მიბარებდა. კახა მისირელთან ერთად ვაკეში წავედი. დათოს ვერ შევხვდი, რადგან მანამდე დამაკავეს. პოლიციელებმა სრულიად უმიზეზოდ ხელები გადამიგრიხეს და ძირს დამაგდეს. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. არანაირი ფული არ მქონია. ტყუილია, თითქოს 30.000 დოლარი ჩემგან ამოიღეს. მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობ და მითხარით, საიდან უნდა ვიყო ქურდული სამყაროს წევრი? დაედასტურებინათ მაშინ, რომ რაიმე ქურდულ გარჩევაში მივიღე მონაწილეობა.

სასამართლოზე ისიც გაირკვა, რომ ვატოსთან სატელეფონო საუბარიც კი არ მქონია, არათუ რაიმე სახის შეთანხმება.

- როგორც ვიცი, პროკურატურა საპროცესო გარიგებას გთავაზობდათ. 2-წლიან პატიმრობაზე უარი რატომ თქვით. თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოზიციას ხომ არ შეიცვლით და პროკურატურასთან გარიგება ხომ არ შედგება? ასე უკვე მოიქცა, თქვენი მეგობარი დავით ფეიქრიშვილი და მალე გათავისუფლდება.

- მითხარით, რატომ უნდა ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია?! დამერწმუნეთ, რაიმე ბრალი რომ მიმიძღვოდეს, ალბათ სხვა გზას ავირჩევდი. მეუბნებოდნენ თუ ვაღიარებდი, 2 წელს მომცემდნენ, მაგრამ უარი ვთქვი.

- ცნობილია, რომ ბადრაგთან პრობლემები გქონდათ და სასამართლოში ცალკე ჰყავდით გამოკეტილი. გვიამბეთ ამ ინციდენტზე...

- სასამართლოში წამოყვანის წინ, საკნიდან გამოყვანისას, ყველანაირად გვამოწმებდნენ. ენა უნდა გამოგვეყო, რომ პირის ღრუც შეემოწმებინათ. მოთხოვნას ვემორჩილებოდი. ერთ დღეს, როცა ენა გამომაყოფინეს, საბადრაგო სამსახურის თანამშრომელმა უკმეხად და აგრესიულად მითხრა, - ბიჭო, ენა წესიერად გამოყავიო. შევეპასუხე, - რას ნიშნავს წესიერად გამოვყო, ხომ არავიში გეშლები-მეთქი. მაშინ ჩემს საცემრად გამოიწია, მაგრამ სხვებმა შეაჩერეს.

იმ დღიდან მოყოლებული ასე მსჯიდნენ. ბადრაგს სასამართლოში დილით მივყავდი და პატარა საკუჭნაოში შევყავდი. ფაქტობრივად, მთელი დღე მარტო ვიყავი გამოკეტილი, ხმის გამცემიც არავინ მყავდა. თან იქ საშინლად ციოდა, ყველა მხრიდან ქარი უბერავდა. ვცადე საჩივრის დაწერა, მაგრამ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა და ვერაფერს მივაღწევდი. სასამართლოს დასრულებამდე ასეთ პირობებში ვიყავი.

- როგორია თქვენი ერთი დღე ციხეში?

- მინდა თუ არა, დილის 6 საათზე მეღვიძება. 7 საათზე პურს გვაწვდიან ე.წ. კარმუშკიდან. ნახევარ საათში საუზმე მოაქვთ. იცით, ალბათ, რომ დაკავებულებს სასეირნოდ გაყვანა ყოველდღე ეკუთვნით. დილით, 9-დან 10 საათამდე სუფთა ჰაერს ვსუნთქავ. პატიმრები კორპუსის სახურავზე ავყავართ, სადაც განთავსებულია სასეირნო ადგილი. იქიდან რომ ჩამოვდივარ, მერე საკანში ვვარჯიშობ. ამასობაში სადილობის დროც მოდის. საკანში რადიო გვაქვს და განსაკუთრებით რადიო "პალიტრას" ვუსმენთ. ვკითხულობთ ჟურნალ-გაზეთებს. ერთმანეთს ვესაუბრებით, მერე ვვახშმობთ და 10 საათზე იძულებული ვარ, დავიძინო.

- ამ დროს ძილი აუცილებელია?

- 10 საათზე საკანში შუქს გვიქრობენ, რადიოს თიშავენ და სხვა რა გზა დაგვრჩენია, ვიძინებთ.

- გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ საკანში თავის მოკვლა სცადეთ, მართალია?

- თავის მოკვლა არ მიცდია და არც ვაპირებ. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.

- მაინც ჩაგეკითხებით, როგორც ვიცი, მაჯა დასერილი გქონდათ რამდენიმე ადგილას და ეს დაზიანება კარცერში მიიღეთ.

- კარცერში მართლა ვიჯექი 5 დღე. იქ ხმამაღალი სიცილის გამო ჩამსვეს. ძალიან რთულ პირობებში ვიყავი. ყოველ დილით, 10 საათზე ციხის თანამშრომელი კარცერში შემოდიოდა, საწოლს აკეცავდა და საღამოს 10 საათამდე ბოქლომს ადებდა. ფაქტობრივად, მთელი დღე ფეხზე ყოფნა მიწევდა. დილას ვარჯიშით ვიწყებდი, მაგრამ ვარჯიშით რომ დავიღლებოდი, მერე არ ვიცოდი რა მეკეთებინა. იქვე ხელსაბანი იყო, რომელსაც წვეტიანი კუთხე ჰქონდა და იმით მართლა ვცადე თავის დაზიანება - წვეტიან კუთხეს მაჯა რამდენჯერმე ჩამოვუსვი და დავიზიანე, რადგან მინდოდა ბადრაგს ციხის საავადმყოფოში გადავეყვანე. შესაძლოა, ეს თვითმკვლელობის მცდელობად ჩათვალეს. თვითმკვლელობას ნამდვილად არ ვაპირებ!

- მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი სასამართლო სხდომებზე არ დაგკლებიათ. ბევრი გადავსებულ დარბაზში შესვლას ვერ ახერხებდა. რას ეტყვით თქვენს გულშემატკივარს?

- მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ჩემი უდანაშაულობის სჯერა და მხარს მიჭერს. უდანაშაულო ვარ და სამართლიან განაჩენს გულწრფელად ველოდი...

kvirispalitra.ge

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)

• giof

რაბინოვიჩი- კიევის ''არსენალის'' მეპატრონე რომ გაიძახოდა -დემე არაადექვატურად იქცევაო, მაშინ სად იყავით, ახლა რომ გაიძახით უდანაშაულოაო! არაპროფესიონალიზმმა და ''ქართულმა'' ''კაი ბიჭობამ'' მიიყვანა აქამდე! რო გაიძახით უდანაშაულოაო ,ამით ხომ ახალგაზრდებს იგივესკენ უბიძგებთ, თუ ესეთები აქ არ ხდება? ამას წინათ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა თქვა ნერვები ამეშალა და ღვინოში მეტადონს ვხსნიდი და ამიტომ მიპოვეს სისხლში ნარკოტიკიო!? საღოლ , ''კაი ბიჭია ტ, ქურდები და ნაქურდალები და რამე! ჰოდა ,ამიტომაც ვერ გაცდნენ რუსეთს უკრაინას!

• gio

ვრებს ეგრე უტვინოდ ფეხბურტელობას!

• uzlevi

ორწლიან ვადას თუ არ დათანხმდა აღიარების სანაცვლოდ ე.ი. დიდი შანსია რომ მართალი იყოს ეს ადამიანი. ამ სააკაშვილის ! სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს და სამართალი. თფუი, თქვენი!

• oto

gamagrdi , amaT male moerebaT bolo!!!

• Gio

თავისუფლება დემეს ! მაგრად მიყვარს ეს ფეხბურთელი. ვისთვის უნდა გამოეძალა ფული თვითონ ცოტა აქვს!?

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს