არის თუ არა მწარედ დაჭრილი ფავორიტი ორმაგად საშიში ნებისმიერი მეტოქისათვის? რა თქმა უნდა არის, ამიტომაც ჰონდურასის ნაკრებს ცუდ დროს მოუწია "ფურია როხასთან" დაპირისპირება, მაგრამ მუნდიალების ისტორიაში ამაზე უფრო ცუდ დროსაც უთამაშია ჰონდურასის ნაკრებს ესპანელთა წინააღმდეგ და თავი არ შეურცხვენია...

დელ ბოსკე დარჩება, მიუხედავად შედეგისა...

21 ივნისი. იოჰანესბურგი. ელის პარკი. 22:30

ესპანეთი-ჰონდურასი

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი (4-4-2): კასილიასი - ს. რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ფაბრეგასი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ინიესტა - ტორესი, ვილია.

ჰონდურასი (4-4-2): ვალადარესი - მენდოსა, ჩავესი, ფიგეროა, ისაგირე - ალვარესი, ვ. პალასიოსი, გევარა, ესპინოსა - პავონი, ნუნიესი.

არბიტრი: იუჩი ნიშიმურა (იაპონია)

არის თუ არა მწარედ დაჭრილი ფავორიტი ორმაგად საშიში ნებისმიერი მეტოქისათვის? რა თქმა უნდა არის, ამიტომაც ჰონდურასის ნაკრებს ცუდ დროს მოუწია "ფურია როხასთან" დაპირისპირება, მაგრამ მუნდიალების ისტორიაში ამაზე უფრო ცუდ დროსაც უთამაშია ჰონდურასის ნაკრებს ესპანელთა წინააღმდეგ და თავი არ შეურცხვენია...

ესპანეთის ნაკრებს მუდმივად მძიმე ტვირთად აწევს წარსული წარუმატებლობები მუნდიალებზე, ასე რომ თითოეული ასეთი დეტალი გასათვალისწინებელია. საქმე კი იყო ასე... ჰონდურასის ნაკრები მუნდიალზე პირველად 1982 წელს მოხვდა. 28 წლის წინათ მსოფლიოს ჩემპიონატს ესპანეთი მასპინძლობდა, ხოლო ჰონდურასს მე-5 ჯგუფში მასპინძლებთან ერგო თამაში. ამ მუნდიალზე ჰონდურასი ყველას წინასწარ 0:10-ებისთვის ჰყავდა განწირული (სინამდვილეში კი სულ სხვა გუნდმა წააგო დაახლოებით ასეთი ანგარიშით, ელ სალვადორი უნგრეთმა 10:1 დაამარცხა). ვალენსიაში კი "ლუის კასანოვაზე" ესპანეთის ნაკრები მეორე ტაიმში პენალტით გატანილი გოლის სხვაობით გადაურჩა ჰონდურასელებთან მარცხს - 1:1.

"ლა როხამ" შვეიცარიასთან მატჩში ურიგოდ არ ითამაშა, ბევრიც უტია, მაგრამ გოლი ვერაფრით გაიტანა, სამაგიეროდ, ორი კონტრშეტევიდან ერთი გაეპარა და წააგო. მოკლედ, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა დიდი შოკი მიიღო. ამ მარცხზე უკვე ბევრი დაიწერა და საკუთარი მოსაზრებებიც შემოგთავაზეთ, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით, ფაქტია, ესპანეთის ნაკრებმა ვერ გაუმართლა გულშემატკივრებს იმედები და მუნდიალი ისე ვერ დაიწყო, როგორც მათ სურდათ. ეს კი ძალზე ძვირად შეიძლება დაუჯდეს "ფურია როხას", ჯერ ერთი მას ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა მოუწევს, მეორეც (რაც უფრო რეალურია) გუნდი ალბათ ვეღარ შეწვდება პირველ ადგილს, რაც თითქმის უეჭველი ნიშნავს მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრებთან რანდევუს, ეს კი ლამის ფინალია ფინალამდე ბევრად ადრე.

ბოლო მატჩის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკეს კრიტიკოსები მოუმრავლდა, თუმცა არა მხოლოდ კრიტიკოსები - ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის ბოსმა ანხელ ვილიარ მარმა განაცხადა, რომ ვისენტე დელ ბოსკე შეინარჩუნებს სამსახურს იმის მიუხედავად, თუ როგორ გამოვა "ფურია როხა" მუნდიალზე. "ვისენტე დელ ბოსკეს 2012 წლის ჩათვლით აქვს კონტრაქტი ფედერაციასთან და სწორედ ის უთავკაცებს ნაკრებს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში გაიმართება. თუნდაც ჯგუფიდან ვერ გავიდეთ, ეს არ იქნება ესპანური ფეხბურთის დასამარება".

სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობას უბრუნდება ფერნანდო ტორესი, რომელმაც ვერაფერი გვაჩვენა შვეიცარიასთან მატჩში, ის უბრალოდ არ იყო მზად. ტორესი თანაგუნდელთა აზრს იზიარებს, კონკრეტული მიზნის მიღწევის გულისთვის ნაკრებმა სათამაშო სტილი არ უნდა შეცვალოს: "ყველაზე მნიშვნელოვანია ვუერთგულოთ ჩვენი თამაშის სტილს, რომლის გამოც ხშირად ვიმარჯვებთ. ერთმა წარუმატებლობამ არ უნდა ამოგვაგდოს კალაპოტიდან და არ უნდა დავიწყოთ სიახლეების ძებნა. ახლა ჩვენ შორეულ ჩაწოდებებზე აქცენტს ვერ გავაკეთებთ, ვერც პრესინგს გავუმართავთ მეტოქეს მისსავე ნახევარზე - ეს არ არის ესპანური ფეხბურთი. თუ დავიბრუნებთ თვითრწმენას, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - განაცხადა "ლივერპულის" ვარსკვლავმა.

ჰონდურასელთა ბანაკში ფიფას ოფიციალურმა საიტმა ის სამი ფეხბურთელი მოინახულა, რომელთაც უკვე შეაბიჯეს რეკორდების წიგნებში - საუბარია, ვილსონ, ჯონი და ჯერი პალასიოსებზე, პირველ სამ ძმაზე მუნდიალების ისტორიაში. ჯერი პალასიოსი სულ ბოლო მომენტში მოხვდა სამხრეთ აფრიკაში, მან ტრავმირებული ხულიო სესარ ლეონი შეცვალა. "მუნდიალზე თამაში ისედაც დიდებული რამ არის, მაგრამ როცა გვერდში ორი ძმა გიდგას ეს უკვე დაუვიწყარი მოვლენაა, რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს მოვუყვებით. ჩინეთში ვიყავი, როცა ვილსონმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან ლაპარაკი რუედას სურს. ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერს ჩვენი უმცროსი ძმის, ედვინის ხსოვნას ვუძღვნით. ძალიან ძნელი იქნება ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, ისინი მუნდიალის ფავორიტებად რჩებიან შვეიცარიასთან მარცხის მიუხედავად, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როცა ვილსონი ბავშვი იყო, ის აცხადებდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებდა ეროვნული ნაკრების მაისურით და მან ეს ოცნება აიხდინა, ასე რომ შეუძლებელია ამქვეყნად არაფერია, მთავარია ძალიან მოინდომო", - განაცხადა პალასიოსთაგან უფროსმა ჯერიმ.

ესპანეთის ნაკრები 4-4-2 სისტემაზე გადაერთვება, დელ ბოსკე ორი სუფთა ფორვარდით ითამაშებს. ძნელი გამოცნობა არ უნდა იმას, რომ დავიდ ვილიას ფერნანდო ტორესი დაეხმარება წინა ხაზზე. მართალია, შვეიცარიასთან მატჩში ანდრეს ინიესტამ ტრავმა მიიღო და ის შეცვალეს, მაგრამ "ბარსელონას" ნახევარმცველი მწყობრშია და ის სასტარტოში მოხვდება. სერხიო ბუსკეტსი ავტომატურად ამოვარდება შემადგენლობიდან, ხოლო დავიდ სილვას ადგილი შესაძლოა სესკ ფაბრეგასმა დაიკავოს, რომელსაც შვეიცარიასთან მატჩში არ უთამაშია.

ჰონდურასის ბანაკში კვლავ საეჭვოა "ინტერის" ფორვარდ დავიდ სუასოს თამაში, ალბათ, ის ამ მატჩსაც გამოტოვებს. ძმებ პალასიოსთაგან კი ისევ მხოლოდ ვილსონი იქნება სასტარტო შემადგენლობაში.

ნიკოლოზ ნეფარიძე, ლელო

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე