ახლოვდება სერბეთთან ისტორიული მატჩი. თბილისში მსოფლიო დონის საკალათბურთო ნაკრები ჩამოდის, რომლის დამარცხებაც რეალურია, თუკი ერთად დავდგებით, გავავსებთ სპორტის სასახლეს და მხურვალეთ ვუქომაგებთ ჩვენს ბიჭებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებისთვის საქომაგო თილისმა - ლომი მოიშინაურა, რომელიც ლეგენდის თანახმად, კავკასიონის ქედის ძირში, უღრან ტყეში ბინადრობდა და ისევე, როგორც მისი წინაპრები, საქართველოს საზღვარს იცავდა.

ალბათ, ამიტომაც, მისი სახელის შერჩევისას, ქომაგების უმრავლესობამ არჩევანი "ჯეოზე“ შეაჩერა, რაც ჩვენი ქვეყნის სახელის აბრევიატურაა საერთაშორისო ასპარეზზე და მისი გაჟღერება ყველაფერ ქართულთან ასოცირდება. ამიერიდან "ჯეო“ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს უქომაგებს და თან დაიცავს. ყოველ მატჩზე ის კავკასიონის ქედიდან გვესტუმრება და საქართველოს ტერიტორიაზე სადაც უნდა ითამაშოს, ეროვნული ნაკრების გვერდით იქნება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ლომი "ჯეო“ თხოვნით მიმართავენ გულშემატკივრებს, თადარიგი დაიჭირონ და 29 ივნისს, სპორტის სასახლეში მობრძანდნენ მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე. ყველა გულშემატკივარს დაურიგდება საქომაგო ფლაერი, რომელზეც დატანილია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ამ ფლაერის გამოყენების მარტივი წესი.

შევავსოთ სპორტის სასახლე, ერთად და ომახიანად შევასრულოთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და დავამარცხოთ მსოფლიო გრანდი სერბეთი, რომლის შემდეგაც, 2 ივლისს - ავსტრიასთან შეხვედრის ჯერი დადგება.

მოდი სპორტის სასახლეში, საქართველოს ნაკრებს შენი ძალა სჭირდება!

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!