ამ ჯგუფში უშანსოდ მარტო კოსტა-რიკის ნაკრებია - 2014 წლის მუნდიალის მთავარი მოულოდნელობა. მათ ამ მუნდიალზეც გაიბრძოლეს, გვარიანად ანერვიულეს ბრაზილია, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

სერბეთისა და ბრაზილიის მატჩში რომელიმე მათგანის მარცხი კატასტროფის ტოლფასი იქნება - სერბები აუცილებლად ჯგუფში ჩარჩებიან, ბრაზილიელები - 99%-ით. ფრე ბრაზილიას მერვედფინალში გაიყვანს, სერბეთი კი მეორე მატჩზე იქნება დამოკიდებული და დიდი ალბათობით, ჯგუფში ჩარჩება. ბრაზილიას ფრეზე თამაში არ სჩვევია და ამას არც სერბეთთან დაპირისპირებაში გააკეთებს.

გუნდმა მთავარი შიში წინა ტურში გამოიარა, როცა 90 წუთი ისე გაილია, რომ გოლი ვერ გაუტანა სუსტ კოსტა-რიკას, თუმცა შემდეგ კოუტინიომ და ნეიმარმა ორი გოლი გაიტანეს. სერბეთი კი შვეიცარიასთან მატჩში იგებდა, მაგრამ შაჩირის გვიანი გოლით დამარცხდა.

ტიტეს ორი წამყვანი მოთამაშე აკლია - დუგლას კოშტას ტრავმა სერიოზულია. მას სასტარტოში ვილიანი ცვლის. ტრავმირებულია მარჯვენა მცველი დანილოც. ასე რომ, შემადგენლობაში ისევ ფაგნერი ითამაშებს. ნახევარდაცვაში რენატო აუგუსტო და ფერნანდინიოც ელიან შანსს, თუმცა სასტარტოში ჯერ მათთვის ადგილი ვერ გამოინახა.

შვეიცარიასთან თამაშში ფილიპ კოსტიჩი აშკარად მარცხენა ფეხზე ადგა. მწვრთნელი, სავარაუდოდ, მის ნაცვლად ლიაიჩს დააყენებს სასტარტო შემადგენლობაში. სხვა მხრივ, სერბთა ბანაკში ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

თუ იუგოსლავიასაც ჩავთვლით, სერბეთი ბრაზილიას მუნდიალის ფინალურ ტურნირებზე 4-ჯერ შეხვდა. 1930 წელს სლავებმა მოიგეს, 1950 წელს - ბრაზილიამ, 1954 და 1974 წლებში კი ფრე დაფიქსირდა.

E ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. მოსკოვი. ოტკრიტიე არენა

სერბეთი-ბრაზილია 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი - მილოვოიევიჩი, მატიჩი - ტადიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლიაიჩი - მიტროვიჩი

ბრაზილია (4-3-3): ალისონი - ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, კოუტინიო - ვილიანი, ჟეზუში, ნეიმარი

არბიტრი: ა. ფაღანი (ირანი)

შვეიცარიას შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი წაგების შემთხვევაშიც აქვს, მაგრამ, არა გვგონია, პეტკოვიჩის გუნდმა ასე გარისკოს. ფრე მერვედფინალის გარანტიაა. კოსტა-რიკის გუნდთან, რომელიც უმოტივაციოა და ჯერ მუნდიალზე გოლიც ვერ გაუტანია, ეს არ უნდა იყოს რთული მისაღწევი ამოცანა.

ეს გუნდები ერთმანეთს მესამედ ეთამაშებიან, თუმცა წინა ორი დაპირისპირება მხოლოდ ამხანაგური იყო. გუნდებს თითო მოგება აქვთ, არც ერთ თამაშში არ გასულა 2.5 გოლზე მეტი.

სხვათა შორის, შვეიცარიის ნაკრები პირველი გუნდია ამ მუნდიალზე, რომელმაც მოახერხა გამარჯვება მას მერე, რაც პირველი გოლი გაუშვა.

E ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. ნიჟნი სთედიუმი

შვეიცარია-კოსტა რიკა 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაკირი, ჯემაილი, ცუბერი - გავრანოვიჩი

კოსტა რიკა (3-4-2-1): ნავასი - აკოსტა, გონსალესი, დუარტე - გამბოა, ბორხესი, გუზმანი, კალვო - რუისი, ვენეგასი - ურენია

არბიტრი: კ. ტურპენი (საფრანგეთი)

ფაქტები

სერბეთის ნაკრების ბოლო 6 თამაშიდან 3 მოგებით, 3 კი მარცხით დასრულდა.

სერბეთის ნაკრებმა მუნდიალებზე ბოლო 9 თამაშიდან 7 წააგო და 2 მოიგო.

ბრაზილიის ნაკრები 13 თამაშია, რაც დაუმარცხებელია (9 მოგება, 4 ფრე). გუნდმა ბოლო 23 თამაშში მხოლოდ ერთხელ იგემა მარცხის სიმწარე.

ბრაზილიის ნაკრებმა მატჩში 2 გოლი ბოლოს 2016 წლის მარტში გაუშვა.

ბოლოს ბრაზილიის ნაკრებმა პირველ ტაიმში გოლი 14 თამაშის წინ გაუშვა.

სერბეთმა პირველი ტაიმი ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ ერთხელ დათმო.

თუ პენალტების სერიას არ ჩავთვლით, შვეიცარიის ნაკრებმა ბოლო 24 თამაშში ერთხელ წააგო (17 მოგება, 6 ფრე).

მუნდიალებზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) შვეიცარიამ ბოლო 16 თამაშიდან მხოლოდ ერთი დათმო.

კოსტა-რიკის ნაკრებს ბოლო 10 თამაშში ერთი ფრეც არ უთამაშია (2 მოგება, 8 წაგება).

კოსტა-რიკის ნაკრებმა ბოლო სამი თამაში წააგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sandro777
კოსტა რიკაზე ჰკითხეს ეგ და არა არგენტინაზე
ცინცხალი ანეგდოტი
პელეს ეკითხებიან - თქვენი ნაკრები რომ შეხვედროდა გუშინ არგენტინას მოუგებდა? კი. რა ანგარიშით? ერთით ნული. მეტით ვერა? ბოლო-ბოლო ჩვენ ყველამ გადავაბიჯეთ უკვე სამოცდათხუთმეტ წელს....
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
ლეგენდარული მარიო ზაგალო გარდაიცვალა
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
"სირცხვილია" - რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრები მიწასთან გაასწორა
ვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან
ᓠᓝᓒᓝᓠ ᓛᓘᓕᓘᓓᓐ ᓚᓣᓘ ᓕᓐᓜ ᓒᓐᓐᓚᓘ ᓬᓚᓘᓡ ᓨᓔᓪᓕᓚᓐᓛᓓᓔ
ბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]
"თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან" - ვინისიუსი
კოსტა-რიკის მწვრთნელი გადადგა: აღარ შემიძლია, მოვიწყინე, რა
შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა
მუნდიალი. E ჯგუფი: ბრაზილია ჩემპიონობისთვის, დანარჩენები ჯგუფიდან გასასვლელად
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობას არ აპირებს
წვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
პიკფორდმა პენალტების სერიაში "შპარგალკა" წარმატებით გამოიყენა
კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014: ᓝᓠᓘ ᓤᓐᓜᓘ ᓓᓐᓭᓠᓔᓡ, ᓔᓠᓗᓡ ᓑᓝᓗᓚᓘ ᓗᓐᓕᓖᓔ ᓒᓐᓓᓐᓐᓢᓔᓮᓔᓡ
მ/ჩ 2018. ჩრდ. ამერიკა. ბოლო ტური: აშშ რუსეთში არ მიდის!
ვის იმსხვერპლებენ კოსტარიკელები? - 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]