შვეიცარიელის პირველად დამარცხება ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის განსაკუთრებული მოვლენაა
კარიერაში როჯერ ფედერერის პირველად დამარცხება ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. მას შემდეგ, რაც შვეიცარიელი 2004 წლის თებერვალში რეიტინგს ჩაუდგა სათავეში და ლეგენდად იქცა, მან 21 ჩოგბურთელი "გააბედნიერა". წინა კვირას მონტე კარლოს მასტერსზე რიგით 22-ე ასეთი მოთამაშე გახდა ავსტრიელი იურგენ მელცერი.

ყველაფერი რაფაელ ნადალიდან დაიწყო. სწორედ ესპანელი გახდა პირველი, ვინც ფედერერის დამარცხება შეძლო იმ მომენტიდან, როცა შვეიცარიელი რეიტინგში დაწინაურდა. ახალგაზრდა რაფამ 2004 წელს მაიამიში აჯობა როჯერს. სხვათა შორის, ეს იყო მათი პირველი დაპირისპირება პროფესიულ ტურში. იმავე წელს პირველად ფედერერის დამარცხება შეძლო ახალგაზრდა ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა - ასევე მათ პირველ შეხვედრაში. ეს ათენის ოლიმპიადაზე მოხდა. პირველივე ცდაზე ლიდერის დამარცხების ტენდენცია გააგრძელა ფრანგმა რიშარ გასკემ - 2005 წელს მონტე კარლოში.

თუმცა ამ სამეულის დაწყებული საქმე ვერ გააგრძელეს ენდი მიურეიმ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მათ დათმეს ფედერერთან სადებიუტო შეხვედრები (ნოვაკმა პირველი ოთხი მატჩი წააგო) იქამდე, სანამ პირველ გამარჯვებებს იზეიმებდნენ. ბრიტანელმა ეს 2006 წელს ცინცინატიში შეძლო, სერბმა 2007 წელს - კანადაში.

ამ მხრივ როჯერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 2007 წელი. პირველი სამი სეზონი რეიტინგის სათავეში ყოფნისას ფედერერი "პირველი ღამის" უფლებას ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეებს აძლევდა, ხოლო თუ კიდევ ვინმესთან მარცხებოდა, მხოლოდ იმათთან, ვისთანაც რეიტინგში გალიდერებამდე ჰქონდა წაგებული. სამ სეზონში ასეთი ექვსი მოთამაშე დაგროვდა - ტიმ ჰენმანი, ალბერტ კოსტა, გუსტავო კუერტენი, დომინიკ ჰრბატი, მარატ საფინი და დავიდ ნალბანდიანი. 2007 წლიდან კი ფედერერმა თავისი მეფობისას "დემოკრატია" გამოაცხადა და მისი დამარცხების შანსი უბრალო ჩოგბურთელებმაც მიიღეს.

2007 წლის გაზაფხულზე ყველა განაცვიფრა 30 წლის გილერმო კანიასმა. ეს არგენტინელი გრუნტის სპეციალისტი იყო, თან დოპინგის მიღების გამო დისკვალიფიკაცია ახალი მოხდილი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, გილერმომ ზედიზედ ორ ამერიკულ მასტერსზე - ინდიან უელსსა და მაიამიში ჰარდზე აჯობა შვეიცარიელს. საჩოგბურთო საზოგადოება შოკში აღმოჩნდა. ჩვენს მიერ მოყვანილ სიაში კანიასი ვერ მოხვდა, რადგან 2002 წელს ჰყავდა დამარცხებული როჯერი (სხვათა შორის, ასევე ჰარდზე).

ამ სიაში კი ყველაზე ბედნიერი, ალბათ, იტალიელი ფილიპო ვოლანდრი უნდა იყოს, რომელმაც პირველად ფედერერს რომის მასტერსზე სძლია. მაშინ ეს შედეგი ყველამ გაუგებრობად მონათლა, მით უმეტეს, რომ სეზონის ბოლო ნაწილი შვეიცარიელმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ასევე ბედნიერი უნდა ყოფილიყო ჩილელი ფერნანდო გონსალესი წლის შემაჯამებელ ტურნირზე - იქ მან მხოლოდ მე-11 ცდაზე შეძლო როჯერის დამორჩილება.

2008 წელს ამ ყველაფერმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. ინდიან უელსში მინესოტელმა ბიჭმა მარდი ფიშმა პირველად მოუგო ფედერერს ხუთი მარცხის შემდეგ. პირობითად ამ ჩამონათვალში ენდი როდიკის შეყვანაც შეიძლება - მაიამიში მან პირველად მოუგო როჯერს ხუთი წლის განმავლობაში, მანამდე კი ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:15 იყო.

კანადაში ფრანგი ჟილ სიმონის ჯერი დადგა - მანაც პირველად მოუგო ფედერერს, ხოლო იმავე წელს მეორედ სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე დაამარცხა. ცინცინატის მასტერსზე გაიხარა ხორვატმა ივო კარლოვჩმა - მეშვიდე ცდიდან აჯობა რეიტინგის ლიდერს (მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე). პეკინის ოლიმპიადაზე ფედერერმა ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი გააბედნიერა - მანამდე ამ ჩოგბურთელებს შორის ანგარიში 8:0 იყო როჯერის სასარგებლოდ.

2009 წელს მონტე კარლოს მასტერსზე თავისი შანსი არ გაუშვა ხელიდან შვეიცარიის უცვლელმა მეორე ნომერმა სტანისლას ვავრინკამ. კანადაში ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა ეღირსა მატჩბოლზე შვეიცარიელის ორმაგ შეცდომას. სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩში (ამერიკის ღია პირველობის ფინალი) არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ მეშვიდე ცდაზე მოუგო ლეგენდას. პარიზის მასტერსზე ბედმა გაუღიმა ადგილობრივ ჩოგბურთელს ჟულიან ბენეტოს. რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ კი წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯერ ფედერერი დაამარცხა კარიერაში პირველად და შემდეგ მთავარი პრიზიც მოიპოვა.

2010 წელს ფედერერის პირველად დამარცხებას გემო გაუგო კვიპროსელმა მარკოს ბაღდატისმა - ის, რაც ვერ შეძლო 2006 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ინდიან უელსის მასტერსზე გააკეთა (მეშვიდე ცდაზე). ლატვიელმა ერნესტ გულბისმა თავისი საქმე გააკეთა რომის მასტერსზე, თუმცა მას შემდეგ ბალტიისპირელის კარიერა არ აეწყო. ალბერტ მონტანიესს მეოთხე ცდაზე ძალიან გაუმართლა პორტუგალიის კურორტ ეშტორილში. ხოლო მრისხანე შვედმა რობინ სიოდერლინგმა როლან გაროსზე შეწყვიტა ფედერერთან 13-მატჩიანი მოუგებელი სერია და თან ტიტულის დაცვა არ დაანება უხერხულ მეტოქეს. პარიზის მასტერსზე კი როჯერი ისევ ფრანგთან დამარცხდა - ამჯერად გაელ მონფილსთან, რომლისთვისაც ეს პირველი მოგება იყო ხუთ შეხვედრაში.

ამ სეზონში კი იურგენ მელცერი ჯერჯერობით ერთადერთია. მანამდე ავსტრიელს ფედერერის წინააღმდეგ სამ მატჩში სეტიც არ ჰქონდა მოგებული, არადა, ეს სამი მატჩი გასულ წელს ჩატარდა, როცა როჯერი უკვე საკმაოდ გულუხვი იყო. როგორც ჩანს, იურგენს გრუნტმა უშველა, რადგან წინა მატჩები შვეიცარიელთან ჰარდსა და ბალახზე ჰქონდა წაგებული.

საერთო ჯამში კი ლოგიკურია, რომ ასაკში შესული ფედერერი ვეღარ დომინირებს, განსაკუთრებით გრუნტზე. სავარაუდოდ, უახლოეს თვენახევარში შეიძლება ველოდოთ სიურპრიზებს. როგორც ბოლო სამი "დემოკრატიული" სეზონი გვიჩვენებს, როჯერი წელიწადში ხუთ მეტოქეს აბედნიერებს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიდევ ვიღაცას გაუღიმებს ბედი.

2004

რაფაელ ნადალი

ტომაშ ბერდიხი

2005

რიშარ გასკე

2006

ენდი მიურეი

2007

ფილიპო ვოლანდრი

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ფერნანდო გონსალესი

2008

მარდი ფიში

ენდი როდიკი

ჟილ სიმონი

ივო კარლოვიჩი

ჯეიმს ბლეიკი

2009

სტანისლას ვავრინკა

ჟო-ვილფრიდ ცონგა

ხუან მარტინ დელ პოტრო

ჟულიან ბენეტო

ნიკოლაი დავიდენკო

2010

მარკოს ბაღდატისი

ერნეტს გულბისი

ალბერტ მონტანიესი

რობინ სიოდერლიგი

გაელ მონფილსი

2011

იურგენ მელცერი

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა