<p>მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პრესტიჟული კლუბის, "ჩემპიონები მშვიდობისთვის" წევრი გახდა <br> მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პრესტიჟული კლუბის - "ჩემპიონები მშვიდობისთვის" - წევრი გახდა. ეს კლუბი დააარსა ორგანიზაციამ "მსოფლიო და სპორტი" და მას მონაკოს თავადი ალბერ II პატრონობს. ამჟამად კლუბში სპორტის სხვადასხვა სახეობის 55 საუკეთესო წარმომადგენელია გაერთიანებული, რომლებიც სპორტის დახმარებით ეწევიან მშვიდობის პროპაგანდას.</p><p>"ვამაყობ იმით, რომ ამ კლუბის წევრობა შემომთავაზეს. მინდა მთელს სამყაროს გადავცე ის სიხარული და სიამოვნება, რომელსაც ჩოგბურთისგან ვიღებ. მჯერა, რომ სპორტის დახმარებით შეიძლება მშვიდობის გავრცელება. მას შეუძლია გააუმჯობესოს ახალგაზრდების ცხოვრება და დააკავშიროს ერთმანეთთან საზოგადოების სხვადასხვა ფენა. მე მინდა ამაში მონაწილეობა, მინდა გავხდე მშვიდობის შემოქმედი. ეს ორგანიზაცია - ამის მიღწევის იდეალური საშუალებაა", - წერს ჯოკოვიჩი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.</p><p>ჯოკოვიჩის გარდა აღნიშნული კლუბის წევრები არიან ცნობილი სპორტსმენები: სერგეი ბუბკა, ფრენკი ფრედერიკსი, კეტი ფრიმენი, ელენა ისინბაევა, კრისტიან კარამბე, უილსონ კიპკეტერი, სებასტიან ლოები, პოლა რედკლიფი და სხვები.</p>
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა